• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • "სპს გერონტი აშორდია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.05.2025
      • N1862
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №2/8/1862 განჩინება საქმეზე „„სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

„სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/8/1862
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 25 ივლისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 7 აგვისტო 2025 11:24

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: „სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის პირველი წინადადებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1862) მომართა „სპს გერონტი აშორდიამ“. №1862 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 13 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 ივლისს.

2. №1862 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ პუნქტის თანახმად, დასახელებული კანონის მიზნებისთვის ტერმინ - „უძრავი ქონებაში“ მოიაზრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესსა და საფუძვლებს, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი არეგულირებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხს.

5. №1862 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განხორციელებული ინვესტიციით შექმნილი შენობა-ნაგებობები მოექცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში და გამოცხადდა სახელმწიფო ქონებად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულით სახელმწიფომ ხელყო საკუთრების უფლებით დაცული მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონებით თავისუფლად სარგებლობის კანონიერი მოლოდინი ისე, რომ მას არ მიეცა სასამართლოსთვის მიმართვისა და სამართლიანი ანაზღაურების უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებისთვის საჭიროა, გაუქმდეს ის აქტი, რომლითაც მოსარჩელეს ქონება გადაეცა მართლზომიერ მფლობელობაში. უფლებააღმჭურველი აქტის გაუქმების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი მას უნდა მიეცეს სასამართლოს წესით თავის დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულისგან განსხვავებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმა, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გარეშე, ითვალისწინებს საკუთრების უფლებით დაცული კანონიერი მოლოდინის ჩამორთმევას, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

7. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ ნორმატიული შინაარსის ნაწილში, რომელიც, სასამართლოსთვის მიმართვისა და სამართლიანი ანაზღაურების უფლების გარეშე, ითვალისწინებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონების სახელმწიფო ქონებად გამოცხადებას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1862 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს „სპს გერონტი აშორდია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 27 მაისს დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების, გერონტი აშორდიასა და ნინო აშორდიას განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1862 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1862 კონსტიტუციურ სარჩელზე („„სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ