საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის 249-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/249 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 7 დეკემბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის 249-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა (1) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარჩელო მოთხოვნით – (ა) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-9 მუხლის ბოლო წინადადება და (ბ) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტები, მე-11 მუხლის ბოლო წინადადება და 23-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით და (2) საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის სასარჩელო მოთხოვნით – “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის 22-ე მუხლის “ვ”, “ი”, “კ”, “ლ” და “მ” პუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი და მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მარინე რობაქიძე.
მოსარჩელეების – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის 249-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003- წლის 24 სექტემბერს შემოვიდა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 24 ოქტომბრის №1/8/249 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიღებული იქნა ნაწილობრივ – იმ ნაწილში, რომელიც შეეხება (1) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარჩელო მოთხოვნებს (ა) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-9 მუხლის ბოლო წინადადებისა და (ბ) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტების, მე-11 მუხლის ბოლო წინადადებისა და 23-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით და (2) საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის სასარჩელო მოთხოვნას “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის 22-ე მუხლის “ვ”, “ი”, “კ”, “ლ” და “მ” პუნქტების კონსტიტურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის არსებითი განხივლის სხდომა 2004 წლის 30 ნოემბრისათვის დაინიშნა.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.
მოსარჩელეთა აზრით, “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონისა და “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის სადავო დებულებები ხელყოფენ მათ უფლებებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით არის განმტკიცებული. მათი განცხადებით სადავო ნორმებით წესდება ცენზურა ჟურნალისტურ საქმიანობაზე, ირღვევა კონსტიტუციით აღიარებული აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება.
მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონისა და “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშავს, რომ დასაზუსტებელია ერთ-ერთი მოპასუხე, რომლის აქტმაც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მოქალაქე ირაკლი სესიაშვილის აზრით, გამოიწვია მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. ამჟამად, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, მოპასუხედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის ნაცვლად საქმეში ჩართული უნდა იქნეს მისი უფლებამონაცვლე ორგანო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის 249-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით, 2004 წლის 30 ნოემბერს დაიწყო საქართველოს საკონსტიტუო სასამართლოს პირველი კოლეგიის სხდომა. სასამართლო კოლეგიის სხდომის გახსნის შემდეგ, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის დაწყებამდე მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მარინე რობაქიძემ დააყენა შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. მისი განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 24 ივნისის კანონით “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” (მუხ.20) მთლიანად ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” (იხ. “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ნაწ. I, საქართველოს კანონები, 15.07.2004, №19, მუხ. 84).
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარემ მიხეილ მახარაძემ 2004 წლის 15 ნოემბრის №437 წერილით აცნობა, რომ 2004 წლის 20 ივლისს, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველსავე სხდომაზე მიღებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, რომლითაც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან წინაამღდეგობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონი “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ”. სადავო აქტის გაუქმების თაობაზე მიღებული კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა 2004 წლის 22 ივლისს, ძალაში კი 23 ივლისს შევიდა.
ამგვარად, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სადავო ნორმები უკვე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. ამასთანავე, შუამდგომლობას საქმის შეწყვეტის შესახებ მხარი დაუჭირა მოსარჩელის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ბესარიონ ბოხაშვილმა, რომელმაც განაცხადა: “ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვამოძრავებდა, კანონმდებელს მიუღწევია საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარების გარეშე. აქედან გამომდინარე, უარს ვამბობ სარჩელზე.
ამასთან დაკავშირებით, სასამარლო კოლეგია მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმორმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, “მოსარჩელეს უფლება აქვს... უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას...”
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის 249-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა (1) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარჩელო მოთხოვნით – (ა) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-9 მუხლის ბოლო წინადადება და (ბ) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალელების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტები, მე-11 მუხლის ბოლო წინადადება და 23-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით და (2) საქართველოს მოქალაქის ირაკლი სესიაშვილის სასარჩელო მოთხოვნით – “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2003 წლის 23 იანვრის კანონის 22-ე მუხლის “ვ”, “ი”, “კ”, “ლ” და “მ” პუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე);
ვ. გვარამია;
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნ. შაშკინი;