მოსარჩელე - საქართველოს ადვიკატთა ეროვნული ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/391 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 10 ივლისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელე - საქართველოს ადვიკატთა ეროვნული ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონის 6802 პრიმა მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ქართლოს ღარიბაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №391) მიმართა საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ქართლოს ღარიბაშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 89-ე მუხლის პიურველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქარტველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-16 მუხლები.
დავის საგანს წარმოადგენს: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდეხსსი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონის 6802 მუხლის კონსტიტუციურობა საქარტველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტტან, 21-ე მუხლთან, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტტან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმამ დაარღვია მათი კონსტიტუციური უფლებები, რადგან სისხლის სამართლის პროცესში დამცველიუს (ადვოკატის) უფლებამოსილების განხორციელება დაუკავშირა ორი აუცილებელი პირობის არსებობას. კერძოდ, პირს უნდა ჰქონდეს ადვოკატის სერთიფიკატი და ამავდროულად იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მოსარცელე აღნიშნავს, რომ ადვოკატის სერთიფიკატი დღემდე არ არსებობს (ამას არც „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს) და ყველა სასამართლო გადწყვეტილება, საგამოძიებო მოქმედებები 2006 წლის 1 ივნისიდან უკანონოა.
მოსარჩელე მიიცნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს. აღნიშნული პუნქტით დადგენილია, რომ საზოგადოებრივი გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკძალვა შეიზლება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით ორგანული კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით, ხოლო გასაცივრებულმა ნორმამ კი მათ, ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლების გარეშე, შეუჩერა საქარტველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა და ადვოკატებს აუკრძალა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობის მიღება.
მოსარჩელეს ტქმიტ სადავო კანონის 6802 მუხლით დარღვეულია მისი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლიტ გარანტირებული შრომის უფლება, ვინაიდან ადვოკატებს ეკრზალებათ იმუშავონ მათი პროფესიის მიხედვით და დაიცვან მოქალაქეთა ინტერესები და უფლებები სისიხლის სამართლის პროცესში.
ასევე, სადავო ნორმა მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“, რიტაც იზღუდება კონკურენცია და მომხმარებელტა უფლებები, რაც საბოლოოა ჯამსი, მოსარჩელის აზრით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის როლში დაყენებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის საკითხი. მისი აზრით, დაცვის უფლება ნიშნავს ნებისმიერი პირის უფლებას აირჩიოს მისთვის სასურველი ადვოკატი. შადავო ნორმიტ კი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირმა უნდა აირჩიოს მხოლოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
მოსარჩელისათვის გაუგებარია საერთოდ ადვოკატის ინსტიტუტეს არსებობა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი იცნობს მხოლოდ დამცველის ინსტიტუტს. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული დამცველისათვის ადვოკატის გაიგივება არასწორი და არაკონსტიტუციურია.
კონსტიტუციუურ სარჩელში აღნიშნილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევის საკითხი. მოსარჩელი განცხადებით მათ 2006 წლის 1 ივნისიდან არ აქვთ შესაძლებლობა წარმოებაში არსებული საქმეები მიიყვანონ ბოლომდე. შესაბამისად, მათ უწევთ იმ თანხების უკან დაბრუნება რაც უკვე გადაუხადეს კლიენტებმა.
რაც შეეხება, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დარღვევის საკითხს, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევს გაეროს VIII კონგრესის 1990 წლის დებულების „ადვოკატთა როლის შესახებ“ მოთხოვნებს, რაც თავისთავად ლახავს ადამიანის იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც იგულისხმება კონსტიტუციის დასახელებულ მუხლში.
სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება, რადგან მის მოქმედებას გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს მოსარჩელე მხარისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნასცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონის 6802-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. მოსარჩელეს მიაჩნია რომ სადავო აქტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
„საქრთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ მაშინ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის, როდესაც დარღვეულია ან უშუალოდ შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. Eეს ნორმა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, იდავის სხვა პირის უფლებებზე თუ სადავო აქტით ირღვევა უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები მოცემულ სემთხვევაში იურიდიული პირი საქარტველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაცია ვერ იქნება უფლებამოსილი სუბიექტი იდავოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით არიარებულ დაკავებულის უფლებებზე, ვინაიდან ეს მუხლი მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.
2. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტებები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო აქტის არაკონსტიუტუციურად ცნობა საქართველოს კოსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით უსაფუძვლოა. კერძოდ, კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პუნქტით უზრუნველყოფილია თავისუფალი მეწარმეობისათვის ხელშეწყობისა დს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გარანტიები, ხოლო სადავო ნორმით მოწესრიგებულია ადვოკატის საქმიანობის საკიტხი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას არ განეკუთვნება. („მეწარმეთა შესახებ“ საქარტველოს კანონის 1 მუხლის მე-2 პუნქტი).
3. რაც სეეხება სადავო კანონის 6802 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, სასამართლო კოლგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს იმ სავალდებულო დასაბუთებას, რომელიც აუცილებელია მისი არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
ამასთან, 2004 წლის და 2005 წლეებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილებები ადვოკატთა ასოციაციის შექმნისა და რეგულირების საკითხზე.
204 წლის გადწყვეტილებაში აღნიშნულია: „არც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატთა ტესტირების დაწესებს, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ იგი არის მინიმალური სტანდარტი იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ კვალიფიცირებულად იქნეს განხორციელებული ადამიანის ინტერესების დაცვა.
2005 წლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს, რომ: „იმის გამო, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მასზე არ ვრცელდება კერძო გაერთიანებებისათვის დამახასიათებელი ნებაყობლობითობის პრინციპი. ადვოკატის სტატუსის მისაღებად საჭიროა ასოციაციასი გაწევრიანება ...“ „ ...სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება ადვოკატურის ორგანიზაციის ფორმის საკითხს და კანონმდებლობის ნებაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ პროფესიის დაფუძნება - მისი ორგანიზაციის ფორმის არჩევა. ამასთან, მთავარია არ შეილახოს ადვოკატთა პროფესიის თვითრეგულირება და მართლმსაჯულების განხორციელების ფუძემდებლური პრინციპები“.
ზემოდასახელებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო კოლეგია ასევე მიუთითებს, რომ“: „საქართველოში ადვოკატებისადმი ისეთივე (ანალოგიური) მიდგომაა, როგორიცაა მაგალითად, გერმანიას და ავსტრიაში...“ „იძულებითი წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურ სამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დაარსა. მასში შერწყმულია კერძო და საჯარო ინტერესები, რომელთაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს ვერც სახელმწიფო და ვერც ცალკეული პიროვნება თავისი ინდივიდუალური ინიციატივით.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის ,ე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს ... ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მიმართება სადავო ნორმასა სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის მუხლებს შორის.
ამასთან, ვერ მოიყვანა სათანადო არგუმენტები, როგორც შეიძლება დარღვეულიყო ან მომავალში დაირღვეს კერძო სამართლის იურიდიული პირის, ამ შემთხვევაში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ეროვნული ასოციაციის უფლებები.
4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას სასამართლო კოლეგიამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობა თავისთავად გამორიცხავსკანონის მოქმედების შეჩერებას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე და 39-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე - საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის 391-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქრთველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონის 6802 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
2. ოთარ ბენიძე.
3.ლამარა ჩორგოლაშვილი.
4. ზაურ ჯინჯოლავა.