საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N713 |
ავტორ(ებ)ი | ლევან მამალაძე |
თარიღი | 28 იანვარი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ).სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით ლევან მამალაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 189 მესამე ნაწილით (1960 წლის რედ:) საქართველოს სსკ-ის 194 -ე მუხლით მეორე ნაწილის’’ ა’’ ბ’’. და დ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილი ბ’’. გ’’და ე’’ ქვეპუნქტებით და ( დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით) საჯელის ზომათ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების ახკვეთა რუსთვაის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 11 თებერვალის განაჩენებით ლევან მამალაძის მიმართ გავრცელა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტის შესახებ კანონი და ამნისტის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თბილისის 2006 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დანაშაულთა ერთობლიობით ლევან მამალაძეს სასჯელის ზომათ განესაზღვრა 12 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2015 წლის 10 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს ლევან მამალაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო კერძოდ სისხლისამართლის კოდექსის 59-მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით ) საქართველოს სისხლისამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილების თანახმად და ლევან მამალაზისთვის განესაზრვრათ სასჯელის საბოლო სახე. თბილისის საპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და სრულიად უკანონოდ და უსაფუზვლოდ 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მიიჩნია რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა იქნე დასაშვებად ცნობილი. და დაეყრდნო საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 292 მუხლს მე-3 ნაწილს რომლის თანახმადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს გასაჩივროს სასამართლოს მიერ მისმიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაპატიმრებიდან ან შესაბამის ორგანოში გამოცხადებიდან. გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ვ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში, მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 292 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციასთან, სადაო ნორმა საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 292 მუხლის მე- 3 ნაწილი, მოქალაქე ლევან მამალაძეს არ აძლევს საშვალებას ისარგებლოს კანონიერი ჰუმანური და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. და მისმიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 59 მუხლით გათვალისწინებული (შთანთქმის პრინციპი) სასჯელის საბოლო ზომის და სახის განსასაზღვრავად. 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით ლევან მამალაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 189 მესამე ნაწილით (1960 წლის რედ:) საქართველოს სსკ-ის 194 -ე მუხლით მეორე ნაწილის’’ ა’’ ბ’’. და ’’ დ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილი ბ’’. გ’’და ე’’ ქვეპუნქტებით და ( დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით) საჯელის ზომათ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების ახკვეთა. რუსთვაის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 11 თებერვალის განაჩენებით ლევან მამალაძის მიმართ გავრცელა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტის შესახებ კანონი და ამნისტის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თბილისის 2006 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დანაშაულთა ერთობლიობით ლევან მამალაძეს სასჯელის ზომათ განესაზღვრა 12 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ლევან მამალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს ლევან მამალაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო კერძოდ სისხლისამართლის კოდექსის 59-მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით ) საქართველოს სისხლისამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილების თანახმად და ლევან მამალაძისთვის განესაზრვრათ საჯელის საბოლო სახე. თბილისის საპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მიჩნია რომ აღნიშნული შუამდგომლობა არუდა იქნე დასაშვებად ცნობილი. ( იხ დანარტი #1) და დაეყრდნო საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 292 მუხლს მე-3 ნაწილს რომლის თანახმადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს გასაჩივროს სასამართლოს მიერ მისმიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაპატიმრებიდან ან შესაბამის ორგანოში გამოცხადებიდან. აქედან გამომდინარე სადაო ნორმამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292 მუხლის მე-3 ნაწილი ზღუდავს რა ლევან მამალაძის კონსტიტუცით მინიჭებულ უფლებას ისარგებლოს სამართლიანი ჰუმანური და კანონიერი სასამართლოს უფლებით და საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 59 მუხლის თანახმად მოხდეს მისი საბოლო სასჯელის განსაზღვრა. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დადგინოს, როდესაც ხდება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა პირის დაუსწრებლად 292 მუხლის მესამე ნაწილი ზღუდავს თუარა პირის მიმართ საბოლოს სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 59 მუხლით გათვალისწინებული (შთანთქმის პრინციპის) შესაბამისად. გარდა ამისა საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 292 მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება თუ შეზღუდავს პირის მიმართ დაუსწრებელად მიღებული გდაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 59 მუხლის (შთანთქმის პრინციპის) გამოყენებას, თუ მსჯავრდებული დაპატიმრებიდან ან სათანადო არგანოში გამოცხადებიდან არ ან ვერ გაასაჩივრებს მისმიმართ გამოტანილ შეკრებითობის პრინციპით გამოტანილ განაჩენს, რა ფორმით ვადით და პრინციპით მოხდება აღნიშნული განაჩენის ახსრულება. საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 292 მუხლის მე-3 ნაწილმა უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული და გარანტირებული ლევან მამალაძის ,,სამართლიანი სასამართლოს უფლება" უფლება, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ძირითად ორიენტირებს. მასში ასახულია სახელმწიფოს ხელისუფლების დანაწილება, განმტკიცებულია ადამიანის უფლებები და ის ზოგადი პრინციპები, რომელიც საერთოა სამართლის ყველა დარგისთვის. ამიტომ, ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, იურიდიულ ძალას მოკლებულია. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა