• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მარიამ ჩერქეზიშვილი და კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1855
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ხვიჩა კიკილაშვილი,
ავტორ(ებ)ი მარიამ ჩერქეზიშვილი, კახა კუკავა
თარიღი 12 მარტი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ"

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება

კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი:

„დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში“

 

კონსტიტუციის მე-25 მუხლის 1-ლი პუნქტი:

“საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.”

 

კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი:

„დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში“

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი:

“შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.”

კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი:

„დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში“

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი:

“ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.”

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი:

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 31-ე და 311 მუხლები.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:

1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

● მოსარჩელები არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ გასაჩივრებული ნორმის მიხედვით ეკრძალებათ დახურულ საჯარო კონკურსებში მონაწილეობის მიღება.

● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;

კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მოხელე ზემდგომი (მესამე,

მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული

კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში

ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. ამასთანავე,

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ

კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

აღნიშნული დანაწესი, ადამიანს უზღუდავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ რამდენიმე

ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან

გამომდინარე „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“ აქედან გამომდინარე ნებისმიერ

ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაიკავოს საჯარო თანამდებობა, ხოლო ზემოთ ნახსენები კანონის საჯარო სამსახურის შესახებ-ის 34-ე

მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით პირი საჯარო თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დახურული

კონკურსის საფუძველზე, რაც უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის არაპროპორციულ შეზღუდვად.

აღნიშნული დანაწესი, შეგვიძლია მივიჩნიოთ არაპროპორციულად, ვინაიდან უფრო მეტად

კვალიფიციური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანი რომელსაც სურს კონკურსში მონაწილეობის მიღება არათანაზომიერ მდგომარეობაში იმყოფება იმ ადამიანთან რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ნაკლები კვალიფიკაცია, თუმცა წარმოადგენს მოქმედ საჯარო მოხელეს და სწორედ ამიტომ დახურული

კონკურსის წესით მას ენიჭება უპირატესობა და არა გარე პირს, რომელსაც გააჩნია მეტი კომპეტენცია.

აგრეთვე, აღნიშნული კანონის საჯარო სამსახურის შესახებ -ის 34-ე მუხლის დანაწესი, პირს უზღუდავს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას - შრომის თავისუფლებას, ამ მუხლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. როგორ ზღუდავს ზემოთ აღნიშნული მუხლი ამ უფლებას, მარტივია. ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს სამუშაო, რასაც გვეუბნება კონსტიტუცია. თუმცა კანონის მიხედვით

პირი ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში სასურველ თანამდებობაზე, რადგან მასზე გამოცხადებულია დახურული კონკურსი, შესაბამისად მასში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან მოქმედი მოხელეები.

აქედან გამომდინარე გარე პირს, რომელიც არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში და სურს

მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ვერ მიიღებს, იგი თავისუფლად ვერ აირჩევს სამუშაოს. ვერ შეიტანს საბუთებს საჯარო სამსახურის მიერ გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. აღნიშნული კანონი

პროპორციული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუკი, კონკურსი არ იქნებოდა დახურული, და გრე პირებს

ექნებოდა მასში მონაწილეობის მიღება, თუმცაღა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სავარაუდოა

რატომ თვლიან საჭიროდ დახურული კონკურსების არსებობას. ამაზეც ვიმსჯელებ. კერძდ თუკი

კონკურსი იქნებოდა ღია მასშ მონაწილეობას მიიღებდნენ გარე პირებიც, თუმცა იმ შემთხვევაში საჯარო სამსახური უფრო მეტად კოეფიციენტს მიანიჭებდა არა გარე პირს, არამედ მოქმედ მოხელეს თუკი ეს

საჭირო იქნებოდა სამუშოას სპეციფიკიდან გამომდინარე. ეს საშუალება იქნებოდა შედარებით

პროპორციული მექანიზმი. და არა კონკურსის თავიდანვე სრულიად ჩაკეტვა.

“ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.” აღნიშნული დანაწესი მკაფიოდ აყალიბებს იმ აზრს, რომ ყველანი თანასწორები ვართ სამართლის წინაშე, შესაბამისად კონკურსის დახურული წესით ჩატარება, რაც ნიშნავს იმას რომ საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოქმედ მოხელეს შეეძლო, წარმოადგენს აღნიშნული დანაწესის დარღვევას, ვინაიდან კანონის 34-ე მუხლი არის ის დანაწესი, რომელიც არსებულად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ