• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1963
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი,
ავტორ(ებ)ი კახა კუკავა
თარიღი 11 მაისი 2026



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313-ე მუხლი: „მეწარმე იურიდული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.“ კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი: „1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313-ე მუხლი: „მეწარმე იურიდული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.“

კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი:

„5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313-ე მუხლი: „მეწარმე იურიდული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.“

კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი:

„1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის - კახა კუკავას მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს თავმჯდომარე და შპს „ხატიაშვილი და კუკავას“ დირექტორი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

ჩვენს მიერ გასაჩივრებული არის საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მუხლი 15313., რომელიც გულისხმობს შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობაზე, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს, როგორც პოლიტიკური განცხადებები, ასევე სხვა ქმედებები, ისეთი როგორიც არის პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობების განხორციელება. მიგვაჩნია, რომ ზ/ა ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლ და მე-5 პუნქტებ და კონსტიტუვიის 23-ე მუხლის 1-ლ პუნქტს.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ