მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი | 
| ნომერი | N1900 | 
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი თევდორაშვილი, | 
| ავტორ(ებ)ი | მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ | 
| თარიღი | 1 ოქტომბერი 2025 | 
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება | 
|---|---|
| საქართველოს საარჩევნო კოდექსის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილი : 8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც ცნობა მოითხოვება წინასწარ და იგი არის ფასიანი. | საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი: 1.საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. 2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. | 
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, პარტია ,,თავისუფალი საქართველო“, რომელიც მონაწილეობას იღებს 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, აღმოჩნდა აღნიშნული კონსტიტუციური უფლების დარღვევის წინაშე;
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 24-ე მუხლით;
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა ეხება პარტიის მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და პარტიული სიის წარდგენას, რომლის მიხედვითაც პარტიას მოეთხოვება საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა.
აღნიშნული ცნობის მოთხოვნა, პირველ რიგში არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საარჩევნო უფლებას, რადგანაც მის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. შესაბამისად კონსტიტუცია არ ადგენს შეზღუდვას თუ ვინ არ შეიძლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, გარდა მოქალაქისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე ცნობის მოთხოვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
გარდა ამისა, ცნობა მოითხოვება პარტიისგან წინასწარ და იგი არის ფასიანი. პარტიას არჩევნებისათის 1000-ზე მეტი კანდიდატის წარდგენა უწევს. ყოველი კანდიდატისათვის აღნიშნული ცნობის წარდგენა ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს, რაც პარტიას ეკისრება ერთგვარი მოსაკრებლის სახით. აღნიშნულიც კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის ვინაიდან აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება ორივე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომლის კანონით შეზღუდვა დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა
