საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N714 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ტატიშვილი |
თარიღი | 28 იანვარი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუცური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონით და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. კერძოდ, არსებობს აშკარა მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 36 მუხლს შორის რადგან სადავო ნორმებით იზღუდება ადამიანის უფლება თავად აირჩიოს მისთვის სასურველი გენდერული იდენტობის მატარებელი წყვილი (მეუღლე) და მოახდინოს მასთან ქორწინების აქტის რეგისტრაცია როგორც შემადგომი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა (მაგალითად მემკვიდრეობა და ა.შ) ამასთანავე, ლგბტ პირებს არსებული ნორმის მოქმედების ფარგლებში ეკრძალებათ აირჩიონ მისი გენდერული იდენტობის (ანუ მამაკაცი-მამაკაცი, ქალი-ქალი ) მქონე წყვილი და შექმნას ოჯახი. ამასთანავე, ა) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება " საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების (სუბიექტის) მიერ. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელე მხარეს 2015 წლის 21 მაისს უარი ეთქვათ მამაკაცსა და მამაკაცს შორის ქორწინების აქტის რეგისტრაციაზე. შესაბამისად მიგვაჩნია რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლის პირველი პუნქტი. აქედან გამომდინარე მოსარჩელეებს არაპირდაპირი ფორმით მაგრამ უშუალოდ დაერღვათ კონსტიტუციით გარანტირებული ქორწინების უფლებები ხოლო დღეის მდგომარეობით არსებული კანონის რეგულაცია უხეშად ლახავს ადამიანის პირადი ცხოვრების ქონის უფლებას რისი ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი არის ოჯახის შექმნა. სარჩელში წარმოდგენილი საკითხები მთლიანად არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება საკანონმდებლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით. აღნიშნული საკითხის შემოწმება კი საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი უფლებამოსილებაა. სარჩელში დასმული სადავო საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ არის დარღვეული, რადგან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რაიმე ვადა წარმოდგენილი საკითხის განხილვისათვის. არ არსებობს გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. შესაბამისად, სარჩელი აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, რის გათვალისწინებითაც არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. ქორწინება და ოჯახი ადრინდელ ქართულ კანონმდებლობაში.
ოდითგანვე ქორწინებისა და საოჯახო სამართლის წესები ქართული საეკლესიო სამართლის განუყოფელი ნაწილი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პოზიტიური კანონმდებლობით ვერ ჩაერეოდა ქორწინებისა და საოჯახო საკით ხებში. საქართველოს 1920 წლის დებულებები „ქორწინებისა” და „განქორწინების” შესახებ საერო და საეკლესიო სამართლის ბრწყინვალე ნიმუშებია. სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დავალებით, დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ შეიმუშავა ერთიანი დებულება „საეკლესიო ქორწინება- განქორწინებისა”, რომელიც განსხვავდებოდა ამ სფეროში რუსეთის ეკლესიის დებულებებისაგან. კეკელიძის ვარიანტში უფრო გაადვილებული იყო განქორწინების წესები და უზრუნველყოფილი შთამომავლობის ჯანმრთელობა. „ქორწინება-განქორწინების შესახებ” დებულება 1918 წელს დასამტკიცებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას წარედგინა. დებულების ეს პროექტი მოიცავდა ორ თავსა და თოთხმეტ მუხლს, ასევე რამდენიმე შენიშვნას. 1920 წელს დებულება ორ ნაწილად გაყვეს. პირველს ეწოდა დებულება „ქორწინების,” ხოლო მეორეს – დებულება „განქორწინების” შესახებ. შეიცვალა დებულებების მიღების წესი. ისინი დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეორე საეკლე სიო კრების მიერ 1920 წლის 3 ივლისის განჩინებით. ქორწინება-განქორწინების წესები საეკლესიო-სამოქალაქო კანონმდებლობის ჭეშმარიტი ნიმუშია. ისტორიულად, საქორწინო-საოჯახო ურთიერთობები ქრისტიანულ სახელმწიფოში საეკლესიო კანონებით რეგულირდებოდა. ასე იყო საქართველოშიც. თუმცა, ამ ურთიერთობებზე სახელმწიფოსაც მიუწვდებოდა ხელი. „ქორწინების შესახებ” დებულების პირველი მუხლის თანახმად, ქორწინების მსურველი საქართველოს ეკლესიის ყველა წევრი ვალდებული იყო შეესრულებინა ჯვრისწერა. დებულება ადგენდა დასაქორწინებელთა ასაკს. მამაკაცს ქორწინების უფლება ჰქონდა 17 წლიდან 70 წლამდე, ხოლო ქალს – 15 წლიდან 60 წლამდე. სავალდებულო იყო დასაქორწინებელთა ასაკის ოფიციალურ დოკუმენტებში დადასტურება. თუმცა, დებულებაში მიღებული ასაკი არ იყო აბსოლუტურად განსაზღვრული. ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება ჰქონდა, აუცილებლობის შემთხვევაში, ქორწინების უფლება მიეცა მამაკაცისათვის და ქალისთვის, თუ მათი საქორწინო ასაკის (17 და 15) მიღწევამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი. საქართველოს საეკლესიო „ქორწინების” დებულება განსაზღვრავდა ქორწინების საფუძველს და ეს იყო მხარეთა, ქალ-ვაჟის ა) სრული თანხმობა და ბ) ნება- ყოფლობა. მხარეთა ნება და თანხმობა ჯვრისწერის დროს უნდა დადასტურებუ- ლიყო მღვდლის, არანაკლებ ორი ან ორზე მეტი სრულწლოვანი მოწმის წინაშე, რომელთაგან ერთი ვაჟის, ხოლო მეორე ქალის წარმომადგენელი იყო. მხარეების (ქალ-ვაჟის), მღვდლისა და მოწმეების თანხმობა ხელმოწერით დასტურდებოდა საეკლესიო საბუთებში. მტკიცედ დადგენილი ქრისტიანული და ზნეობრივი დოგმებიდან გამომდინარე, „ქორწინების შესახებ” 1920 წლის საეკლესიო დებულება სასტიკად კრძალავ- და ახლო ნათესავთა შორის ცოლქმრულ კავშირს.. „განქორწინების შესახებ” დებულებით, აიკრძალა განქორწინება. პრეამბუ- ლაში ნათქვამი იყო: „ცოლქმრობა, ქორწინების საიდუმლოთი განმკიცებულნი, მართლმადიდებელი ქრისტიანეს მიერ დაცულ უნდა იქნეს დაურღვევლად: ცოლ-ქმარნი, თავის მხვედრის ღვთის მორჩილების მიმღებნი, ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ქრისტე-მაცხოვრის ბრძანებით – „რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ გაშორებნ.” თუმცა, დებულება უშვებდა განქორწინე- ბის გამონაკლის შემთხვევებს. ესენი იყო: ა) ერთ-ერთი მეუღლის მიერ მართლმადიდებელობითი აღსარებისაგან გა- დადგომა, ანუ სჯულის სრულად მიტოვება; ბ) მრუშობა; გ) არაბუნებრივი სქესობრივი მიდრეკილება; დ) მეუღლის მრუშობისათვის იძულება; ე) მეუღლის ანუ შვილების მოკვლის განზრახვა, ან ფიზიკური მათი წამება; ვ) შვილოსნობის წი- ნააღმდეგ ზომების მიღება; ზ) საჭურისობა ნებსითი ანუ უბედური შემთხვევის გამო; თ) განუკურნებელი ცვედანობა (აქ არ იგულისხმება მოხუცებულობის უღონობა); ი) ათაშანგი (სიფილისი); კ) კეთრი ; ლ) განუკურნებელი სიგიჟე; მ) იდიოტიზმი5 ; ნ) ერთ-ერთი მეუღლის მიერ ყველა სამოქალაქო უფლებათა და კარგვა; ო) განქორწინებამდის სხვა პირთან ქორწინება; პ) დაშინებით, ძალდატა- ნებით და მოტყუებით ჯვრისწერა; ჟ) ერთ-ერთი მეუღლის უკვალოდ ორი წლის განმავლობაში დაკარგვა და რ) ცოლ-ქმართა მიერ ორი წლის განმავლობაში ურ- თიერთის განზრახ თავის დანებება. „ქორწინებისა” და „განქორწინების” შესახებ საქართველოს 1920 წლის 3 ივლისის დებულებები საქორწინო-საოჯახო სამართლის ბრწყინვალე ძეგლებს წარმოადგენს. მისი ძირითადი დებულებების ამოსავალი პრინციპი ქრისტიანუ- ლი მორალი იყო.ორივე საეკლესიო კანონი ქართული მრავალსაუკუნოვანი სამართლებრივი კულტურის ჭეშმარიტი დადასტურებაა. XX საუკუნის 20-იან წლებში სახელმწიფო აქტიურად ჩაერია ქორწინების წე- სების დადგენის საქმეში. ეკლესიას ჩამოერთვა ქორწინების აქტის მეტრიკებში ჩაწერის (რეგისტრაციის) უფლება. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 3 დეკემბრის „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის” შესახებ კანონით, დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების მეტრიკის წიგნე ბის წარმოება დაავალა ადგილობრივ თვითმმართველობათა ორგანოებს.
2. ქორწინება და ოჯახი ქართულ კონსტიტუციონალიზმში
საქართველოში პირველად ქორწინება და ოჯახი კონსტიტუციური ნორმე ბით განმტკიცებულ იქნა საქართველოს პირველ კონსტიტუციაში. მასში ქორწინებასა და ოჯახს ეხება 39-ე და 40-ე მუხლები. ძირითადი ნორმა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ორივე სქესის მოქალაქეები თანასწორნი არიან პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო ურთიერთობებში. მე-40 მუხლის პირ- ველი წინადადება განსაზღვრავს ზოგადფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მი- ხედვით, „ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.” ეს კონსტიტუციური დებულება შემდგომ საფუძველი გახდა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტისა, რომელიც აბსოლუტურად იმეორებს პირველი კონსტიტუციის აღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპს იმ განსხვავებით, რომ 36-ე მუხლში სიტყვა „მეუღლეა” ჩამატებული: „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”. საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, სამართლებრივად თანასწორნი იყვნენ ქორწინებაში და მის გარეშე დაბადებული ბავშვები. საქართველოს პირველი კონსტიტუციის 124-ე და 126-ე მუხლებით, დაცული იყო ქალთა და ბავშვთა უფლებები. საქორწინო და საოჯახო სფეროში საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 36-ე მუხლი საქართველოს პირველი კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრდნობა.
3. ქორწინებისა და ოჯახის ცნება
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი არ ითვალისწინებს ქორწინები სა და ოჯახის ცნებათა განსაზღვრებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს მათი მნიშვნელობა. არსებობს ქორწინების ცნების კანონისმიერი განსაზღვრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომე ლიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში. როგორც კანონი გვეუბნება, ქორწინე ბის ოფიციალური აღიარებისთვის საჭიროა შემდეგი გარემოებები: ა) ქორწინება მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახის შექმნას; ბ) ქორწინება უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი; გ) ქორწინება უნდა იყოს სათანადო წესით რეგისტრირებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ერთსქესიანთა ქორწინებას. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, ეს პირდაპირ არ არის აკრძალული. აქ საუბარია ზოგადად „მეუღლეებზე”. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს მხოლოდ მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას. თითქმის ასეთივე ნორმებს შეიცავს რიგი ქვეყნების კონსტიტუციები. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის მე-6 მუხლი განამტკიცებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ქორწინება და ოჯახი, ქალთა (დედათა) და ბავშვთა უფლებები. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ უმსჯელია ამ საკითხზე. სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს კონსტიტუციის მე-6 მუხლით დაცულ სიკეთეს – ქორწინებას – ერთსქესიანთა თანაცხოვრების ინსტიტუტისგან. სასამართლოს განმარტებით, ქორწინების არსია ქალისა და მამაკაცის ერთობლივი თანაცხოვრება, რომელიც ეფუძნება მათ თანსწორობასა და თავი სუფალ ნებას. მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება თავიანთი თანაცხოვრების ორგანიზებასთან დაკავშირებით. გერმანიის 2001 წლის 16 თებერვლის კანონი „მსგავსი სქესის წარმომადგენელთა თანაცხოვრების დისკ რიმინაციის აღმოფხვრის: ცხოვრებისეული პარტნიორობის შესახებ” არ უთა ნაბრებს კონსტიტუციის მე-6 მუხლით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს – ქორწი ნებას – იმ ადამიანთა თანაცხოვრებას, რომლებსაც არ შეუძლიათ ქორწინება. დღეს ზოგ ადამიანს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ინსტიტუტის შემოღების სურვილი უჩნდება. ისინი ეყრდნობიან, ძირითადად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფუძემდებლურ პრინციპებს თანასწორობის შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონმდებლის მიერ ასეთი ნაბიჯი მომავალში აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნება ქართულ რეალობასთან. ყოველი ევროპულ-სამართლებრივი ინსტიტუტის იმპლემენტაცია გაუმართლებელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ მიუთითებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესში მიღებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრესული გამოცდილების გაზიარება მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. გამოცდილების გაზიარებისას მხედველობაშია მისაღები რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, იმპლემენტირებული ინსტიტუტის შინაარსის ქართული ვერსია უნდა თავსდებოდეს საქართველოს კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში.” საქართველოს კანონმდებლობა, ქორწინების ცნებისგან განსხვავებით, არ აზუსტებს ოჯახის ცნებას. „ოჯახი” თურქული სიტყვაა და კერას, სახლს, სახლეულს აღნიშნავს. იგი ძველ ქართულში არ გხვდება. პატარა ოჯახი „ქმარისა” და ცოლ-შვილისაგან შედგებოდა.13 ზოგადად, ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და სასამართლოს მიხედვით, ოჯახი მოიცავს ქმარს, ცოლს და შვილს, რომელიც მშობლებზე არის დამოკიდებული, ქორწინებისგარეშე დაბადებული და ნაშვილები შვილების ჩათვლით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლებისა და მათი შვილების მიერ ოჯახური ცხოვრებით ერთობლივი სარგებლობა ოჯახური ცხოვრების ძირითადი ელემენტია. საქმეში – ბუგანემი საფრანგეთის წინააღმდეგ (Boughanemi v. France) – ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახური ცხოვრების კონცეფცია, რომელზეც დაფუძნებულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, გულისხმობს მშობელსა და შვილს შორის კავშირის არსებობას, მიუხედავად იმისა, ქორწინება არის თუ არა რეგისტრირებული და მშობლები თანაცხოვრობენ თუ არა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ლოგიკურია სადაოდ ქცეული ნორმის დაზუუსტება და განმარტება საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ვინაიდან ჩვენი ვარაუდით სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნა და დებულება ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განმარტებისას ირღვევა იმ ერთსქესიანი წყვილების და ზოგადად ადამიანების უფლებები რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი აქვთ ოჯახი და აქვთ ოჯახისთვის დამახასიათებელი ურთიერთ ტანაცხოვრების პრინციპები. შესაბამისად მათ უნდა ქონდეთ უფლება საკუთარი ურთიერთ თანაცხოვრების ლეგალური რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომი სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულებების აღიარებისა და იმპლემენტაციისათვის.
4. ქორწინების რეგისტრაცია
მეუღლეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან. ქორწინების წარმოშობისათვის აუცილებელია მისი რეგისტრაცია. ამ მომენტიდან მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. იგი დაკავშირებუ ლია რიგ სამართლებრივ შედეგებთან. ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციას აქვს იურიდიული მნიშვნელობა. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მეუღლეთა უფლება - მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ხოლო მსგავს უფლება მოვალეობებს განხორციელებაზე აქვთ არამართლზომიერი და არასათანადო ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსით სადაოდ ქცეული მორმის ფარგლებში ერთსქესიან წყვილებს . ქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შინაარსი. 2008 წლის 10 აპრილს სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართვე ლოს ერთ-ერთი მოქალაქის, სურმავას, სარჩელი. მოსარჩელე 1993 წლიდან იმყო-ფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში რ. მურვანიძესთან. 1998 წელს მოსარჩელემ და მურვანიძემ ჯვარი დაიწერეს ეკლესიაში. მოსარჩელის განცხადებით, მურვანიძესთან თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივად შეიძინეს საცხოვრებელი სახლი და კაპიტალურად გაარემონტეს. მურვანიძე გარდაიცვალა 2005 წელს. მოსარჩელეს შეექმნა პრობლემები აღნიშნული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 18 აპრილს გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ არსებობდა სურმავას აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებ რივი საფუძველი. მოსარჩელე საკონსტიტუციო სარჩელში მიუთითებდა, რომ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციური შეთანხმების მიღებისთანავე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შეეტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რათა საეკლესიო ჯვრისწერა გაერთანაბრებინა სამოქალაქო ქორწინებასთან. საკონს- ტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მართალია, კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლი აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. სამწუხაროდ, მოსარჩელემ, რომელიც ოჯახის შექმნის დროს დაეყრდნო მხოლოდ მე-3 მუხლის პირველი წინადადებით განმტკიცებულ პრინციპს ჯვრისწერის აღიარებასთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა ამ მუხლის მეორე წინადადების მოთხოვნა, რომ ქორწინებად ითვლება მხოლოდ ისეთი აქტი, რომელიც სახელმწიფო რეგისტრაციას გულისხმობს. ოდითგანვე საქართველოს სამეფო კანონმდებლობით, ისევე როგორც რუსეთის საიმპერიო კანონმდებლობით, ჯვრისწერის რეგისტრაციის ერთადერთი ორგანო მართლმადიდებელი ეკლესია იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც გადადგა რუ სეთის იმპერატორი და დაიშალა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გააუქმა ჯვრისწერის იურიდიული ხასიათი.
5. საბოლოო მოსაზრება.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის შემადგენლობაში არსებული ორი წინადადება "ქალისა და მამაკაცის" არსებობა და ამ გვარი ცანაწეის არსებობისას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებისა და ტავისუფალი განვიტარების უფლების ხელყოფა არის უხეში ცარევა პირის პირად ცხოვრებაში აწესებს არამართლზომიერ და დისკრიმინაციულ მიდგომას ერთსქესიანი წყვილების მიერ ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტიციის 36 მუხლის პირველ ნაწილს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა