• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1899
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი გოჩა მახარაშვილი
თარიღი 1 ოქტომბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადება: ,, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი: ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;

● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე გოჩა მახარაშვილი, რომლის წინაღმდეგაც დაიწყო გამარტივებული წარმოება 18.05.2011 წელს. სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2/13328-2010. გოჩა მახარაშვილს დაეკისრა 33 368 ლარის გადახდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ.

● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით

● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სადავო ნორმა ითვალისწინებს აღსრულების შეწყვეტას ხანდაზმულობის საფუძველზე, თუმცა იქვე ჩამოთვლის გამონაკლისებს, როდესაც აღსრულება არ წყდება. ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც აღსრულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაა დაწყებული. ამ შემთხვევაში 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს. აღნიშნული ნორმის „კ) ქვეპუნქტის სიტყვები: „აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.“

შესაბამისად ზემოთხსენებული მუხლის ეს ნაწილი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომლებსაც დავალიანება აქვთ კერძო კომპანიებთან, და პირებს, რომლებსაც აქვთ დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.

სადავო ნორმა კი უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით. შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ძირითად პირნციპთან, კანონის წინაშე თანასწორობის, რომელიც კონსტიტუციის მე-11 მუხლით არის გათვალისწინებული. ზემოთხსენებული პირების მიმართ ხდება არათანაბარი მოპყრობა, რომელსაც არ აქვს დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი.

ამიტომ, გაუქმდეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადება, რომელიც ადგენს გამონაკლის აღსრულების წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, როდესაც წარმოება დაწყებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ