მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1908 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | მაია ფირანაშვილი |
| თარიღი | 30 ოქტომბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: „არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს: ა) პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის” | 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: „ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.” |
| საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი: „სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია. | 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: „ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.” |
| საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721-ე მუხლის თანახმად, “თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს.” | 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: „ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.” |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ, კერძოდ, მაია ფირანაშვილის მიერ, ვინაიდან მას თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთახრა საქმის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ საქმე არბიტრაჟის განსჯადია.
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურია სადავო ნორმატიული აქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს ეზღუდებათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, თუ მათი საქმეები არის არბიტრაჟის ქვემდებარე.
სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაცულ სიკეთეს, რომლის თანახმადაც: „ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.” ვფიქრობთ, რომ დარღვეულია ადამიანის კონსტიტუციის მეორე თავით დაცული უფლებები, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვა საკუთარი უფლებების დასაცავად, სწორედ აღნიშნულს მიეკუთვნება.
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები პრაქტიკაში არამართლზომიერადაა გამოყენებული სხვადასხვა ორგანიზაციების, ბანკების თუ კომპანიების მიერ. კერძოდ, ჩამოთვლილი დაწესებულებები მხარესთან ხელშეკრულების დადებისას იყენებენ სტანდარტულ პირობებს, რომ საქმეს განხილავს არბიტრაჟი. სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს. აღნიშნული მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ სტანდარტული პირობები წინასწარაა ჩამოყალიბებული და მიმართულია მხოლოდ შემთავაზებლის ინტერესებისკენ, რაც რეალურად მეორე (სუსტ მხარეს) არათანაბარ პირობებში აყენებს. ფიზიკური პირი უამრავი პირობის გაცნობისას კარგად ვერ იაზრებს თუ რას აწერს ხელს და რა პირობებს თანხმდება, ვინაიდან შეუძლებელია პირი გაეცნოს ხელშეკრულების ყველა დეტალს. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად: “ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.” რა საკვირველია, ის სტანდარტული პირობა, რომელიც მხარეს უზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო და საზიანოა, ვინაიდან იზღუდება ადამიანის კონსტიტუციით დაცული უფლებები.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა