ირაკლი მჭედლიშვილი, ამირან ხარებავა, ავთანდილ გველესიანი და ზაურ ბაჯაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/326 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 26 აპრილი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: ირაკლი მჭედლიშვილი, ამირან ხარებავა, ავთანდილ გველესიანი და ზაურ ბაჯაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების წარმომადგენლები - მარინა ცუცქირიძე და ქეთევან უტიაშვილი; მოპასუხის წარმომადგენლები: იოსებ ლომაშვილი და სალომე მეზვრიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N326) მომართა მოქალაქეთა ჯგუფმა. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 14 აპრილს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის. სარჩელში მოყვანილია მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელეთა აზრით ადასტურებენ დავის საგნის საფუძვლიანობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ კიდევ ერთხელ დაასაბუთა სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლები დაეთანხმნენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-18 მუხლითა და 21-ე მუხლის მეორე პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად მოსარჩელეების: ირაკლი მჭედლიშვილის, ამირან ხარებავას, ავთანდილ გველესიანის და ზაურ ბაჯაძის 326-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1 .ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.