მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1924 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
| ავტორ(ებ)ი | მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე |
| თარიღი | 4 დეკემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ პირველი მუხლის - „ სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) პირის შესვლისას, სასამართლოს მანდატურმა ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა), ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას მათი შეტანა და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. | საქარველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი - „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“ |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ პირველი მუხლის - „ სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) პირის შესვლისას, სასამართლოს მანდატურმა ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა), ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას მათი შეტანა და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. | საქარველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება - „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ მე-3 მუხლის - „ სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. | საქარველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი - „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“ |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ მე-3 მუხლის - „ სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. | საქარველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება - „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
მე, მუხრან ღურწკაია არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი სიითი ნომრით 1959. 2005 წლიდან დღემდე უწყვეტად ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.
მე, მერაბ მამულაძე არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი სიითი ნომრით 3711. 2007 წლიდან დღემდე უწყვეტად ვეწევი საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.
მე, იმედა ქარქაშაძე არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი სიითი ნომრით 1260. 2003 წლიდან დღემდე უწყვეტად ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.
მე, გიორგი მახარაძე არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი სიითი ნომრით 6033. 2012 წლიდან დღემდე უწყვეტად ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
მე, ნათია ჯანელიძე ვარ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი საერთო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი სიითი ნომრით 8390. 2018 წლიდან დღემდე უწყვეტად ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“-ს პირველი და მე-3 მუხლებით სასამართლოს მანდატურებს მიენიჭათ უფლებამოსილება:
- (პირველი მუხლი) სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს;
- (მესამე მუხლი) სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.
2025 წლის 19 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „სასამართლო სხდომათა დარბაზში მობილურების შეტანის აკრძალვა ეხება თუ არა ჟურნალისტებს, პროკურორებს, ადვოკატებს, დამსწრეებს?“ უპასუხა - „რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას“. კითხვა: „ეს [აკრძალვა] შეეხება ლეპტოპებსაც, მობილურ ტელეფონებსაც..?“ პასუხი: „ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებას, რომლითაც შეიძლება ჩანაწერი განხორციელდეს.“
ასევე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით, რომლითაც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უთითებდა, რომ არსებული შეზღუდვა არ გავრცელდებოდა ადვოკატებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა - „არ ვიცი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. იმან [საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ] რატომ დაამშვიდა [ადვოკატები] არ ვიცი და რატომ განმარტავს კანონმდებლობას ასე“.
ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ სასამართლო სხდომის დარბაზებში, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში უკვე მოწყობილია შემნახველი ყუთები.
გასაჩივრებული დადგენილების ნორმატიული შინაარსიდან და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინტერვიუდან იკვეთება გარემოება, რომ სასამართლოების ადმინისტრაციულ შენობებსა და ეზოს ტერიტორიაზე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები ვეღარ შევძლებთ ისეთი ტექნიკური საშუალებების (გარდა ტელეფონებისა) შეტანას, რომლებსაც გააჩნიათ ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერის ფუნქცია, ხოლო უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის.
შესაბამისად, უდავოა, რომ გასაჩივრებული დადგენილების ნორმატიული შინაარსი პირდაპირ და უშუალო ზიანს გვაყენებს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატებს, რადგან აღნიშნული აკრძალვით არსებითად ზიანდება ჩვენი პროფესიული საქმიანობა და ადამიანის უფლებები.
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, რადგან გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი პირდაპირ გვეხება და უშუალო ზიანს გვაყენებს მოსარჩელეებს - ადვოკატებს .
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით.
- სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული შრომის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსეულ ყოფასთან. როგორც წესი, მისი განხორციელება ასოცირდება და უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა დაუშვებელია, შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული. შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითრების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის.“[1]
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებით, საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, რაც გულისხმობს ადვოკატის უფლებას, გაწევრიანდეს მისთვის სასურველ ასოციაციაში და ადვოკატთა უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას, რაც მოიაზრებს ადვოკატის საქმიანობისთვის არასათანადო ბარიერების დაწესების აკრძალვას.“[2]
„29. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული კონსტიტუციური დებულებით - ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების დანაწესით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მას, როგორც სამართლის მაძიებელი პირის კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად.
30. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის საქმიანობის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, პრინციპულად არასწორი იქნებოდა, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების ნაწილში, მხოლოდ სუბიექტურ კონსტიტუციურ უფლებაზე ყურადღების გამახვილება. ბუნებრივია, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა და, აქედან გამომდინარე, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღჭურვა როგორც მისი ინდივიდუალური უფლებების, ისე კლიენტის ინტერესების ეფექტურად დაცვას და რეალიზაციას ემსახურება, თუმცა ხსენებული გარანტიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთრივ მართლმსაჯულების სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. ადვოკატის ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მართლმსაჯულების ხარისხს და მისდამი საზოგადოების ნდობას.“[3]
მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი მიემართება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს, ისე 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებას.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 2 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა შემდეგი:
131 მუხლის მე-2 პუნქტი: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“-ს პირველი და მე-3 მუხლებით სასამართლოს მანდატურებს მიენიჭათ უფლებამოსილება:
- (პირველი მუხლი) სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს;
- (მესამე მუხლი) სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.
იქამდე, სანამ უშუალოდ ადვოკატისთვის დაწესებული ზემოაღნიშნული აკრძალვის არაკონსტიტუციურობას შევეხებით, მივუთითებთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოში მედია საშუალებების დაშვება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან მართლმსაჯულების გამჭირვალობა პირდაპირპროპორციულად აისახება მართლმსაჯულების სანდოობასა და ხარისხზე. სასამართლო სხდომების ღიაობა, მით უფრო ისეთი ქვეყნებში, სადაც დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება, არის მართლმსაჯულების სანდოობისა და ხარისხის აუცილებელი კომპონენტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეები არ წარმოვადგენთ მედია საშუალებებს, წარმოდგენილი სარჩელით აღნიშნულ საკითხზე დამატებით არ ვისაუბრებთ.
რაც შეეხება უშუალოდ ადვოკატებისთვის დაწესებულ აკრძალვას, მივუთითებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში დაწესებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ ფორმალურადაა მითითებული სასამართლოში წესრიგის დაცვისა და უკანონო გადაღების პრევენცია, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი არის აშკარად არაპროპორციული და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციისა და საკონკსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ თანაზომიერების ტესტს.
ზოგადად, ტელეფონი და სხვა ტექნიკური საშუალება სხვადასხვა პირისთვის შესაძლებელია გამოიყენებოდეს სხვადასხვა მიზნობრიობით. ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ტელეფონმა და სხვა ტექნიკურმა საშუალებებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულებასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიძინეს პროფესიული დანიშნულებაც და სხვადასხვა პროფესიულ წრეებში წარმოადგენენ პროფესიული საქმიანობის აუცილებელ ატრიბუტს. ადვოკატებისთვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები (მობილური ტელეფონები, პლანშეტები) არ წარმოადგენს მხოლოდ გადამღებ მოწყობილობას. ეს არის პროფესიული კომუნიკაციის, იურიდიული ინფორმაციის (საკანონმდებლო ბაზები, პრაქტიკა, დოკუმენტაცია) ხელმისაწვდომობისა და საორგანიზაციო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ამ საშუალებების სასამართლო ეზოში, სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასა და სასამართლო სხდომის დარბაზებში სრულად ჩამორთმევა ადვოკატს უქმნის შემაფერხებელ გარემოებას საქმის წარმოებისას, რაც პირდაპირ აისახება როგორც ადვოკატის პროფესიულ განვითარებაზე, ასევე მის მიერ განხორციელებული დაცვის ხარისხზე. დაახლოებით 10 წელზე მეტია, რაც ადვოკატებს შეუზღუდავად ჰქონდათ სასამართლო სხდომის დარბაზებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების უფლება და შესაძლებლობა, თუმცა ამ დროის მანძილზე ადვოკატების მხრიდან მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებას არ შეუქმნიათ საფრთხე მართლმსაჯულების განხორცილებისთვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან უკანონო გადაღების რისკი არ შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ ადვოკატი, როგორც სამართალწარმოების პროფესიული და აუცილებელი მონაწილე, გაუთანაბრდეს რიგით დამკვირვებელს. ადვოკატს, პროფესიული სტატუსის გამო, უნდა ჰქონდეს პროცესის ეფექტურად წარმართვის ფაქტობრივი შესაძლებლობა.
არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ პირველი მუხლის - „ სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) პირის შესვლისას, სასამართლოს მანდატურმა ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა), ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას მათი შეტანა და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით.
აღნიშნულ ნაწილში კიდევ ერთხელ მივუთითებთ თანაზმომიერების ტესტის დარღვევაზე და აღვნიშნავთ შემდეგს:
ლეგიტიმური საჯარო მიზანი:
ზოგადად, აღვნიშნავთ, რომ სასამართლოში წესრიგის დაცვა, უკანონო გადაღების პრევენცია და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა ნამდვილად შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულების ხარისხისა და სანდობიის უმნიშვმნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს მართლმსაჯულების საჯაროობა, არ შეიძლება მედია საშუალებების მხრიდან სასამართლოს ეზოსა და სასამართლოს დერეფნებში განხორციელებული პროცესის ვიდეო და აუდიო ფორმით გაშუქების აკრძალვა ჩაითვალოს ლეგიტიმურ მიზნად. ჩვენ მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი მიღებულია იმ მიზნით, რომ მედია საშუალებებს შეეზღუდოთ სასამართლოს ეზოებს, სასამართლოს დერეფნებსა და სასამართლოს სხდომებზე მიმდინარე პროცესების გაშუქება, რაც საფუძველშივე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსს არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემული სადავო ნორმატიული შინაარსი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს ეზოსა და სასამართლოს შენობაში (და არა სხდომის დარბაზებში) ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) აკრძალვის საკითხს. თეორიულადაც კი გაუგებარია რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს იმ ფაქტმა, რომ სასამართლოს ეზოში ან დერეფნებში ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ჟირნალისტს და განსაკუთრებით ადვოკატს, ჰქონდეს ტექნიკური მოწყობილობა. ბუნებრივია, მოცემულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანზე მითითება არის არაკონსტიტუციური, თუმცა ლეგიტიმური საჯარო მიზანი თეორიულად მაინც რომც არსებობდეს, მიღწევის გზა, კერძოდ, ტექნიკური საშუალებების სრული აკრძალვის ფორმა, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ტესტებს, შესაბამისად, იგი არის არაკონსტიტუციური.
გამოსადეგობა:
ფორმალური გაგებით თუ ჩავთვლით რომ ლეგიტიმური საჯარო მიზანი სახეზე გვაქვს, ფორმალურად გამოსადეგობის ტესტს გადალახავს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსები.
აუცილებლობა:
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმატიულ შინაარსს ლეგიტიმური საჯარო მიზანი არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში ნებისმიერი პირის და მათ შორის, ჟურნალისტის და განსაკუთრებით ადვოკატის მხრიდან ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) ქონამ. თუმცა იმ პირობებშიც კი თუ დავუშვებთ, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზანი კონსტიტუციასთან შესაბამისია, სასამართლო წესრიგის დაცვისთვის არსებობს ბევრად ნაკლებად შემზღუდავი და მაინც ეფექტიანი ალტერნატივები, ვიდრე ადვოკატის სრული განიარაღება, მაგ. სანქციის რეჟიმის შემოღება, რომლის მიხედვითაც უკანონო გადაღების ან აუდიოჩაწერის ფაქტზე დაწესდება პასუხისმგებლობა. აღნიშნული გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე პრევენციული ტოტალური აკრძალვა. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადვოკატი მართლმსაჯულების პროცესში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რგოლს და მისთვის ზემოაღნიშნული ტექნიკური საშუალებების შეზღუდვის გზით იზღუდება არა მარტო მისი პროფესიული საქმიანობის გარემო, არამედ არსებითად ზიანი ადგება მის პროფესიულ ავტორიტეტსა და ზოგადად ადამიანის უფლებებს. ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ ტელეფონს გააჩნია ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის ფუნქცია. შესაბამისად, თუ თეორიულად მაინც დავუშვებთ, რომ მართლმსაჯულებას რაიმე ფორმით ხელი ეშლება იმით, რომ ხდება ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში, მაშინ ლოგიკას მოკლებულია მოცემულობა, რომ სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში პირს ჰქონდეს მობილური ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც, ასევე აღჭურვილია ჩაწერისა და გადაღების ფუნქციით და არ ჰქონდეს სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური საშუალებების გამოყენების უფლება.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს აუცილებლობის ტესტს.
ვიწრო გაგებით პროპორციულობა:
გამომდინარე იქიდან, აკრძალვით მიღებული თეორიული სარგებელი (თეორიული პრევენცია) უმნიშვნელოა იმ ზიანთან შედარებით, რომელიც ადვოკატის პროფესიულ ფუნქციას ადგება, კერძოდ, არსებული სადავო ნორმატიული შინაარსის პირობებში ადვოკატს ეკარგება წვდომა სასიცოცხლო იურიდიულ რესურსებზე, დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად უწყდება კავშირი კლიენტთან და ოფისთან საქმის განხილვისას. ეს წარმოადგენს დაცვის უფლების ხელყოფას და ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შელახვას. სახელმწიფო არსებული ბარიერების შემოღებით უხეშად ერევა და ხელყოფს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში, რითაც არსებითად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებას.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს ვიწრო პროპორციულობის ტესტს.
არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების №76 „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართის - „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი“ მე-3 მუხლის - „ სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“-ს წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებასთან მიმართებით.
აღნიშნულ ნაწილში კიდევ ერთხელ მივუთითებთ თანაზმომიერების ტესტის დარღვევაზე და აღვნიშნავთ შემდეგს:
ლეგიტიმური საჯარო მიზანი:
ზოგადად აღვნიშნავთ, რომ სასამართლოში წესრიგის დაცვა, უკანონო გადაღების პრევენცია და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა ნამდვილად შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულების ხარისხისა და სანდობიის უმნიშვმნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს მართლმსაჯულების საჯაროობა, არ შეიძლება მედია საშუალებების მხრიდან წინასწარი ნებართვის საფუძველზე განხორციელებული პროცესის ვიდეო და აუდიო ფორმით გაშუქების აკრძალვა ჩაითვალოს ლეგიტიმურ მიზნად. ჩვენ მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი მიღებულია იმ მიზნით, რომ მედია საშუალებებს შეეზღუდოთ სასამართლო ეზოში, სასამართლოს დერეფნებსა და სასამართლოს სხდომებზე მიმდინარე პროცესების გაშუქება, რაც საფუძველშივე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსს არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. თუმცა ლეგიტიმური საჯარო მიზანი თეორიულად მაინც რომ არსებობდეს, მიღწევის გზა, კერძოდ, ტექნიკური საშუალებების სრული აკრძალვის ფორმა, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ტესტებს, შესაბამისად, იგი არის არაკონსტიტუციური.
გამოსადეგობა:
ფორმალური გაგებით თუ ჩავთვლით რომ ლეგიტიმური საჯარო მიზანი სახეზე გვაქვს, ფორმალურად გამოსადეგობის ტესტს გადალახავს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსები.
აუცილებლობა:
უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმატიული აქტებების მიღებამდე ისედაც არსებობდა საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ნებისმიერ პირს და მთ შორის, ადვოკატს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლო სხდომის დარბაზში ჰქონოდა ტექნიკური მოწყობილობა, მაგრამ ეკისრებოდა კონკრეტული ფუნქციების (კამერა/მიკროფონი) გათიშვის ვალდებულება, აღნიშნულის კონტროლი კი მანდატურის სამსახურს შეეძლო. ამ პირობებში, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზანი კონსტიტუციასთან შესაბამისია, სასამართლო წესრიგის დაცვისთვის არსებობს ბევრად ნაკლებად შემზღუდავი და მაინც ეფექტიანი ალტერნატივები, ვიდრე ადვოკატის სრული განიარაღება. სადავო ნორმატიული აქტი ვერ პასუხობს და ვერ უპასუხებს კითხვაზე თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს თუნდაც არაკონსტიტუციური საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლში მითითებული სანქციების გამოყენება, კერძოდ, ადვოკატისთვის ჯარიმის დაკისრება, დარბაზიდან გაძევება ან/და დაპატიმრება. მიგვაჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო დათქმა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე პრევენციული ტოტალური აკრძალვა. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადვოკატი მართლმსაჯულების პროცესში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რგოლს და მისთვის ზემოაღნიშნული ტექნიკური საშუალებების შეზღუდვის გზით იზღუდება არა მარტო მისი პროფესიული საქმიანობის გარემო, არამედ არსებითად ზიანი ადგება მის პროფესიულ ავტორიტეტსა და ზოგადად ადამიანის უფლებებს.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს აუცილებლობის ტესტს.
ვიწრო გაგებით პროპორციულობა:
გამომდინარე იქიდან, აკრძალვით მიღებული თეორიული სარგებელი (თეორიული პრევენცია) უმნიშვნელოა იმ ზიანთან შედარებით, რომელიც ადვოკატის პროფესიულ ფუნქციას ადგება, კერძოდ, არსებული სადავო ნორმატიული შინაარსის პირობებში ადვოკატს ეკარგება წვდომა სასიცოცხლო იურიდიულ რესურსებზე, დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად უწყდება კავშირი კლიენტთან და ოფისთან საქმის განხილვისას. ეს წარმოადგენს დაცვის უფლების ხელყოფას და ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შელახვას. სახელმწიფო არსებული ბარიერების შემოღებით უხეშად ერევა და ხელყოფს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში, რითაც არსებითად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებას.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი ვერ პასუხობს ვიწრო პროპორციულობის ტესტს.
გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, ზემოაღნიშნული სადავო ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. სადავო ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება ადვოკატის სტატუსის დამცავ საერთაშორისო სტანდარტებს:
- გაეროს ადვოკატთა როლის ძირითადი პრინციპები (16, 20): პრინციპი 16 - მოითხოვს, რომ ადვოკატები იმოქმედონ "შეფერხების, შევიწროების ან არასათანადო ჩარევის გარეშე". პრინციპი 20 - კი უზრუნველყოფს ადვოკატისათვის "შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების" ხელმისაწვდომობას. მოწყობილობის ჩამორთმევა არის პირდაპირი შეფერხება და შეუძლებელს ხდის ელექტრონულ დოკუმენტებზე სწრაფ წვდომას.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (E.C.H.R.) პრაქტიკა: E.C.H.R. მე-6 მუხლთან დაკავშირებით ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოითხოვს, რომ ადვოკატს შეეძლოს საქმის წარმოება "პროფესიული საქმინობის სათანადო პირობებში". ადვოკატისათვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების აკრძალვა, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობის ნაწილია, ეჭვქვეშ აყენებს საქმის წარმოების სათანადო პირობებს, რაც საბოლოოდ დაცვის უფლების დარღვევამდე მიდის.
ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი არ მოქმედებს დემოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე სახელმწიფოებში, უფრო მეტიც, მსგავსი სახის სრული აკრძალვა არ მოქმედებს რუსეთის ფედერაციაშიც კი, არა თუ ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
[1] საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/10/1490 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის N1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა