• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური წარდგინება
ნომერი N1923
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ევა გოცირიძე,
ავტორ(ებ)ი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
თარიღი 3 დეკემბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი (ადამიანის თავისუფლება დაცულია)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი (ადამიანის თავისუფლება დაცულია)

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;

გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები „თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა [...] უნდა [...] განახლდეს. ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება „საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუქნტის მე-2 წინადადების შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;

დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;

ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;

ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებიდან წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლესთან შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მირზა ფუტკარაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით.

#000117474 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 24 სექტემბერს, 22:40 საათზე, ქ. წალკა 25 მარტის ქუჩაზე #57ა მიმდებარედ, მირზა ფუტკარაძე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და იგინებოდა უმისამართოდ. პოლიციის მხრიდან არაერთი გზის კანონიერ მოთხოვნაზე შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება გახდა უფრო აგრესიული და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით.

სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მირზა ფუტკარაძემ აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და განმარტა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის. არ გააჩნია საცხოვრებელი (ოჯახთან ერთად იმყოფება (შეჭრილია) სხვის საკუთრებაში). მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. მას არ გააჩნია სხვა მუდმივი შემოსავლის წყარო. ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. აღნიშნული განმარტება არ გამხდარა სადავო მხარეებს შორის.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიემართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმისწარმოება უნდა შეჩერდეს იმ გარემოებების გამო, რომლებიც ქვევითაა მოყვანილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმავე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. იმავე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.

სასამართლო თვლის, რომ სახდელის პროპორციულად გამოყენება ინდივიდუალურ საქმესთან მიმართებით უნდა განხორციელდეს ჩადენილი ქმედების პროპორციულად. კერძოდ, სახდელი არამხოლოდ ნორმატიულ დონეზე უნდა იყოს პროპორციული, არამედ სამართლებრივი ჩარჩო უნდა იძლეოდეს ნორმატიულად განსაზღვრული სანქციის ინდივიდუალიზმის შესაძლებლობას, რათა დანიშნული სასჯელი არ იყოს არაპროპორციული და უთანასწორო. აღნიშნული როგორც წესი მიიღწევა სახდელების ზედა-ქვედა ზღვრით, სახდელების სახეებს შორის არჩევანის შესაძლებლობით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში სახდელის ინდივიდუალიზაცია და კონსტიტუციის შესაბამისად დანიშვნას, შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ გამოსაყენებელი კონსტიტუციურ წარდგინებაში იდენტიფიცირებული ნორმები. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შენიშვნების მე-4 ნაწილები.

პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ვინაიდან მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველ ნაწილს და 173-ე მუხლის პირველ ნაწილს, ზემოაღნიშნული ციტირებული დებულებიდან გამომდინარე სასჯელი უნდა განისაზღვროს 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან უფრო მძიმე სანქციას სწორედ ეს ნორმა ითვალისწინებს. სხვაგვარად, სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში სასამართლოს მოუწევს პირს დააკისროს ჯარიმა 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს #1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ინფორმაციით სასამართლო დარწმუნდა, რომ თუ პირი ცნობილ იქნება სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და დაეკისრება მინიმალური ჯარიმაც კი, 2000 ლარი, პირი რეალურად ვერ შეძლებს მის გადახდას. შესაბამისად და არსებითად ეზრდება 166-ე, ისევე როგორც 173 მუხლების, შენიშვნების მე-4 ნაწილების რისკი. კერძოდ, სამართალდარღვევად ცნობის შემთხვევაში, მინიმალური სახდელის გამოყენების შემთხვევაშიც კი პირი დადგება მინიმუმ 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საფრთხის წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ მას სოციალური მდგომარეობა არ მისცემს ჯარიმის გადახდის შესაძლებლობას.

სადავო ნორმებიდან გამომდინარე, თუ პირი სამართალდამრღვევად იქნება ცნობილი 166-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 173 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, დაეკისრა ჯარიმა, მაგრამ მას ჯარიმა, რომელიც მას „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია“ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სავალდებულოდ უნდა იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა როგორც 166-ე მუხლის ისე 173-ე მუხლის ყველაზე მძიმე შემადგენლობების (შესაბამისად, მე-2 და მე-3 ნაწილების) არანაკლებ ნახევრის ოდენობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით „ზოგადად, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევა კანონმდებლის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. ამავე დროს, დიდია მისი მიხედულების ფარგლები ამა თუ იმ ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების განსაზღვრისას. კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში რთული, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელია სამართალდარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, ზუსტად განისაზღვროს მათი სიმძიმის ხარისხი. ასევე შეუძლებელია, სამართალდარღვევების მათი სიმძიმის მიხედვით ზუსტი რანგირება. ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა ნაკარნახევია საზოგადოებაში ამა თუ იმ ქცევის კორექციის საჭიროებით. შესაბამისად, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩადენილი ქმედების სიხშირის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ესა თუ ის ქმედება წარმოადგენდეს მძიმე სამართალდარღვევას, სხვა პირობებში კი მისი დევნა ნაკლებად რელევანტური იყოს. შესაბამისად, კანონმდებელი განსაზღვრავს ქმედების საშიშროების ხარისხს და ადგენს შესაბამის სანქციებს. ამავე დროს, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ამა თუ იმ ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციის მოცულობა მიუთითებს მისი საზოგადოებრივი საშიშროების და გასაკიცხაობის ხარისხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართალურთიერთობის მიზნებისათვის სამართალდარღვევის სიმძიმე უნდა განისაზღვროს შესაბამისი ქმედებისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომით. კერძოდ, პასუხისმგებლობის სიმკაცრე პირდაპირ არის დაკავშირებული ქმედების უმართლობის, გასაკიცხაობის ხარისხთან და საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პასუხისმგებლობის ზომა არის ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების პროპორციული.“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლების შენიშვნების მე-4 ნაწილების არსებული ფორმით მოქმედების პირობებში, იდენტიფიცირებული მუხლების პირველი ნაწილებით სამართალდარღვევად ცნობის და ჯარიმის გამოყენების შემთხევაში, სასამართლო შეცვლის პირის სამართლებრივ სტატუსს ნორმატიულ დონეზე. კერძოდ, ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ვერ შეძლებს მის გადახდას და რის გამოც, შენიშვნების მე-4 ნაწილები ნორმატიულ დონეზე შეცვლის პირის სამართლებრივ სტატუსს, რომელშიც, მისი გამეორებით ჩადენილი ქმედება განსაკუთრებული სიმკაცრით დაისჯება, ფაქტობრივად, არსებითად შეიკვეცება, სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა. ირიბად, ნორმატიულ დონეზე იცვლება პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ იგი ვერ შეძლებს შესაძლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდას. (სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენას, არეგულირებს და მძიმე სანქციებს განსაზღვრავს 166-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 173-ე მუხლის მე-3 ნაწილები, შენიშვნის ნორმატიული დათქმები, სახდელს ამძიმებს მხოლოდ და მხოლოდ, ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტიდან გამომდინარე). შესაბამისად, სასამართლოს უკვე უწევს იმის შეფასება თუ რა რეალური სამართლებრივი მოცემულობა (საფრთხე) დადგება უფრო მსუბუქი სახის სახდელის დანიშვნისას.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “...…სასჯელი და ზოგადად პასუხისმგებლობა ასცდება მათსავე მიზნებს და გადაიქცევა პოტენციური შურისძიების იარაღად. შედეგად, სამართალი და კანონი დაკარგავს თავის ძირითად ფუნქციას. კანონი სამართლიანობისა და წესრიგისთვის არის საჭირო და, თუკი ის გადაიქცევა ხელისუფლების ინსტრუმენტად ადამიანებით მანიპულირებისათვის, კანონი თავად გახდება იმ პრობლემების მთავარი წყარო, რომელთა თავიდან აცილებისა თუ აღმოფხვრისთვისაც ის არის საჭირო” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღდმეგ“, II- 51).

ცნობლია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ცნობილია, რომ პირი მისი ფინანასური/სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, მის მიმართ მომავალში პოტენციურად (რეალურად, უტყუარად) დგება დასჯის უფრო მკაცრი მექანიზმი, ვიდრე იმ პირისა რომელსაც შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა. მაშინ როდესაც, სასამართლოს არ აქვს უფლება შეფასება მისცეს საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და ასევე არსებულ საფრთხეებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლების შენიშვნების მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე.

ასევე შესაძლებელი ხდება, რომ პირისთვის შესაბამისი საფუძვლებით (მაღალი საფრთხე) სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება საბოლოო ჯამში უფრო მსუბუქი სახის სახდელი გამოვიდეს, ვიდრე სხვა პირის მიმართ ვისგანაც ამგვარი საფუძველი არ არსებობს. მაგალითად, ერთ შემთხვევაში (მაღალი საფრთხე) - პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით, განმეორებით 10 დღის ვადით - სულ 15 დღე. ხოლო სხვა შემთხვევაში (დაბალი საფრთხე) - პირველ ჯერზე, ჯარიმა 2000 ლარი (ვერ გადაიხადა), განმეორებით პატიმრობა მინიმუმ 30 დღის ვადით. აღნიშნულით ვეღარ გამოირიცხება თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება, რადგან როგორც ცნობილია, ინდივიდის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება თვითნებურად იზღუდება მაშინ, როდესაც პირი თავისუფლების აღკვეთის/საპატიმრო დაწესებულებაში განაგრძობს ყოფნას იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობს თავად თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი, საგამონაკლისო საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ 166-ე მუხლის მე-2, ისევე როგორც 173-ე მუხლის მე-3 ნაწილები, უკვე ამძიმებს პასუხისმგებლობას სახდელდადებული პირის მიერ შესაბამისი ქმედების განმეორებითისთვის. კერძოდ, პირის ნეგატიურ სამართლებრივ მდგომარეობას აყალიბებს მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისმა პირმა დაკისრებული ჯარიმა ვერ გადაიხადა და ეს სამართლებრივი პრობლემა სწორედ გასაჩივრებული გამოსაყენებელი ნორმებიდან მომდინარეობს. სხვაგვარად, მითითებული ნორმები არსებითად ცვლის, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირების სამართლებრივ მდგომარეობას, როგორც დისკრიმინაციული ისე აშკარად არაპროპორციული და არაკონსტიტუციური სასჯელის გამოყენების რისკების თვალსაზრისით.

სასამართლო ასევე თვლის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლების შენიშვნების მე-4 ნაწილების დანაწესი ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.

აქვე უნდა აღინიშნოს ბუნდოვანება, რომელიც დაკავშირებულია სიტყვებთან „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია“, ჯარიმის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების წესით, ან დაიწყოს აღსრულება. ეს ყოველივე არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმა და ბუნდოვანია, რა შეიძლება ჩაითვალოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადახდად, და რატომ არ ექცევა მასში იძულებითი აღსრულების წესის გამოყენება, ან საერთოდ ექცევა თუ არა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გარკვეულ შემთხვევაში, თავად პირთა შორის არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, თანაბარი მოთხოვნის დაწესება განაპირობებდეს უსამართლო, დისკრიმინაციული რეჟიმის შექმნას. სწორედ ამგვარი შემთხვევების თანასწორობის უფლების სფეროში მოქცევას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, დისკრიმინაციად მიიჩნევა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის დაწესება, სათანადო გამართლების გარეშე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64-70).

უფრო მეტიც, სასამართლო იზიარებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარიმის ვერ გადახდის გამო, როდესაც წინასწარ ცნობილია საპატიო მიზეზები თუ რატომ ვერ ხდება ჯარიმის გადახდა (გადახდისუუნარობა), სავალდებულო პატიმრობა წარმოადგენს შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტის მიმართებით. შესაბამისად, სასამართლოს არ ეძლევა საშუალება რეალურად შეაფასოს ვითარება, რადგან არსებულ პირობებში სასამართლოს მიერ დანიშნულმა უფრო მსუბუქმა (სამართლიანი და ჰუმანური) სახდელმა შესაძლოა უფრო მძიმე პირობებში ამყოფოს სამართალდამრღვევი.

შესაბამისად, მიმაჩნია რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის შენიშვნების მე-4 ნაწილები არღვევს პირის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველ პუნქტით და მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. კერძოდ, მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელობის გამო მინიმუმ 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების სავალდებულოობა არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზნებისთვის, ისევე როგორც პირის ამგვარ ნორმატიულ მდგომარეობაში ჩაყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, კერძოდ, არსებითად არაერთგვაროვან ვითარებაში მყოფი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა, ასევე, შესაძლოდ სახდელდადებული პირის იმგვარ ნორმატიულ რეალობაში ჩაყენება, რომელში არსებითად შეეზღუდება სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევა, როცა ფინანსური/სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის დაცული ადამიანის თავისუფლება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტის - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება”- იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო განმეორებით ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულო გამოყენებას.

ასევე, უნდა მიემართოს კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტის - ,,თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება”- იმ ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო განმეორებით ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულო გამოყენებას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ