დავით მირცხულავა, გიორგი კუპრეიშვილი, შალვა და ვლადიმერ დოლიძეები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/362-363, 367 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 31 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3. იაკობ ფუტკარაძე - წევრი;
4. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებერთლი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: დავით მირცხულავა (362-ე ნირმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით), გიორგი კუპრეიშვილი (363-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით), შალვა და ვლადიმერ დოლიძეები ( 367-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით) საქართველოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2005 წლის 17 ივნისის კანონის პირველი მუხლის 61-ე პუნქტის – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6806 მუხლის ახალი რედაქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმირთებით.
საქმის განხილვის საგანი: მოსარჩელეების-დავით მირცხულავასა და გიორგი კუპრეიშვილის წარმომადგენლები ეკა ბესელია და ლევან ჩხეიძე; მოსარჩელე დავით მირცხულავას წარმომადგენელი იასონ ბესელია; მოსარჩელეების-შალვა და ვლადიმერ დოლიძეების წარმომადგენელი ზურაბ ტაბიძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 1 მარტს გადმოეცა დავით მირვხულავას 362-ე და გიორგი კუპრეიშვილის 363-ე ნორმებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები მათი არსებითად განსახილველად მიღებისა და ერთ საქმედ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ასეთივე მიზნით, 2006 წლის 10 მარტს სასამართლო კოლეგიას გადმოეცა აგრეთვე შალვა და ვლადიმერ დოლიძეების 367-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. სასამართლო კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომები გაიმართა 2006 წლის 21 მარტს.
მოსარჩელეებმა – დავით მირცხულავამ და გიორგი კუპრეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელებით მიმართეს 2006 წლის 23 თებერვალს, ხოლო შალვა და ვლადიმერ დოლიძეებმა – 9 მარტს. კკონსტიტუციური სარჩელები შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვუნქტის , ,, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით, მოსარჩელეების მიმართ სხვადასხვა დროს აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და ისინი დღემდე იმყოფებიან პატიმრობაში. 2005 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,საქართველოს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მე-11 ნაწილით დადგინდა პატიმრობის ახალი, შემცირებული ვადები. კერძოდ, განსასჯელის ადრე არსებული პატიმრობის მთლიანი (კრებსითი) 30 დღიანი ვადა, შემცირდა 12 თვემდე. აასევე შემცირდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის პატიმრობი ვადა 9 თვიდან 4 თვემდე. აახალი საპატიმრო ვადები ძალაში უნდა შესულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან. 2005 წლის 17 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლის პირველი მუხლის 61-ე პუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6806 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.
2. 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოში შესულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 6804 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.”
მოსარჩელეთა აზრით, 2006 წლის 1 იანვრისათვის ჱთუკი მათზე გავრცელდებოდა ახალი საპროცესო ვადები, ისინი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლებულიყვნენ პატიმრობიდან საპატიმრო ვადების ამოწურვის გამო. სასამართლომ კი თანახმად სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6806 მუხლის ახალი რედაქციისა, მოსარჩელეებზე არ გაავრცელა ახალი საპროცესო ვადები, რითაც შეილახა მათი კონსტიტუციური უფლებები.
ააქედან გამომდინარე, მოსარჩელეების აზრით, ერთ სამართლებრივ სისტემაში ერთი და იგივე პროცესუალური სტატუსის პირების მიმართ მოქმედებს პატიმრობის სხვადასხვა ვადები, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. ირღვევა აგრეთვე კონსტიტუციის 39-ე მუხლი, ვინაიდან სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლს, ასევე ამ კონვენციის მე-5 მუხლით ღიარებულ თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლებებს.
მოსარჩელეები ითხოვენ კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებასა და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელებისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომებზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარცელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენელი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებისთვის. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. კკონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით ადასტურებენ სარცელის საფუძვლიანობას.” ანალოგიურ დებულებას შეიცავს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის არნიშნულ მოტხოვნაში, სხვა გარემოებებტან ერთად, იგულისხმება სადავო ნორმების მართებული(საგნობრივი)მიმარტება საქარტველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებტან დაკავშირებითაც უნდა შემოწმდეს მათი კონსტიტუციურობა. აარც სარჩელებიდან არ ჩანს და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ აჩვენეს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა საკმარისი დამაჯერებლობით სადავო ნორმების ამგვარი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილია ის ნიშნები, რომელთა მიხედვითაც დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია. მმოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგელებმა ვერ დაასაბუთეს სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაუშვებელი დისჯრიმინაციის რომელიმე სახესტან. ჲუფრო მეტიც, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსი ჩამოთვლილი დისკრიმინაციის ნიშნებიდან არც ერთი არ შეეხებათ.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუვიის 39-ე მუხლს, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მასთან მიმართებით მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება გამორიცხულია.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან”.
მმოცემულ შემთხვევეში საკითხი შეეხება დისკრიმინაციის დაუშვებლობას, რაც კონსტიტუციურ დონეზე მოწესრიგებისა და, მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში, პირდაპირ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუვიის მე-14 მუხლში.
მოსარჩელეთა წარმომადგენლები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევენ მათ წინააღმდეგობას (კოლიზიას) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილ ნორმასთან, კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან სეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა”. სასამართლო კოლეგია არნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციასი სა იგი უნდა გადაწყდეს ნორმათა ურთირთმიმართების თაობაზე სამართალში დამკვიდრებული პრინციპების საფუძველზე. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადამიანის უფლებატა დაცვის პრიორიტეტული მდგომარეობა.
ზემოარნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებიტ, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტიტ,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დავით მირცხულავას 362-ე, გიორგი კუპრეიშვილის 363-ე, შალვა და ვლადიმერ დოლიძეების 367-ე ნორმებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” 2005 წლის 17 ივნისის კანონის პირველი მუხლის 61-ე პუნქტის – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6806 მუხლის ახალი რედაქციის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 39-ე მუხლებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელებზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)