საქართველოს მოქალაქე – ემზარ გრიგოლია, ალბერტ რურუა და შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/284 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 16 აპრილი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე – ემზარ გრიგოლია, ალბერტ რურუა და შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით (1) “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპრონების გამოშვების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის №246 დადგენილების მე-8 პუნქტი, (2) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის 1993 წლის 20 მაისის №14/9 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მიერ განაღდების ვადის შესახებ”, (3) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის №575 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების შესახებ”, (4) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბერის №363 ბრძანებულება “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის “ლარის” გგაშვების შესახებ”, (5) საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონი !სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” (თავისი შესწორებებითა და დამატებებით), (6) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 1997 წლის 23 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით ფულს ინდექსაციის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი მუშა ჯგუფის 1997 წლის 13 ნოემბერის სხდომის ოქმი №2, (7) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”, (8) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №362 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სასრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, (9) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბერის №717 ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ”, (10) საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი “ლარის” შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ”, (11) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილება “რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”, (12) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”, (13) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბერის №455 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სასხრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” და (14) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცი რების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების 2-8 პუნქტები.
საქმის განხივლის მონაწილენი: მოსარჩელე ემზარ გრიგოლია – იმავდროულად მოსარჩელე შოთა მესხელის წარმომადგენელი, მოსარჩელეები – ალბერტ რურუა და შოთა მესხელი.
საქართველოს მოქალაქეების – ემზარ გრიგოლიას, ალბერტ რურუასა და შოთა მესხელის 284-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 2004 წლის 25 მარტს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პ ირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადმოეცა 2004 წლის 29 მარტს. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 7 აპრილს.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქბტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ყველა სადავო აქტი არის არაკონსტიტუციური, გამოცემული და ამოქმედებული კანონიერებისა და სამართლიანობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. მათი გამოცემა ემსახურება მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული თანხების მითვისებას “ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემაში დანიშნული ოლიგარქების” მიერ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მუხლით აღიარებული და გარანტირებული მათი საკუთრების უფლება – მათ, ყოფილი სახელმწიფო-კომერციული ბანკების მეანაბრეებს, მოესპოთ შესაძლებლობა მიიღონ თავიანთი კუთვნილი ანაბრები. მოსარჩელეები მოითხოვენ სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას, სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას და გაუქმებას.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე შოთა მესხელმა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და დამატებით მოითხოვა მე-15 სამართლებრივი აქტის - “საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის № ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
მოსარჩელეთა მიერ სადავოდ დასახელებული აქტებიდან რიგით პირველი 9მისი მე-8 პუნქტი), მე-3, მე-7 და მე-8 ძალადაკარგულია: პირველი და მე-3 – საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბერის №729 ბრძანებულებით “საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1990-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ”, მე-7 და მე-8 კი – საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულებით “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო – კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოცემ ულ შემთხვევაში მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს. მაშასადამე, აღნიშნული 4 აქტის კონსტიტუციურობის საკითხი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამიტომ კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტიდან გამომდინარე, არსებითად განსახილველად არ მიიღება.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს აგრეთვე, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 1997 წლის 23 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით ფულის ინდექსაციის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი მუშა ჯგუფის 1997 წლის 13 ნოემბერის სხდომის ომქი კი ნორმატიულ აქტად ვერ იქნება მიჩნეული – იგი არ იხსნება საქართველოს ნორმატიულა ქტთა სისტემაში. შესაბამისად, არც ამ აქტის კონსტიტუციურობის საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
სადავოდ დასახელებული რიგით მე-2, მე-4, მე-9, მე-10, მე-11 და მე-15 სამართლებრივი აქტების არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხი უკვე განიხილა და უარყოფითად გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის №1/3/105,146 განჩინება, 2003 წლის 10 აპრილის №2/4/194 გადაწყვეტილება, იმავე წლის 11 თებერვლის №1/1/170, 27 მაისის №1/4/230, 7 ივლისის №1/8/240 და 15 ოქტომბრის №1/7/246 საოქმო ჩანაწერები). ამიტომ, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “დ” პუნქტიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ვერც ამ ნაწილში ვერ იქნება არსებითად განსახილველად მიღებული.
ასევე ვერ განიხილება არსებითად “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ეროვპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხიც, რადგან იგი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 15 მარტის №1/4/170, 178, 230, 246 განჩინება). ცხადია, იგივე ითქმის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბერის №455 ბრძანებულებაზეც, რომლითაც ცვლილება შევიდა პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-4 პუნქტში.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების პირველ პუნქტს (ეს ბრძანებულება სულ 5 პუნქტისაგან შედგება), აქ დადგენილია, რომ ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სასხრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”. ამიტომ გაუგებარია მოსარჩელეთა პრეტენზია ამ პუნქტის მიმართ, რადგან თვითონ ისინი მოითხოვენ №716 ბრძანებულების გაუქმებას (იხ. რიგით მე-7 სადავო აქტი). განმწესრიგებელ სხდომაზე ე. გრიგოლიამ მოითხოვა აღნიშნული (№716) ბრძანებულების ბათილად გამოცხადება (ძალადაკარგულად ცნობა მისი ამოქმედებიდან), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში ამისი უფლებამოსილება არ გააჩნია (იხ. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია აღნიშნას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე განაცხადა უარი №258 ბრძანებულების პირველი პუნქტის არსებითად განსახილველად მიღებაზე (იხ. 2004 წლის 11 თებერვლის საოქმო ჩანაწერი №1/7/170).
“ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვეციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებთან, აგრეთვე “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ”კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდაიყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტიც. მაგრამ არც კონსტიტუციური სარჩელიდან და არც განმწესრიგებელ სხდომაზე სათანადო განმარტებებიდან არ ჩანს, რომ 2001 წლის სარატიფიკაციო დადგენილების აღნიშნული პუნქტებითა და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მოსარჩელელთა შესაბამისი კონსტიტუციური უფლება. მოსარჩელეებს კი, ზემოხსენებული ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სწორედ ასეთ შემთხვევაში აქვთ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება და, მაშასადამე, შინაარსით არ შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკოსნტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის “ა”, “გ” და “დ” პუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – ემზარ გრიგოლიას, ალბერტ რურუასა და შოთა მესხელის 284-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ (1) “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 მარტის №246 დადგენილების მე-8 პუნქტი, (2) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის 1993 წლის 20 მაისის №14/9 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მიერ განაღდების ვადის შესახებ”, (3) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის №575 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების შესახებ”, (4) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბერის №363 ბრძანებულება “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის “ლარის” გგაშვების შესახებ”, (5) საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონი !სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” (თავისი შესწორებებითა და დამატებებით), (6) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 1997 წლის 23 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით ფულს ინდექსაციის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი მუშა ჯგუფის 1997 წლის 13 ნოემბერის სხდომის ოქმი №2, (7) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”, (8) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №362 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სასრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, (9) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბერის №717 ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ”, (10) საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი “ლარის” შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ”, (11) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილება “რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”, (12) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”, (13) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბერის №455 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სასხრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” და (14) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების 2-8 პუნქტები. (15) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულება “საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ” და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნ. შაშკინი