• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1901
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე,
ავტორ(ებ)ი შორენა წიკლაური
თარიღი 1 ოქტომბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანება N21 - ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ”

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების N 21 - ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 წინადადება: “მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს”. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, შორენა წიკლაურის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება და ქონების აუქციონზე გაყიდვა. აღნიშნულს ადასტურებს წინადადება ასრულების შესახებ.

- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით.

- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სადავო ნორმის მოწესრიგებით გამოდის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, არც ნივთის საბაზრო ღირებულებას და არც მესაკუთრის ინტერესებს, არ არის საჭირო ნივთის შეფასება, არამედ საკმარისია დადგინდეს ისეთი ფასი, რომელიც უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვას. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, უძრავი ქონება იყიდება იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. არავინ უარყოფს იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვისთვის, თუმცა ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული, ლახავს მესაკუთრის უფლებას. არსებობს იმის საფუძვლიანი რისკი, რომ მოცემული ნორმა ბოროტად იქნეს გამოყენებული - პირის უძრავი ქონება, რომელიც შეფასებულია 100,000 ლარად, გაიყიდოს 10,000 ლარის ფარგლებში და უძრავი ქონება კრედიტორის შეთახმებით იმ პირის მიმართ იქნეს გასხვისებული, რომელიც შესაძლოა წინმსწრებ შეთანხმებული ყოფილიყო ამ გარემოებასთან დაკავშირებით კრედიტორთან.

კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ფასდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება, თუმცა ის წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას უფლებამოსილი პირის კონსტიტუციურ უფლებებში, რადგანაც უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არ არის მისაღწევი საჯარო მიზნის თანაზომიერი.

სადაო ნორმასთან მიმართებით რელევანტურია მოვიხმოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილებაში „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ N2/2/867 ,28 მაისი 2019. აღნიშნული საქმეში სადაო მოწესირგებას წარმოადგენდა ის, რომ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს. გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, ქონების მესაკუთრის, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესებს შორის, რათა არ მოხდეს არც ერთი მხარის უფლებრივი ინტერესის მომეტებულად შეზღუდვა. „ნულოვანი აუქციონი“ უშვებს ქონების ერთი ფასის მატების ბიჯის ღირებულებად ანუ საბაზრო ფასის 5 პროცენტად რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ ხსენებულ საშუალებას უნდა მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებულია გონივრული მექანიზმები ქონების უკეთეს ფასად რეალიზაციისთვის და ისინი უშედეგო აღმოჩნდა. მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება ნულოვანი აუქციონის ჩატარებას უშვებს იმ პირობებში, როდესაც მანამდე ჩატარებულ 2 აუქციონზე, შესაძლოა, ქონების საწყისი ფასი მის რეალურ ღირებულებაზე მაღალიც კი ყოფილიყო. ხსენებული კი ვერ იქნება მიჩნეული ქონების ადეკვატურ ფასად რეალიზებისათვის გატარებულ გონივრულ ზომად.“ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადაო ნორმა და ახალი რეგულაციის მიხედვით, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულების 5%, რა არსებითად არ განსხვავდება წინად არსებულ რეგულაციისგან. ორივე შემთხვევაში ქონების გასხვისება ხდება მისი საბაზრო ღირებულების 5%-ად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ იქნება მიჩნეული ქონების ადეკვატურ ფასად რეალიზებისათვის გატარებულ გონივრულ ზომად.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ არ ხდის მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობას, არამედ ის არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ამ აუქციონის ჩატარების კონკრეტულ პირობას - ქონების საწყის ფასად მისი საბაზრო ღირებულების 5%-ის განსაზღვრას. აღნიშნული მოწესრიგება არის არაპროპორციული ვინაიდან არ არის დაცული გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, ქონების მესაკუთრის, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესებს შორის.

შესაბამისად, აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ