• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ა(ა)იპ საქართველოს მომავლის აკადემია, მარინე კაპანაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, მარია დარჩიევი და ალექსანდრა შალიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1882
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ვასილ როინიშვილი,
ავტორ(ებ)ი N(N)LE Georgian Future Academy, Marine Kapanadze, Aleksandre Zibzibadze, Maria Darchiev, Alexandra Shalibashvili
თარიღი 1 აგვისტო 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი: „გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით”. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი: „ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება”. და მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტი: “გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს) მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.” საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი: „ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6​1 და 62 მუხლების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით”. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა” საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 ტერცია მუხლის მე-2 პუნქტი: „თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება”. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-64 მუხლის პირველი პუნქტი: „გრანტის მიმღების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება − გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-64 მუხლის მე-3 პუნქტი: „ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია”. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი: 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის მე-6 პუნქტი: „ სუბიექტი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია”. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი: 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტი: „ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით”. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის შემდეგი პუნქტები: 1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო). 2. ამ კანონით გათვალისწინებული გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების წესს საჭიროების შემთხვევაში ადგენს ანტიკორუფციული ბიურო. 3. ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე; ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით; გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია; ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: “ გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელი საფუძვლიანია და არსებითად უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:

საქართველოს მომავლის აკადემია არის საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. საწესდებო მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია პერიოდულად იღებს გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა, ფონდების და საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის საელჩოებისგან. მარინე კაპანაძე არის ორგანიზაციის დირექტორი, შესაბამისად ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო ალექსანდრე ზიბზიბაძე ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მარია დარჩიევი და ალექსანდრა შალიბაშვილი არიან ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრები.

ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელემ, საქართველოს მომავლის აკადემიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ 2025 წლის აპრილში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და გახდა მისი ერთ-ერთი გამარჯვებული. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პროექტი მიზნად ისახავდა მოქალაქე-დამკვირვებლების სისტემის შექმნას, რომელიც ქვეყანაში არსებული კრიზისის და მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე ხელს შეუწყობდა მოქალაქეების გაძლიერებას, დარღვევების დოკუმენტირებას და საარჩევნო უფლებების დაცვას.

მოსარჩელემ აღნიშნული გრანტის მიღება ვერ შეძლო, ვინაიდან “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად გრანტის გამცემს, მის გაცემამდე მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხმობა სჭირდება.

ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რომ 2025 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით,მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა. პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში. დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას”[1].

გასათვალისწინებელია, ისიც რომ ბრიტანეთის საელჩოს მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა არაორაზროვნად დაადასტურეს რომ “საქართველოს მომავლის აკადემია” ასეთ თანხმობას მაინც ვერ მიიღებდა. მაგალითად ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას.”[2]

ამდენად, მოსარჩელის შემთხვევაში უკვე სახეზეა სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული ზიანი - კონკრეტულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვების მიუხედავად საქმიანობის გასარგძელებლად დაფინანსების ვერ მიღება. შედეგად, მოსარჩელეს ეზღუდება გაერთიანების თავისუფლების ფარგლებში დაფინანსების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა საწესდებო მიზნების თავისუფლად და კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმაოდ მძიმე სანქციას მოსარჩელის წინააღმდეგ.

დამატებით, სადავო ნორმები ითვალისწინებს მოსარჩელის შესახებ საჯარო დაწესებულებებისგან, ფიზიკური პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის შემცველი მონაცემების გამოთხოვის შესაძლებლობას, ხოლო ყველა ამ პირს ავალდებულებს ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. აღსანიშნავია რომ მოსარჩელესთან მიმართებით უკვე გამოიყენეს აღნიშნული ნორმებიც. კერძოდ, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად მოსარჩელეს დაევალა ბიუროსთვის ისეთი ინფორმაციის გადაცემა, როგორიცაა მოსარჩელის ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია, საგრანტო ხელშეკრულებები და მისი საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის ბენეფიციარების პირადი მონაცემები (იხ. დანართი 1). ამდენად, მოსარჩელე ამ ნაწილში წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, რათა იდავოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული უფლების დარღვევის შესახებ.

მოსარჩელეები მარინე კაპანაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ალექსანდრა შალიბაშვილი და მარია დარჩიევი ინდივიდუალურად ამავე უფლებების დარღვევის ანალოგიური საფრთხის წინაშე დგანან, რამეთუ სადავო ნორმები ვრცელდება ფიზიკურ პირებზე გაცემულ გრანტებზეც.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17 და 22-ე მუხლებით.

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;

ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;

 


[1]https://www.facebook.com/ukingeorgia/posts/pfbid02XxE7RDS4RAo52RcVCUA5vEtY7CBA9FMNvXvXcSQgqFjHBMaxckcyoxXuWEp6QZ39l

[2] https://tabula.ge/en/news/736564-kobakhidze-tabula-ekstremizmitaa-dakavebuli

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. სადავო ნორმების მიღების კონტექსტი და დავის საგანი

ბოლო წლებია ქართული ოცნება გაცხადებულად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებს. ამ მიზნით მან არაერთხელ სცადა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ რეპრესიული კანონების მიღება. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ქართულმა ოცნებამ დააინიცირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ამის შემდგომ 2024 წლის აპრილში ხელახლა დააბრუნა მსგავსი კანონი დღისწესრიგში და საზოგადოების მასობრივი პროტესტის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს მომავლის აკადემიამ, მედია ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/3-მა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე ჯერ არსებითი სხდომაც არ ჩაუტარებია და შესაბამისად უცნობია საქმის შედეგი.

აღნიშნულმა კანონებმა მნიშვნელოვნად დააზიანა არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციები, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერების საფუძველიც გახდა. კერძოდ, 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც მიუთითა რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ქმედებებით ევროინტეგრაციის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია[1].

ამის შემდგომ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებიც არ აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა OSCE/ODIHR-მაც, რომლის უპრეცედენტოდ კრიტიკულ დასკვნაში[2] საუბარია მთელ რიგ პრობლემებზე, მათ შორის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპის, ფარულობის, მასშტაბურ დარღვევაზე. ამ ყველაფერს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ არსებობაც დაემატა.

ქვეყანაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამძრაფრა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებამ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ეროვნული, მშვიდობიანი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასიათასობით ადამიანის მთავარ მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროტესტის პარალელურად რეპრესიების ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო რეპრესიული კანონების პაკეტი, რომლითაც მთელი რიგი ავტორიტარული შეზღუდვები დააწესა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, შემოიღო პრევენციული დაკავების მექანიზმი და კატასტროფულად გაზარდა ჯარიმები მათ დარღვევაზე. დღემდე გრძელდება ასობით ადამიანის დევნა აქციაზე ყოფნის პოსტ-ფაქტუმ იდენტიფიცირებისა და დასჯის გზით.

რეპრესიულ კანონებს ქართულმა ოცნებამ დაუმატა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ასევე ფიზიკურ პირებს უცხოური პრინციპალის აგენტებად აცხადებს, ხოლო კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ითვალისიწნებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

წინამდებარე საქმეზე გასაჩივრებული ნორმები ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა სწორედ ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი კონტექსტის ფონზე მიიღო. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით უცხოური დაფინანსების მიღებისთვის სავალდებულო გახდა მთავრობისგან ნებართვის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრს სანქციებს. ამგვარი ცვლილებებით რეჟიმი მიზნად ისახავს საბოლოოდ ამოქოლოს ყველა შესაძლებლობა, რის პირობებშიც სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ ქვეყანაში მიმიდნარე მოვლენების კრიტიკულად გაშუქებას, რეპრესირებული მოქალაქეების დახმარებას და ხელისუფლების ზედამხედველობას.

კერძოდ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება. თავის მხრივ გასაჩივრებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში დონორად მოიაზრება საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი. ხოლო გასაჩივრებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები შესაძლოა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო იურიდიული პირი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოები.

გარდა ამისა, გასაჩივრებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ითვალისწინებს უკვე არსებული საგრანტო ხელშეკრულებების მიზნობრიობის ცვლილებისთვის საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ თანხმობის ვალდებულებას. ხოლო, ამავე კანონის მე-2 მუხლის 13 მუხლის თანახმად, გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.

გასაჩივრებული კანონის მე-6 პრიმა მუხლი სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის შესაძლებლობას და ჩამოთვლის მის უფლებამოსილებებს. მათ შორის, აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი სუბიექტს, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისიწნებული ინფორმაციის წარდგენას ავალდებულებს წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

გასაჩივრებული კანონის მე-6 ტერცია მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება. ამავე კანონის მე-64 მუხლი კი ითვალისიწნებს გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავსირებულ პასუხისმგებლობას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი გრანტის მიმღების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღების შემთხვევაში ჯარიმის სახით ითვალისწინებს გრანტის ორმაგი ოდენობის ჯარიმას, ხოლო მე-3 პუნქტი აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისიწნებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

ამასთან აღნიშვნის ღირსია, რომ 2025 წლის 12 ივნისის ცვლილებებით, კანონს კიდევ ერთი ნორმა დაემატა, კერძოდ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტის თანახმად „ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით”.

მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17 და 22-ე მუხლებს.

1. “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პრიმა მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტის, მე-6 პრიმა მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-6 ტერცია მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-64 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობას ამოწმებს შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან შესაბამისობის გზით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც გაანალიზებული იქნება რამდენად პასუხობს გასაჩივრებული ნორმები თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, უნდა შეფასდეს აქვს თუ არა გასაჩივრებულ ნორმებს ღირებული ლეგიტიმური მიზანი, არის თუ არა გასაჩივრებული ნორმები მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. მანამდე კი უნდა შემოწმდეს იწვევს თუ არა გასაჩივრებული ნორმები კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას.

1.1. კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული უფლების სფერო და უფლებაში ჩარევა.

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. დაცულია საზოგადოებრივი ჯგუფების თავისუფლად ჩამოყალიბების, თავისუფალი ასოციაციის პრინციპი, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი იძულებითი გაერთიანებების, თუნდაც მისი მონაწილეების დიდი ენთუზიაზმის ფონზე, საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს. გაერთიანების თავისუფლებას დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების გარანტირების, არამედ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით. გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებისათვის”[3]. დამატებით, „საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები (2009 წლის რედაქცია) იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში”[4].

წინადმებარე საქმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტებაც: „გაერთიანების უფლებით გაერთიანების თავისუფლება არასაკმარისად იქნებოდა დაცული ამ თავისუფლებაში რომ მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება მოიაზრებოდეს. არა მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესია დაცული, არამედ გაერთიანების არსებობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარეები, როგორიცაა მიზნის შერჩევა, საქმიანობის ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება, გაერთიანების წევრად დარჩენა, გაერთიანების ლიკვიდაცია და ა.შ. გაერთიანების არსებობის რომელიმე ეტაპზე კონსტიტუციური დაცვის გაუვრცელებლობა, კოლეგიის პოზიციით, დაუშვებლად გაზრდიდა სახელმწიფოს მხრიდან მის საქმიანობაში თვითნებური ჩარევის რისკს და არაეფექტურს გახდიდა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ დაცვას”[5]. აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა შეფასდეს ფორმალურად რამდენად წარმოადგენენ მოსარჩელეები გაერთიანებებს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიზნებისთვის, ხოლო მეორე მხრივ რამდენად ხდება სადავო ნორმებით მათ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა. სხვა სიტყვებით, უნდა შეფასდეს რამდენად აწესებს სადავო ნორმები ისეთ შეზღუდვებს, რომელიც ხელს უშლის არასაჯარო ამოცანების განსახორციელებლად შექმნილი ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების/წევრების თავისუფალი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.

“საქართველოს მომავლის აკადემია” არის არასამეწარმეო, არაკომერციული ახალგაზრდული სათემო საგანამანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლის 19 აგვისტოს დაარსდა და წლებია აქტიურად მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა: ა) ახალგაზრდების სამოქალაქო განათლება; ბ) დებატების და საჯარო გამოსვლების კულტურის დამკვიდრება; გ) ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო/საარჩევნო პროცესებში, როგორიცაა კარდაკარ კამპანიები და სადამკვირვებლო მისიები. მოცემული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია პერიოდულად იღებდა გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, კერძო ფონდებისგან და საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის საელჩოებისგან.

მოსარჩელისთვის საწესდებო მიზნების მიღწევა და გაერთიანების თავისუფლების ფარგლებში საქმიანობა პირდაპირაა დაკავშირებული უცხოური გრანტების მიღებასთან. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო ფონდების და საელჩოების მიერ საქართველოში დემოკრატიული ინიციატივების მხარდასაჭერად გამოყოფილ გრანტებზე. როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გრანტის დონორისგან მიღება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობაზე. აღნიშნული ცვლილება კი ნიშნავს, რომ სადავო ნორმებით სახელმწიფოს შეუძლია შეიჭრას დონორსა და გრანტის მიმღებს შორის არსებულ სახელშეკრულებლო ურთიერთობაში და მასზე გავლენა მოახდინოს იმგვარად, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი გახადოს ხელშეკრულების დადება - გრანტის მიღება. ცხადია, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებით დაცულ უფლებაში ჩარევას, ვინაიდან მოსარჩელეს უზღუდავს საწესდებო მიზნების მისაღწევად გრანტების თავისუფლად მიღების უფლებას, რითაც ფერხდება, ანდაც შეუძლებელი ხდება ორგანიზაციის თავისუფლად საქმიანობა. ამდენად, სახეზეა კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა.

აღნიშნულის გათვალისწინებით ჩარევა სახეზეა მოსარჩელე ფიზიკურ პირების, როგორც ამ გაერთიანების წარმომადგენლების/წევრების გაერთიანების თავისუფლებაშიც.

1.2. სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა გასაჩივრებული ნორმების ნაწილი 2025 წლის 16 აპრილს, ხოლო მეორე ნაწილი 2025 წლის 12 ივნისს მიიღო. “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების განმარტებით ბარათში მიღების საჭიროება შემდეგნაირადაა დასაბუთებული: “საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობას, საფინანსო- საკრედიტო ინსტიტუტებს, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ ინსტიტუტებს. ამასთანავე, ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანია, კანონით განსაზღვრულ უცხოურ წყაროთა ნაწილისგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა სათანადოდ იქნეს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისი რეალიზება, აგრეთვე, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა, მათ შორის, ხალხისგან (ხელისუფლების წყაროსგან) მხარდაჭერილი, მკაფიოდ გაცხადებული, საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეუფერხებლად განხორციელება”. განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების შემდგომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და გაძლიერების ფარგლებში, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, გასაჩივრებული მიზნების სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცება წარმოადგენს. თუმცა, წინამდებარე დავისთვის მნიშვნელოვანია შევაფასოთ რამდენად არის დასახელებული ლეგიტიმური მიზანი გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვისთვის ღირებული საჯარო ინტერესი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“[6]. დამატებით, ლეგიტიმური მიზნის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მოეთხოვება დაასაბუთოს ლოგიკური კავშირი უფლების მზღუდავ რეგულირებასა და მისაღწევ საჯარო მიზანს შორის. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული კანონი არსებითად არ განსხვავდება ზემოთ დასახელებულ ე.წ რუსულ კანონთან, რომლის მიღების საფუძვლადაც პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალეობის უზრუნველყოფას ასახელებდა. აღნიშნული საკითხების შესაფასებლად მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის სამართლებრივი შეფასება[7] „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. კერძოდ, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასების 61-ე პარაგრაფში მითითებულია, რომ ცალკეა აღებული გამჭირვალეობის უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს უფლების შეზღუდვისთვის, არამედ ის შეიძლება იყოს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის საშუალება, როგორიცაა მაგალითად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ანდაც ისეთი დანაშაულის პრევენცია როგორიცაა ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. იგივეზე მიუთითებს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2024 წლის 30 მაისის[8] სამართლებრივი შეფასების 28-ე პარაგრაფიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმების ლეგიტიმური მიზანი, რომგორიცაა უცხოური ინტერესების გამტარი ორგანიზაციების გამჭირვალეობა, ცალკე აღებული ვერ გამოდგება გაერთიანების თავისუფლებით დაცულ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ ინტერესად. ამასთან, არც კანონი და არც განმარტებითი ბარათი არ მიუთითებს, რომ კანონის მიზანია სხვა ისეთი ინტერესების უზრუნველყოფა, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოებას, ფულისგ გათეთრება ანდაც ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.

აღნიშნული სამართლებრივი დასკვნები წინამდებარე დავისთვისაც რელევანტურია, რადგან ცალკე აღებული სურვერნიტეტის პრინციპის განმტკიცება კავშირში არ არის გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვასთან. აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს მიზნის მიღწევის საშუალება, რომლითაც პარლამენტი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქნმელ კონკრეტული საფრთხეების პრევენციას მოახდენდა. თუმცა, არც განმარტებითი ბარათი და არც საკანონმდებლო ჩანაწერი არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ქართულ ოცნებას აღნიშნული კანონი ისეთი რეალური საფრთხეების პრევენციებისთვის შემოაქვს, როგორიც შეიძლება იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ანდა ტეტრიზმის პრევენცია, რასაც შეუძლია დააზიანოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტს. გაუგებარია რა კავშირი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებასთან სადავო ნორმებით გათვალისწინებულ ცვლილებას, რომელიც მოსარჩელეს უკრძალავს მთავრობის თანხმობის გარეშე ისეთი გრანტის მიღებას, რომლის მიზანიც იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და სხვა.

ამას ადასტურებს ისიც, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ ითვალისწინებს იმ კრიტერიუმებს, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობა ან მის მიერ განსაზღვრული ორგანო გადაწყვეტდა რომელი გრანტების მიღებაზე გასცეს თანხმობა და რომელზე არა. ამგვარი აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება იძლევა შესაძლებლობას, რომ შესაბამისმა პირებმა გასაჩივრებული ნორმებით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენონ ბოროტად და საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე. ამას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ქართული ოცნება არაერთხელ დაესხა თავს მოსარჩელეს და გამოხატა აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება მისი საქმიანობის მიმართ. მაგალითად მოვიყვანთ მისი წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის საქმიანობისა და მისი მენეჯერების წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციებს.

1. მამუკა მდინარაძის 2024 წლის 16 აპრილის განცხადება: „„მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია თქვენც გაქვთ და მეც. მაგალითად, არის ასეთი სინთეზი - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც ფრანკლინის კლუბთან, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ამ ფრანკლინის კლუბიდან „მომავლის თაობა“ თუ რაღაც ქვია, არის ალექსანდრე ზივზივაძე(საქართველოს მომავლის აკადემიის თავმჯდომარე), გუშინაც იყო ლაპარაკი. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ”[9];

2. ირაკლი კობახიძის 2024 წლის 1 მაისის განცხადება: “პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, ლელოს და ახალის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: ტალღა, ჯიუტები, ნაბიჯი, თბილისი პრაიდი, ჯენზი, წერტილი, დაფიონი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის, სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, რომლებიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს”[10];

3. ტელეკომპანია იმედის 2024 წლის 15 აპრილის სიუჟტი: “მას (ალექსანდრე ზიბზიბაძე) ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავს 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა”[11]

გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ოცნებასთან ასოცირებული ტელეკომპანია „იმედი“ და „პოს ტვ“ გარკვეული პერიოდულობით ამზადებენ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ სიუჟეტებს[12], რითაც ესხმიან მოსარჩელეებს და მათ საქმიანობას წარმოაჩენენ ძალადობრივ დაჯგუფებად. ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მასთან აფილირებული მედიების მიერ წარმოებული კამპანია საქართველოს მომავლის აკადემიის და მისი მენეჯერების საქმიანობის წინააღმდეგ ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმისთვის მოსარჩელის საქმიანობა მიუღებელია მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ჯდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმების ფარგლებში თუკი მოსარჩელე/მისი დონორი მოითხოვს თანხმობის გაცემას ისეთი გრანტის მიღებაზე, რომელიც მაგალითად ახალგაზრდებითვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ეხება, არსებობს ართუ დასაბუთებული ვარაუდი, არამედ უკვე პირდაპირი მტკიცებულებები (იხილეთ ქვემოთ), რომ ივანიშვილის მთავრობა მოსარჩელეს არ მისცემს გრანტის მიღებისთვის საჭირო თანხმობას. ასეთ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად დაედება არა რაიმე სამართლებრივი კრიტერიუმი ან პრინციპი, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლების პერსონალური დამოკიდებულება მოსარჩელის საქმიანოაბასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ნორმები არალეგიტიმურ მთავრობას აღჭურავს აბსოლუტური დაუბალანსებელი უფლებამოსილებით, რომელიც ბოროტად იქნება გამოყენებული. ამგვარად გასაჩივრებული ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას გაერთიანების თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილებას ანიჭებს, ვინაიდან მას შეუძლია ე.წ სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების ბუნდავანი ლეგიტიმურ მიზანზე დაყრდნობით პრაქტიკულად შეაჩეროს ისეთი გრანტების გაცემა, რომელიც ქართული ოცნების ინტერესში არ ჯდება. ამგვარად, გასაჩივრებული ნორმების მოქმედებით შეიქმნება რეალობა, როლის პირობებშიც საქართველოში მხოლოდ ის ორგანიზაციები შეძლებენ საქმიანობის განხორციელებას, რომელიც ივანიშვილის მთავრობის მიერ იქნება მოწონებული. ასეთი სამართლებრივი სივრცე კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების თავისუფლების იდეასთან. გაერთიანების თავისუფლების ფარგლებში მოქალაქების მიერ ძალების გაერთიანება და საწესდებო მიზნების განხორციელება ხშირად ისეთ საქმიანობას მოცავს, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების საქმიანობის ზედამხედველობას, ხელისუფლების საქმიანობის გარშემო საჯარო დისკუსიის წახალისებას, ახალი დემოკრატიული ინიციატივების მხარდაჭერას და არსებული მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს. ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლებაც არ შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას მხოლოდ იმიტომ რომ მისი საქმიანობის შინაარსი ხელისუფლების თუ მასთან დაახლოებული პირებისთვის არ იქნება მისაღები. ამდენად, გასაჩივრებული ნორმებით გაერთიანების თავისუფლებაზე წესდება შინაარსობრივი ფილტრი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად აშკარად მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ამდენად, გასაჩივრებულ ნორმებს არანაირი კავშირი არ აქვს განმარტებით ბარათში დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან, როგორიცაა სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება.

ამას ადასტურებს ის სანქციებიც, რომელსაც სადავო ნორმები მოსარჩელეების წინააღმდეგ ითვალისწინებს. კერძოდ, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ორგმაგი ოდენობით. ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელი და არაპროპორციულია სანქციები, რომელიც ნებისმიერ ორგანიზაციას შეიძლება დაემუქროს. სანქციების ამგვარი ოდენობა მიზნად ისახავს ორგანიზაციების/ინდივიდების იმგვარად დაშინებას, რომ მათ პრაქტიკულად უარი თქვან გრანტის მიღებაზე ან დაჯარიმების შემთხვევაში შეწყვიტონ საქმიანობა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას სადავო ნორმებით გათვალისწინებულ რეპრესიულ ჯარიმების აღსრულების მექანიზმსაც. კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება. აღნიშნული მექანიზმის გამოყენების შემთხვევაშიც ორგანიზაციები იძულებული იქნებიან დე ფაქტო შეაჩერონ საკუთარი საქმიანობა, ვინაიდან მათ ფინანსებზე ამგვარი საპროცესო ღონისძიების გამოყენება შეუძლებელს გახდის საწესდებო მიზნებისთვის ფინანსების მობილიზებას და სათანადოდ გამოყენებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების მიღების კონტექსტი, მათი რეალური მოქმედების ფარგლები და მასში გათვალისწინებული რეპრესიული მექანიზმები ასაბუთებს, რომ სადავო ნორმების ერთადერთი რეალური მიზანი გაერთიანების თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირებაა, რომლის პირობებშიც ვერცერთი ორგანიზაცია ან ინდივიდი ვეღარ შეძლებს გრანტის მიღებას და საქმიანობის გაგრძელებას, რომელიც მოსაწონი არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. ამისგან განსხვავებით, ქართული ოცნება კანონის მიღების მიზნად ასახელებს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, რაც ცალკე აღებული არ შეიძლება იყოს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის საფუძელი. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევისთვის სათანადო ლეგიტიმური მიზანი.

1.3. თანაზომიერების ტესტის სხვა კრიტერიუმები

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, თუ მოსარჩელე დაასაბუთებს, რომ სახეზე არ არის თანაზომიერების ტესტის ერთ-ერთი კრიტერიუმი, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად მიიჩნევა. როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრბეულ ნორმების შემოღებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური მიზანი არ წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის დასაშვებ ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ სასამართლო სუვერენიტეტის დაცვისა და განმრკიცების ინტერესს ლეგიტიმურ მიზნად აღიარებს მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ აკმაყოფილებს არც გამოსადეგობის, აუცილებლობისა და ვიწროდ პოროპორციულობის კრიტერიუმებს.

გასაჩივრებული ნორმებით დგინდება გაერთიანების თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება და მისი ტექნიკური აღსრულების პროცედურები. სადავო ნორმები ივანიშვილის მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას ორგანიზაციებს შეუზღუდოს ისეთი საქმიანობა, რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით, თუმცა თანხვედრაში არ მოდის ქართული ოცნების წარმომადგენლების ხედვებთან. შესაბამისად, სადავო ნორმებით დაწესებული ამგვარი წესი ვერ იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ღირებული საჯარო მიზნის მისაღწევი გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 პრიმა მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტი, მე-6 პრიმა მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-6 ტერცია მუხლის მე-2 პუნქტი და მე-64 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პრიმა მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტის, მე-6 პრიმა მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-6 ტერცია მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-64 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეხუთე პუნქტთან მიმართებით

2.1. უფლებით დაცული სფერო.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ხოლო, ამავე დებულების მე-5 პუნქტი ჩამოთვლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებსს, კერძოდ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმა, „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას.’’[13] მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა თანაბრად შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე პირთა ჯგუფს. ,,სახელმწიფო, იღებს ... ვალდებულებას ერთნაირად უზრუნველყოს პირთა ჯგუფის, თუ ცალკეულ პირთა უფლება, აზრის მათთვის სასურველი ფორმით თავისუფლად გამოხატვაზე.’’[14]

2.2. უფლებაში ჩარევა

მოსარჩელეები, როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირი ორგანიზაციული საქმიანობის ფარგლებში საწესდებო მიზნების მისაღწევად გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად ასევე სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით. როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელეების წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მასთთან აფილირებული მედიების მიერ აქტიურად მიმდინარეობს მადისკრედიტირებელი კამპანია. აღნიშნული კამპანია კი სწორედ იმიტომ ხორციელდება რომ როგორც ქართული ოცნებისთვის, ასევე მასთან აფელირებული მედიებისთვის მიუღებელია ის პოზიციები, რასაც მოსარჩელეები გამოხატავენ გაერთიანების თავისუფლების ფარგლებში საქმიანობისას. ამდენად, სადავო ნორმები გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან გრანტის მიღების პროცედურაში მთავრობის თანხმობის შემოტანა მოსარჩელეს ართმევს როგორც გაერთიანების ფარგლებში საქმიანობის შესაძლებლობას, ასევე იმ იდეების გამოხატვას და მხარდაჭერას, რომლის განსახორციელებლად გარკვეული ფინანსური რესურსია საჭირო.

2.3. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა

წინამდებარე სარჩელში სადავო ნორმების კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მსჯელობისას მოსარჩელემ მიუთითა ყველა ის არგუმენტი, რომელიც სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად აქცევს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებითაც. მოცემულ შემთხვევაში მე-17 მუხლის შეზღუდვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მოტივით ვერ იქნება გამართლებული დამატებით იმ არგუმენტით, რომ მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი არ იცნობს მოცემული უფლების სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის საფუძვლის შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, სახეზეა კონსტიტუციის მე-17 მუხლის დარღვევა, რის გამოც “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 პრიმა მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტი, მე-6 პრიმა მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-6 ტერცია მუხლის მე-2 პუნქტი და მე-64 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე მუხლის პირველ და მეხუთე პუნქტთან მიმართებით.

3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით

3.1. კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პირადი ცხოვრების ცნება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან.[15]

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი სუბიექტს, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ავალდებულებს წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია.ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშა, ანტიკორუცფიულმა ბიურომ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მოსარჩელეს დაავალა ბიუროსთვის 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ინფორმაციის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის გადაცემა, რისი ნახვაც შესაძლებელია სარჩელზე დართულ დანართ 1-ში. ამდენად, სადავო ნორმა ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობას, რის გამოც სადავო ნორმებით ხდება ჩარევა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ძირითად უფლებაში. აღნიშვნის ღირსია, რომ სადავო ნორმები არ ითვალისწინებს რაიმე დიფერენციაციას იმ ჯგუფების პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით, რომლებიც მომეტებულ დაცვას საჭიროებენ, ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მაგალითად, არასრუწლოვანები. აღნიშნული ფაქტორი საქართველოს მომავლის აკადემიასთან მიმართებით განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან მის საქმიანობაში ჩართული ბენეფიციარების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არასრუწლოვანები არიან.

3.2. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა

როგორც უკვე აღინიშნა უფლებაში ჩარევის თითოეული შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს თანაზომიერების ტესტის კრიტერიუმების დაცვით. კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. გასაჩივრებული ნორმები ანტიკორუფციულ ბიუროს მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილებას ანიჭებს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელებისთვის. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის საჭიროება კი საბუთდება სადავო ნორმების განმარტებით ბარათში მითითებული ლეგიტიმური ინტერესით - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მიზნით. მოსარჩელემ სადავო ნორმების კონსტიტუციის 22-ე მუხლთან კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას სათანადოდ დაასაბუთა თუ რატომ არ შეიძლება იყოს ცალკე აღებული სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა რომელიმე უფლების შეზღუდვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მე-15 მუხლის შეზღუდვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მოტივით ვერ იქნება გამართლებული დამატებით იმ არგუმენტით, რომ მე-15 მუხლის პირველი პუნქტი არ იცნობს მოცემული უფლების სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის საფუძვლით შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით.


[1] https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2024/06/28/european-council-conclusions-27-june-2024/

[2] OSCE/ODIHR, Parliamentary Elections 26 Octomber 2024 Final Report, available: https://www.osce.org/files/f/documents/1/6/584029.pdf

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის N2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2.

[4] იქვე, II-5.

[5] იქვე, II-9.

[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.

[7] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW, URGENT OPINION ON THE LAW ON TRANSPARANCY OF FOREIGN INFLUENCE, ხელმისაწვდომია:

[8] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), URGENT OPINION ON THE LAW OF GEORGIA “ON TRANSPARENCY OF FOREIGN INFLUENCE”, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/odihr/569922

[9] https://www.interpressnews.ge/ka/article/795565-mamuka-mdinaraze-dimitri-chikovani-da-aleksandre-zibzibaze-gushin-es-bichebi-raciebit-mozraobdnen-jgupebs-anacilebdnen-da-xalxi-ver-aiqolies-provokaciashi/

[10] https://formulanews.ge/News/110403

[11] https://imedinews.ge/ge/politika/333362/vin-aris-aleqsandre-zibzibadze-vints-aqtsiis-monatsileebs-dzaladobisken-moutsoda

[12] https://www.youtube.com/watch?v=vCGOEbeiIDY&list=PLj4RPJprGmVgkwDTpWpTXBAj4j_DvbFgw&index=6; https://www.youtube.com/watch?v=rPnmFusRd60&list=PLj4RPJprGmVgkwDTpWpTXBAj4j_DvbFgw&index=1; https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1054900009042755;

[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება, II.პ.26;

[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის # 2/2/180-183 გადაწყვეტილება;

[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინება N3/14/1687 გიორგი მიქელაძე საქართვგელოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ, II-6.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ