• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ედუარდ პერიხანოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1933
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - მანანა კობახიძე,
ავტორ(ებ)ი ედუარდ პერიხანოვი
თარიღი 29 დეკემბერი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნომრატიული შინაარსი რომელიც მიხედვითაც, კონსტიტუციით და სსსკ 112.5-ე მუხლით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმებისთვის სასამართლოსადმი მიმართვის დრო 24 სთ გაზრდილია 25 სთ-მდე.

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები 1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. 2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.''

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე, მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებით

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) კანონის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. იერარქიაში არ არსებობს ზემდგომი ნორმატიული აქტი რომელიც სადავო საკითხს შეეხება და შესაბამისად, შესაძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.

სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები რაც სარჩელში მითითებული დასაბუთების და ნორმების საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღების საფუძველი და წინაპირობაა.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

ფაქტების აღწერა:

05.09.2025წ. გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში, მოსამართლის ნებართვის გარეშე, შსს საპატრულო პოლიციის თანამშორომლებმა 17:15 საათიდან 17:58 საათამდე დროის მონაკვეთში ქ თბილისში ჩაატარეს ედუარდ პერიხანოვის პირადი ჩხრეკა რა დროსაც მისგან ამოიღეს უკანონო ნივთი, ნარკოტიკული საშუალება და დააკავეს. კონსტიტუციური უფლების შეზრუდვიდან 24 საათი 06.09.2025წ 17:15 სთ-ზე გავიდა.

პროკურორმა, პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.09.2025წ. 17:51 სთ-ზე მიმართა. უფლების შეზღუდვიდან 24 საათის გასვლის შემდეგ (24 საათის 36 წუთის გასვლის შემდეგ.)

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 07.09.2025წ განჩინებით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ვინაიდან დარღვეული იყო სასამართლოსთვის მიმართვის გათვალისწინებული 24 საათიანი ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება, პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა.

11.09.2025წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა პროკურორის საჩივარი დააკმაყოფილა და პირადი ჩხრეკა ცნო კანონიერად. სადავო ნორმის საფუძველზე სსსკ 86-ე მუხლის შესაბამისად: მუხლი 86. საპროცესო ვადების გამოთვლის წესი 1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ჩხრეკის კანონიერების შემოწმების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა უნდა ათვლილიყო არა 05.09.2025წ 17:15 საათიდან როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გააკეთა არამედ, 05.09.2025წ. 18:00 საათიდან, შესაბმისად, სასამართლოსთვის მიმართვის ვადა 06.09.2025წ. 18:00 სთ-ზე იწურებოდა. სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკით რომელიც სადავო ნორმას ეფუძნება სისხლის მართლმსაჯულებაში გაჩნდა კონსტიტუციურად დაუშვებელი „დამატებითი საათი“.

საჩივრის ავტორი პროკურორი, ითხოვდა, რომ 24 საათიან სასამართლოსთვის მიმართვის ვადას უნდა დამატებოდა +1 საათი რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ბუნდოვანებები შეიძლება წარმოქმნას სადავო ნორმამ და დაარღვიოს კონსტიტუციით რეგულირებული უფლება.

მოთხოვნის არსი და დასაბუთება:

არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნომრატიული შინაარსი რომელიც მიხედვითაც, საგამოძიებო მოქმედების, პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა 48 სთ გაზრდილია 49 სთ-მდე საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან, მე-15 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და 31-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით.

დისკრიმინაცია

2 შესადარებელ შემთხვევაში, როდესაც უფლება შეიზღუდა 11:01 სთ-ზე და როდესაც უფლება შეიზღუდა 10:59 სთ-ზე, თუ პირის მიმართ უფლების შეზღუდვა დაიწყო 10:59 წთ-ზე გამოდის, რომ ასეთი პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება 48 საათში ისე როგორც ეს კონსტიტუციაშია მითთებული და თუ უფლება 2 წუთის შემდეგ შეეზღუდა მე-2 პირს, ანუ 10:01 სთ-ზე ამ შემთვევაში სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება 49 საათში იყოს მიღებული მაშინ, როდესაც პირისგან დამოუიკიდებელია მისი უფლება როდის და რომელ საათზე შეიზღუდება, საათის დასაწყისში თუ საათის დასასრულს.

ამდენად ეს 2 შემთხვევა და ეს 2 პირი მიჩნეული უნდა იყოს არობრივად თანაბარ შემთხვევად და არსობრივად თანაბარ პირებათ რომლებიც სადავო ნორმის წყალობით არათანაბარი მობყრობის ქვეშ ექცევიან. ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო არ ეპყრობა ერთნაირად.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით:

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).

14.12.2018წ. # 3/2/767,1272 ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ:

39. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

40. ამდენად, მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად.

„კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს.

მე-15 მუხლი პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები:

სადავო ნორმა სსსკ 86-ე მუხლი ამცირებს კონსტიტუციური უფლების მოცულობასა და შინაარს როდესაც დაკავების და დაპატიმრების ვადებისგან განსხვავებით კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ვადის გამოთვლისთვის დროის 1 საათამდე ვადით გაზრდას აკანონებს. საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის და დაკავების ვადებს და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის შესახებ მისაღებ შემდგომი გადაწყვეტილებების ვადებს შორის რაიმე განსხვავებას არ აწესებს. სადავო ნორმა კი დიფერენცირებულ მიდგომას აწესებს კონსტიტუციურად ანალოგიურ შემთხვევებში.

საქართველოს კონსტიტუციის შესააბმისად: მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები

2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ვადას სადავო ნორმა 48 საათიდან (24+24) 49 საათამდე ზრდის, თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში კი იმეორებს კონსტიტუციურ რეგულირებას 48 და 72 საათს და მისი გაზრდის შესაძლებლობა არ უშვებს.

სადავო ნომრმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს.

სამართლიანი სასამართლო 31-ე მუხლი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ... თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთანავე, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვის შესაძლებლობით, არამედ აუცილებელია, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტიანი საშუალება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ამ პირობებში თუ ადგილი ექნება დისკრიმინაციას პირისაგან დამოუკიდებელ პირობებში, თუ კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრულ დროს 1 საათი დაემატება და სასამართლო პრაქტიკა ამგვარად გაგრძელდება, ეს ვითარება ასევე გამოიწყევე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას და სასამართლო განხილვა და სასამართლო კონტროლი ფორმალური და ილუზორული გახდება. რაც კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევაც იქნება.

ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული ძირითადი უფლებები.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ