სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ავტორი: ა(ა)იპ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac484 |
თარიღი | 16 სექტემბერი 2011 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ( კონსტიტუციური სარჩელი N484) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
სადავო ნორმას წარმოადგენს ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც: ,,თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“) მიმართებით.
ინფორმაცია “სასამართლო მეგობრის” თაობაზე
არასამეწარმეო იურიდიული პირი ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი» არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი»-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართალწარმოება.
ორგანიზაცია დიდი ხანია, აქტიურად არის ჩართული საკონსტიტუციო საქმეთა წარმოებაში, რის შედეგადაც რემდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა.
ორგანიზაციის იურისტების მიერ ხდება საკონსტიტუციო სარჩელების ინიცირება და იმ დაზარალებულთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა, რომელთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი ნორმით დაირღვა.
ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს პროექტს “საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა“, რომელიც სხვა აქტივობებთან ერთად გულისხმობს საკოსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე “სასამართლოს მეგობრის” წერილობითი მოსაზრებების წარდგენას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ორგანიზაციის გამოცდილების, მიმდინარე პროექტის მიზნებისა და სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხის მიმართ ორგანიზაციის დაინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ღირებული იქნება ჩვენს მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრება.
განსახილველი საკითხის მნიშვნელობა
ორგანიზაციის გადაწყვეტილება მოემზადებინა წერილობითი მოსაზრება კონსტიტუციურ სარჩელზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, განაპირობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელობამ. ჩვენი მოსაზრებით აღნიშნული საკითხის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოსთ ჩვენს წერილობით მოსაზრებაში წარმოდგენილი საკითხები.
,,სასამართლოს მეგობარს» მიაჩნია, რომ ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის განხილვა უნდა მოხდეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მოთხოვნებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტების გათვალისწინებით. A ,,სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მიმართულებით გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ სასამართლო ზედამხედველობით.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ,,სასამართლოს მეგობარის" მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრება მნიშვნელოვანია და საკონსტიტუციო სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილებისგამოტანაში.
“სასამართლოს მეგობრის” მიერ განხილული საკითხები:ა.ა.ი.პ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიერ მომზადებულ წერილობითი მოსაზრება მოიცავს შემდეგ საკითხებს: • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა; • სადავოდ გამხდარი დებულების მიმოხილვა; • ევროპის საბჭოს სხვადასხვა წევრი ქვეყნის პრაქტიკა; • დასკვნა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის მართებულობაზე.
პირადი ცხოვრების უფლებას იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად : ,,ყველას აქვს უფლება მოითხოვოს თავისი პირადი და საოჯახო ცხოვრების, სახლისა და მიმოწერის პატივისცემა. საჯარო ხელისუფლება არ ჩაერევა ამ უფლების განხორციელებაში, იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონის შესაბამისად ეს დასაშვებია და როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობის ან სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის». ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად სახელმწიფოს აქვს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება დაიცვას აღნიშნული უფლება. ( Chapman v. UK) პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) ჩარევა გათვალისწინებულია კანონით; ბ) ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს; გ) აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ,,ჩარევა გათვალისწინებულია კანონით”
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, რომ ,,კანონის შესაბამისობა ნიშნავს კანონის ხარისხს (Malone v. UK, Bykov v, Russia)კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ნათელი და ადვილად გასაგები (Rotaru v, Romania Khan v. UK) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნავს, რომ: ,,ინდივიდები და საზოგადოება ვერ ახდენს კომუნიკაციაზე ფარული მიყურადების მონიტორინგს. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შეუზღუდავი სამართლებრივი დისკრეციის მინიჭება კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება. კანონმა საკმარისად ნათლად უნდა განსაზღვროს დისკრეციის ფარგლები და ამ დისკრეციის გამოყენების გზები; გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამოსაყენებელი მიყურადების ღონისძიების ლეგიტიმური მიზანი. ეს ყველაფერი აუციელებელია, რათა ინდივიდი დაცული იქნეს მის უფლებებში თვითნებური ჩარევისგან .” (Malone v. UK, Bykov v, Russia para. 67) კანონში საკმარისად მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა ვითარებაში და რა პირობით შეუძლიათ საჯარო ორგანოებს ფარული მიყურადება, რომელიც საიდუმლო და პოტენციურად საშიში შეჭრაა პირადი ცხვრებისა და კორესპონდენციის პატივისცემის უფლებაში (Bykov v. Russia). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა კანონმდებლობა უნდა იყოს საკმარისად ნათელი, რათა მოქალაქეებს მიეცეთ სათანადო ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში და როგორი პირობებით შეიძლება მოხდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენება. (Kopp v. Shwitzerland) პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით საიდუმლო ღონისძიებების განხორციელების შესახებ ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა მინიმალური გარანტიები, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს კანონმდებლობა რათა არიდებულ იქნეს უფლებამოსილების გადამეტება: 1. დანაშაულთა სახეები, რომლებზეც ნებადართული იქნება პირთა სატელეფონო მოსმენა; 2. პირთა წრე, რომელთაც შეიძლება მოუსმინონ ტელეფონზე; 3. სატელეფონო მოსმენის ხანგრძლივობა; 4. ინფორმაციის შემოწმებისებისა და შენახვის პროცედურა; 5. უსაფრთხოების ზომები, მოპოვებული ინფორმაციის სხვა მხარეთათვის გადაცემისას;
6. გარემოებები, როდესაც ჩანაწერები შეიძლება ან უნდა წაიშალოს ან ფირი განადგურდეს Weber and Saravia v. Germany, para. 95; Iordochi and Others v Moldova ). პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის ნებართვის გამცემი ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი; მასზე უნდა ხორციელდებოდეს სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს კონტროლი (Dumitru Popesku v. Romania) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Iordochi v. Moldova მოლდოვის კანონმდებლობა ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შესახებ გაკრიტიკებული იქნა, რადგან საქმის განხილვის დროს მოლდოვური კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ ითვალისწინებდა შემდეგს: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისას კომუნიკაციის თავისუფლებაში ჩარევა შესაძლებელი იყო 30 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ საჭირო იყო ნებართვის გაგრძელება. გაგრძელება ხდებოდა იმავე საფუძვლით, რითაც თავდაპირველი ნებართვის გაცემა: ანუ დაუყავნებლივი ან ,,post factum” სასამართლო დასტურის შემდეგ. ჩარევა არ შეიძლება გაგრძელებულიყო 6 თვეზე მეტხანს. ზოგადად, ჩარევის ხანგრძლივობა სისხლის სამართლის გამოძიების პერიოდს არ უნდა გასცდენოდა.
აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმით ქართული კანონმდებლობა შორს დგას. აღნიშნული სტანდარტებისგან და არ ითვალისწინებს ვადის გაგრძელებაზე სასამართლოს არავითარ კონტროლს.
ბ) ლეგიტიმური მიზანი -(მაგალითად: დანაშაულის პრევენცია) გ) ,,აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში”
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი უშვებს პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას საიდუმლო მიყურადებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად ეს დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობისთვის. აღნიშნულის შეფასება დამოკიდებულია მიყურადების ღონისძიების ბუნებაზე, ფარგლებზე, ხანგრძლივობაზე, გამოყენების საფუძვლებზე, უფლებამოსულ ორგანოთა ბუნებასა და შესაბამის სამართლებრივ მისაგებელს (Klass v. Germany paras 49-50; Weber and Morvia v. Germany, para 106) სახელმწიფოები სარგებლობენ ფართო დისკრეციით დემოკრატიულ საზოგადოებაში მიყურადების აუცილებლობის არსებობისა და მასშტაბის განსაზღვრისას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს, მართლაც აუცილებელ იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლებაშემზღუდველი ნებართვის გაცემის ზედამხედველობისა და იმპლემენტაციის გამოყენებული პროცედურები(Kvansica v. Slovakia, no. 72094/01) სადაოდ გამხდარი ნორმის განმარტება:
,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-2 პუნქტი: ,,თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.»
მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა, ისევე როგორც ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი მთლიანობაში არ ითვალისწინებს ფარულ მოსმენასთან დაკავშირებიული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ექვს თვემდე გაგრძელების საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობას. ეს კი, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლით დადგენილ სტანდარტებთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით ხელშეუხებელია და აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით და მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ოპერატიული_სამძებრო ღონისძიება ტარდება იმ შემთხვევაში თუ არ არის საკმარისი საფუძვლები წინასწარი გამოძიების დასაწყებად და საჭიროა გადამოწმდეს გარკვეული ინფორმაცია. მე-8 მუხლის I ნაწილის ,,ბ» პუნქტის მიხედვით, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის ძირითადი სამართლებრივი საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ძირითადი პრინციპები განსაზღვრულია კანონში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ. Aაღსანიშნავია, რომ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად აღნიშნული ღონისძიება ემყარება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, იურიდიული პირების უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების პრინციპებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპერატიული_სამძებრო ღონისძიება ტარდება იმ შემთხვევაში თუ არ არის საკმარისი საფუძვლები წინასწარი გამოძიების დასაწყებად და საჭიროა გადამოწმდეს გარკვეული ინფორმაცია. ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: ,,ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშულებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისათვისავ სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით. Uფლებამოსილ პირთა ნუსხა დგინდება უწყებრივი ნორმატიული აქტებით.
ამდენად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს საქართვრლოს კონსტიტუციით გარანტირებულ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშულებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას ტარდება მოსამართლის ბრძანებით, ხოლო სხვა შემთხვევაში არ არის საჭირო მოსამართლის თანხმობა. უნდა აღინიშნოს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შესაძლებელია იყოს ორგვარი: 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც ტარდება მოსამართლის ნებართვით; 2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელსაც არ სჭირდება მოსამართლის თანხმობა. ორივე ტიპის ღონისძიების შემთხვევაში ვადის გაგრძელების მექანიზმი არის ერთგვარი და ის გათვალისწინებულია სადავო ნორმით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება პირველ სტადიაზე ჩატარდეს მოსამართლის ბრძანებით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ ისევ გაგრძელდეს ღონისძიება ისე, რომ ამაზე აღარ იქნება სასამართლოს ბრძანება და აღარ განხორციელდება სასამართლო კონტროლი, აღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს ის გარემოება რომ ,,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს კანონით სასამართლოს ნებართვის გათვალისწინებული ვადის გაგრძელების სხვა და შესაბამისი მექანიზმი არ არსებობს გარდა სადავოდ გამხდარი ნორმისა. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით ასეთი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა არ შეიძლება და ყველა საგამოძიებო მოქმედება, ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სასამართლოს ნებართვის (ან შემდგომი კონსტროლის) პირობებში და დაცვით. Mოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა კი აშკარად ქმნის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება იყოს ყველანაირი კონტროლის გარეშე დატოვილი და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლის სტანდარტებიდან ამოგდებული. ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების პრაქტიკაჩვენს მიერ მომზადებულ წერილობით მოსაზრებაში მიმოხილულ იქნა სადავოდ გამხდარი ნორმა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. AასევეMგანხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და საოჯახო ცხოვრების პატივისცემის უფლება დაAადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ უფლებასთან მიიმართებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ასევე მოძიებულ იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება, რასაც მოკლედ ავსახავთ ჩვენს წერილობითი მოსაზრების აღნიშნულ ქვეთავში. ოპერატიული-სამძებრო საქმიანობა, როგორც ცნობილია, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებულ ღონისძიებებს. Aამ საქმიანობას უცხოეთის ქვეყნებში, ძირითადად, არეგულირებს `სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, “სისხლის სამართლის კოდექსი” ან ზოგან `პოლიციის შესახებ” კანონი. ჩვენს მიერ განხილული ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი) კანონმდებლობა ითვალისწინებს ოპერტიულ-სამძებრო საქმიანობას, რომელიც მრავალ სხვა ღონისძიებასთან ერთად გულისხმობს აგრეთვე:სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენასა და ჩაწერას, ინფორმაციის მოხსნას და ფიქსაციას კავშირგაბმულობის არხიდან, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს, ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერას, კინო და ფოტოგადაღებას, ელექტრონულ თვალყურის დევნებას. იქვე მკაცრადაა განსაზღვრული, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ამგვარი ღონისძიებების ჩატარება (სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, შპიონაჟი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფა, ძალადობა და ა.შ). ბრძანებას ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაზე, ძირითადად, გასცემს მოსამართლე ან ზოგიერთ შემთხვევაში პროკურორი. მაგალითად, გერმანიასა და პოლონეთში ბრძანებას გასცემს მოსამართლე: პოლონეთში პროკურორის, გერმანიაში კი პროკურატურის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. ექსტრემალურ სიტუაციაში მათაც შეუძლიათ ამგვარი ბრძანების გაცემა, მაგრამ პროკურორისა და პროკურატურის მიერ გაცემული ბრძანება ძალადაკარგულად ითვლება, თუკი მათ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიიღეს მოსამართლის თანხმობა. შვედეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბრძანებას გასცემს წინასწარი გამოძიების მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობით, ხოლო საფრანგეთსა და ხორვატიაში გამოძიების მოსამართლე. საფრანგეთში რაიონული პროკურორიც უფლებამოსილია გასცეს ამგვარი ბრძანება. სლოვაკეთში საქმის სასამართლო განხილვამდე ბრძანების გაცემა შეუძლია პროკურორს, განხილვის დაწყების შემდგომ კი მოსამართლეს. ექსტრემალურ სიტუაციაში ისევე, როგორც გერმანიასა და პოლონეთში, პროკურორია უფლებამოსილი ბრძანების გაცემაზე. მცირე განსხვავებაა ესტონეთში, სადაც გამიჯნულია, თუ ვისი ბრძანებაა საჭირო ამა თუ იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისთვის. მაგალითად, ფარული სატელეფონო მოსმენებისა და საფოსტო და ტექნიკური საშუალებებით გადაცემული გზავნილების შემოწმებისთვის საჭიროა წინასწარი გამოძიების მოსამართლის ბრძანება, ვიდეო, კინო და ფოტოგადაღებებისა და მასობრივი მოხმარების ტექნიკური საშუალებებით გადაცემული გზავნილების კონტროლისთვის კი- პროკურორის. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ განხილული არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე ბრძანების გასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის სასამართლოს ნებართვით, ჩასატარებელი ღონისძიებების ვადის ამოწურვის გამო, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადის 6 თვემდე გაგრძელების პროცესს.გარდა ზემოთ აღნიშნულისა საფრანგეთის კანონმდებლობა იცნობს შემდეგ პროცედურასაც. მხარეთა შუამდგომლობის მიუხედავად, გამოძიების დაწყებიდან ორი წლის გასვლისას გამოძიების მოსამართლე ვალდებულია გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება, მიუთითოს წინასწარი გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის მიზეზები და მოახდინოს მისი შემდგომი პერსპექტივის ანალიზი. Aამის შემდეგ ასეთი დადგენილება უნდა გამოიტანოს ყოველ მომდევნო 6 თვეში.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მაგალითით აღნიშნული ვადის გაგრძელების პროცედურა ხორციელდება სასამართლოს უშუალო ზედამზედველობით, განსხვავებით საქართველოს კანონმდებლობისგან, რომელიც სრულიად განსხვავდება ყველა ზემოთ განხილული ქვეყნის კანონმდებლობისგან. არცერთი ქვეყნის მაგალითით არ ხდება ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის სასამართლო კონტროლის გარეშე დატოვება, როგორც ეს სადავოდ გამხდარი დებულებით ხორციელდება.
დასკვნა.
ვფიქრობთ, წარმოდგენილმა წერილობითმა მოსაზრებამ ცხადყო, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ვადის გაგრძელება, მით უმეტეს ისეთი დიდი დროით, როგორც ექვსი თვეა, წარმოადგენს ჩარევას მოქალაქის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. შესაბამისად დაუშვებელია, რომ ეს ჩარევა დარჩეს სასამართლო კონტროლის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარევა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და იქნება არაპროპორციული.
თხოვნა
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 (პრიმა) მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს წერილობით მოსაზრებას N484 კონსტიტუციურ სარჩელზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელი,,სასამართლოს მეგობრის» მოსაზრების მნიშვნელობიდან გამომდინარე საქმეში ჩართოთ მესამე პირის სტატუსით და გამოიძახოთ სასამართლო სხდომაზე.
|