ჯონი გელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1971 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვასილ როინიშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | ჯონი გელიშვილი |
| თარიღი | 15 ივნისი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. სამოქალაქო კოდექსი 963 და 964 მუხლები
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| სამოქალაქო კოდექსი 963 მუხლი | მუხლი 19. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია |
| სამოქალაქო კოდექსი 964 მუხლი | მუხლი 19. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკადასტრო ერთეული 67.06.44.117 - ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი 2044 კვ.მ მიწის ნაკვეთით, 2019 წელს, მაშინდელ თანამესაკუთრეთა შორის, ერთის მხრივ ლამარა გელიშვილსა და მეორეს მხრივ ჯონი და ელინა გელიშვილებს შორის დადებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეთანხმებით გაიყო შუაზე, ორ ინდივიდუალურ საკუთრებად, ორ დამოუკიდებელ ბინად. მხარეებმა (დედა - შვილი და შვილიშვილი) გამიჯნეს სახლი შიდა აზომვითი ნახაზებით, დაადგინეს ზუსტი ფართობები. შეთანხმებას ერთვის დეტალური შიდა აზომვითი ნახაზი და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ლამარა გელიშვილის ბინას გაუკეთდა ცალკე შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, ხოლო ჯონი და ელინა გელიშვილისას აღმოსავლეთიდან. ანუ, ერთბინიანი ინდივიდუალური სახლი გახდა ორბინიანი, გარდაიქმნა ორ ინდივიდუალრ საკუთრებად.
ამის შემდგომ, სახლის მისი კუთვნილი წილი - მისი კუთვნილი ინდივიდაუალური ბინა ორბინიან საცხოვრებელ სახლში, ფაქტობრივად გაყოფილი ეზოთი, ლამარა გელიშვილმა აჩუქა მეორე შვილს - დავით გელიშვილს, რომელმაც იგი ასეთ მდგომარეობაში მიიღო.
დავით გელიშვილმა მიჩნია, რომ არსებული მდგომარეობა იყო საზიარო უფლება, მან ჩაატარა ექპერტიზა კითხვით, შეიძლება თუ არა ამ მიწის თანაბარწილად გაყოფაო, ექსპერტიზამაც დაადგინა რომ მიწის ნაკვეთის გაყოფა თანაბარწილად შეუძლებელი იყო, (დაწვრილებით იზილეთ თანდართულ გადაწყვეტილებაში) ექსპერტიზამ ისე იმსჯელა თითქოს ეს საყანე ნაკვეთი ყოფილიყოს და არა საცხოვრებელი სახლით დაკავებული მიწა რომელშიც რეგისტრირებული ორი ცალ-ცალკე საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული.
ამის საფუძველზე დავით გელიშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 67.06.44.117 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით აუქციონზე რეალიზაციის გზით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ეს ძალზედ მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმედი მქონდა პირველი თუ არა მეორე ინსტანცია მაინც განმარტავდა კანონს მართებულად, მაგრამ უზენაესი სასმართლოც კი დაეთანხმა ამ მოსაზრებას.
მე დაბეჯითებით ვარწმუნებდი მოსამართლეებს, რომ ორ ინდივიდუალური საკუთებად (ბინა) გამიჯნული შენობა ერთიანობაში უკვე აღარ არის თანაზიარი საკუთრება, თუნდაც ის საერთო მიწაზე იდგეს.
სახლი რომ ორბინიანია, ადასტურებდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, ინდივიდუალურად განსაზღვრული ფართების ჩანაწერით და სახლის გამიჯვნის ნახაზით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაც ასე იწოდება - "უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია". ეზოს ფაქტობრივი მიჯნის არსებობაც უდავო ფაქტობრივი გარემოებამ იყო, რადგანაც მოსარჩელე სწორედ იმით იყო უმაყოფილო, რომ ეზოდან ნაკლები ფართი მაქვს სარგებლობაშიო.
მაშასადამე, ერთის მხრივ მოსარჩელის და მეორეს მხრივ მოპასუხე ჯონი და ელინა გელიშვილების საკუთრება იყო ორი ცალ-ცალკე არსებული ინდვიდუალური საკუთრება, რომელიც განთავსებულია საერთო ეზოში (მიწაზე) არსებულ სახლში. ის, რომ ეს ორი ინდივიდუალური საკუთრება ერთ საკადასტრო კოდზეა, იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ინდივიდუალური საკუთრების მესაკუთრემ მოითხოვოს ამ მიწის აუქციონზე რეალიზაცია და მიაყოლოს ზედ არსებული შენობა, სადაც ორი (ან მეტი) ინდივიდუალური საკუთრება (ბინა) მდებარეობს.
სამოქალაქო კოდექსის მუხლი 963-ის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონეზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
კანონი არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, რაც იძლევა მისი ანტიკონსტიტუციურად განმარტების საშუალებას რისი დასტურიც მოცემული საქმეა. როგორც ვხედავთ, მიწის საერთოობის (თანაზიარობის) მოტივით კანონი გამოყენებული იქნა ამ მიწის და შედეგად კი მასზე მდგარი ორი იზოლირებული ბინიანი სახლის აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველად !
მთელი ძველი თბილისი (ცნობილი თბილისური ეზოები), ძველი ბათუმი, ასევე სხვა დიდი ქალაქების კერძო სექტორის დიდი ნაწილი სწორედ ასეთ ერთ საკადასტრო ერთეულში (ეზოში) არსებული შენობებში ორი ან რამდენიმე ინდივიდუალური საკუთრებებისგან შესდგება და ყველგან გამოჩნდება უკმაყოფილო ერთი-ორი მეზობელი, რომელსაც მიზეზთა გამო მიაჩნია, რომ მისი შესასვლელი უფრო ვიწროა, ან სარეცხის დასაკიდი ადგილი აქვს ნაკლები, ან სხვაგავარად ნაკლები კომფორტი აქვს და ა.შ. ექსპერტიზაც ცხადია დაუწერს დასკვნას, რომ საერთო ეზოს ნატურით გაყოფა შეუძლებელია და წარმოიდგინეთ, სარჩელი რომ აღძრას და მოსამართლე პაპუაშვილის, ჩანტლაძეს და უზენაესი სასამართლოში პირველი ინსტანციიდან დაუმსახურებლად აღზევებული ჯეირანაშვილის „მოტივაცია“ რომ ამუშავდეს და ასეთი უკმაყოფილო და ახირებული პირების სარჩელების საფუძველზე მთელი ეზოები აუქციონებზე გამოვიტანოთ გასაყიდად, წარმოიდგინეთ, რა ქაოსი დატრიალდება.
სამწუხაროდ, კანონმდებელს გულუბრყვილოდ ეჯერა, რომ არ იარსებებდნენ პაპუაშვილის, ჩანტლაძის და ჯეირანაშვილისნაირი მოსამართლეები, ამიტომ კანონი ასეთი ზერელე რედაქციით მიიღეს იმის იმედით რომ მოსამართლე მას გონივრულად განმარტავდა, მაგრამ კანონმდებელი შეცდა, ამიტომ ინდივიდუალური ბინის საკუთრების უფლება არ უნდა იყოს დამოკიდებული პაპაუაშვილ-ჩანტლაძე-ჯეირანაშვილზე, სამოქალაქო კოდექსის 963 და 964 მუხლები ლახავს საერთო ეზოებში არსებულ ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრის უფლებას, იძლევა მიწის ნაკვეთის (მათი ინდივიდუალური შენობა-ნაგებობა-ბინებიანად) აუქციონზე რეალიზაციის საშუალებას მიწის (ეზოს) თანაზიარობის საბაბით.
შესაბამისად, რათა შემდგომში გამოირიცხოს ამ კანონების სასამართლოს მიერ ასეთი სწორხაზოვანი და არაადეკვატური ინტერპრეტაცია, ანტიკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ამ საქმეზე გამოყენებული საზიარო უფლებასთან დაკავშირებული სამოქალაქო კოდექსის 963 და 964 მუხლების ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო მიწაზე დამაგრებული შენობა-ნაგებობაში არსებული ერთ-ერთი იზოლირებული ბინის მესაკუთრეს უფლებს აძლევს მოითხოვოს ისეთი საკადასტრო ერთეულის (მიწის ნაკვეთის) აუქციონზე რეალიზაცია, რომელზე მდგარ შენობაშიც ორი ან რამდენიმე ინდივიდუალური საკთრება - იზოლირებული ბინებია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 963 და 964 მუხლების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი ანტიკონსტიტუციურია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა