• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
      • 5.02.2025
      • N1851
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის №2/17/1851 განჩინება საქმეზე „მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/16/1851
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 14 ნოემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 24 ნოემბერი 2025 13:56

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ო) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

პ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ჟ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

რ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ს) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ტ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების“ 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

უ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების“ 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების (2025 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1851) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 7 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 14 ნოემბერს.

2. №1851 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ, აგრეთვე №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებათა დებულებების გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული პირადი შემოწმების საფუძველსა და პროცედურას. კერძოდ, ბრალდებული/მსჯავრდებული სრულ პირად შემოწმებას ექვემდებარებოდა, მათ შორის, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში. სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეუხებლად არის გამოცხადებული ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება და განსაზღვრულია აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი.

5. №1851კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ, აგრეთვე №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებათა დებულებების გასაჩივრებული ნორმების ნაწილი განსაზღვრავს, პატიმრის სრული პირადი შემოწმების მიზნით, მისი გაშიშვლების იმგვარ საფუძველსა და წესს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“ დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო დებულებები არ ითვალისწინებს პატიმრის სრული პირადი შემოწმების თაობაზე დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის სახელმძღვანელო მკაფიო კრიტერიუმებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულებას. შედეგად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დასახელებულ დაწესებულებებში დირექტორს ეძლევა შესაძლებლობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების მიზნით, უალტერნატივოდ გამოიყენოს პირის გაშიშვლების ღონისძიება დროის ნებისმიერ ინტერვალში. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილებები განსაზღვრავს იმავე შინაარსის მოწესრიგებას, რომლის მსგავსიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო და, შესაბამისად, არსებობს სადავო ნორმათა ნაწილის განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

6. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, პატიმრის სრული შემოწმების/გაშიშვლების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი სამი კრიტერიუმი გამოყო: (1) ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია; (2) გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და (3) პროპორციულობა. მოსარჩელის მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ეს კრიტერიუმები მხოლოდ №1, №10 და №12 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებით იქნა გათვალისწინებული, ხოლო, სადავო №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 დაწესებულებათა დებულებები კვლავ იმ მოძველებულ წესს იზიარებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

7. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 დაწესებულებათა დებულებების იმ ნორმებს, რომელთა თანახმად, სრული პირადი შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. მოსარჩელის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში სადავო ნორმების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა ადასტურებს, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ხდება პატიმართა სრული გაშიშვლება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მთლიანი გაშიშვლება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოსადეგი საშუალებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ ღონისძიებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფს, შემოწმების მიზნით, პატიმართა სხეულის არა სრული, არამედ შესაბამისი ნაწილების ცალ-ცალკე გაშიშვლება.

8. №1851კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ განსხვავებით გასაჩივრებული ნორმებისგან, №1, №10 და №12 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებით განსაზღვრული წესის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას, ხდება სხეულის შესაბამისი ნაწილების ცალ-ცალკე გაშიშვლება, ხოლო სრული გაშიშვლება - დაუშვებელია. მოსარჩელის აზრით, სხეულის შესაბამისი ნაწილების ცალ-ცალკე გაშიშვლება ნაკლები ინტენსივობით იწვევს დისკომფორტის, სირცხვილისა და დამცირების შეგრძნებას, თუმცა წარმოადგენს ისეთივე ეფექტიანობის მქონე საშუალებას, როგორიც სრული გაშიშვლებით შემოწმებაა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სრული გაშიშვლება პატიმარს უჩენს იმის განცდას, რომ ღონისძიება, დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, მიზნად ისახავს მის დამცირებასა და დაქვემდებარებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს პატიმართა შემოწმების მიზნით, ნაკლებად შეურაცხმყოფელი ფორმით ჩატარების საშუალება, სადავო ნორმებით გათვალისწინებული პირადი შემოწმების მიზნით სრული გაშიშვლების ღონისძიება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1851 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2025 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაურმა, განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე და მოითხოვა №1851 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1851 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1851 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ