"იურიდიული პირების - ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კავშირი ''მიზანი - 2005'' - ის თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი; საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს კავშირის თავმჯდომარე - ელვარ კუპატაძე; საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირი ''აბჯარის'' თავმჯდომარე - იოსებ მესტიაშვილი; საქართველოს ძალოვანი ვეტერანების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ''იმედის'' მოვალეობის შემსრულებელი - არსენ რაზმაძე; საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე - კარლო გარდაფხაძე; ''საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის'' თავმჯდომარე - ვაჟა ჩადუნელი; საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების უფლებების დაცვისა და სოციალური დახმარების კავშირი ''იმედის'' თავმჯდომარე ნინო კვესაძე; სრულიად საქართველოს მეომარ ვეტერან-ინვალიდთა კავშირი ''ფარი და მახვილის'' თავმჯდომარე გენადი კვერნაძე, მთიანი რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლეთა ( ეკომიგრანტთა) უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაცია ''ხიხანი-უშბას''თავმჯდომარე - სიმონ შარაძე; საქართველოს პენსიონერ, ინვალიდთა, მოქმედ პოლიციელთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესებისა და სოციალური დაცვის კავშირი ''ღირსებას''თავმჯდომარე - თემურ კოზოლაშვილი; საქველმოქმედო კავშირი ''ვაკე-საბურთალოს 2002 - ის'' თავმჯდომარე - კარლო წულაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. "
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/366 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 31 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: იურიდიული პირები – ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კავშირი ,,მიზანი – 2005” – ის თავმჯდომარე – ნოდარ ცოტნიაშვილი; საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს კავშირის თავმჯდომარე – ელვერ კუპატაძე; საქართველოს პოლიციეს პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირი ,,აბჯარის” თავმჯდომარე – იოსებ მესტიაშვილი; საქართველოს ძალოვანი ვეტერანების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,იმედის” თავმჯომარის მოვალეობიუს შემსრულებელი – არსენ რაზმაძე; საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე _ კარლო გარდაფხაძე; ,,საქართველოს ჩერნობილელთაა კავშირის” თავმჯდომარე – ვაჟა ჩადუნელი; საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვლის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების უფლებების დაცვის და სოციალური დახმარების კავშირი ,,იმედის” თავმჯდომარე – ნინო კვესაძე’ სრულიად საქართველოს მეომარ, ვეტერან-ინვალიდთა კავშირი ,,ფარი და მახვილის” თავმჯდომარე – გენადი კვერნაძე; მთიანი რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლეთა (ეკო-მიგრანტთა) უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაცია ,,ხიხანი-უშბას” თავმჯდომარე – სიმონ შარაძე; საქართველოს პენსიონერ, ინვალიდთა, მოქმედ პოლიციელთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესებისა და სოციალური დაცვის კავშირი ,,ღირსებას” თავმჯდომარე –თემურ კოზოლაშვილი; საქველმოქმედო კავშირი ,,ვაკე – საბურთალო 2002”-ის თავმჯდომარე – კარლო წულაია ---- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” და ,, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” 2005 წლის 23 და 27 დეკემბრის საქართველოს კანონების, ,,პოლიციის შესახებ”, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ,, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”, ,,სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, ,, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მირებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ”, ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ”, ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის”, ,,სამხედრო მომსახურების სტატუსის შესახებ”, ,,ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებში - ,,ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” 2005 წლის 23 დეკემბრის კანონების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 32-ე მუხლებთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართება.
საქმის განხილვის მონაწილენი: საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური კავშირის ,,აბჯარის” თავმჯდომარე – იოსებ მესტიაშვილი. ,, საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის” თავმჯდომარე – კარლო გარდაფხაძე; საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს კავშირის თავმჯდომარე – ელვერ კუპატაძე და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ადვოკატი რობინზონ პაპიძე.
366-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია მიმდინარე წლის 1 მარტს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და მეორე პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 და 27 დეკემბერს მიიღო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონები, რამაც განაპირობა ზემოაღნიშნულ სადავო ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
მოსარჩელეთა განცხადებით, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეების, პენსიონერების, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, საჯარო მოსამსახურეებისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა სოციალური პირობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით ზოგ შემთხვევაში შემცირდა, უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ გაუქმდა ამ ცვლილებების მიღებამდე არსებული სოციალური შეღავათები, რითიც ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. კერძოდ, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკდემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა კომპენსაციის ოდენობა, გაცილებით ნაკლებია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილ 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედ შეღავათებთან შედარებით.
მოსარჩელეემმა აღნიშნეს, რომ ასევე დაზარალდნენ მეორე მსოფლიო ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის სტატუსის მქონე ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები. ,მ მათი ძირითადი პენსია შეადგენდა 45 ლარს, მაგრამ ,, სამხედრო, შინაგან საქმეთაა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთაა და მათი ოჯახის წევრთაა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრული დანამატების გათვალისწინებით, 129 ლარი ენიშნებოდათ. საკანონმდებლო ცვლილებებით ძირითადი პენსია 84 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ გაუქმდა მე-60 მუხლით დადგენილი დანამატები, რაც ჯამში 45 ლარით ნაკლებია მანამადე არსებულ პენსიასთან შედარებით.
ასევე, ,, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურის გარადაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება დარჩეთ მხოლოდ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომის უუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.მაშინ, როდესაც მანმადე არსებული კანონით, პენსია გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის ყველა წევრს ენიშნებოდა.
,,სახემლწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს კომპენსაცია ენიშნება განცხადების წარდგენის დღიდან, მაშინ, როდესაც მანმადე არსებული ,, სამხედრო, შინაგან საქმეთაა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში ასევე გაუარესდა კომპენსაციის განაწილების წესი, რომლის თანახმად, გარდაცვლილის კომპენსაციის 75% პროპირციულად ნაწილდება ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის მაშინ, როდესაც ,, სამხედრო და შინაგან საქმეთაა ორგანოების სამსახურიდან თადარგიში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთაა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრს ენიშნებოდა სარგო პენსიის მთლიანი ოდენობის 40-50%. აასევე, ამავე კანონის 45-ე მუხლის თანახმად, არ მოხდა პენსიების გადასინჯვა შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით და სამხედრო ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერენების შესახებ” საქართველოს კანონი მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლებში შეღავათების 90% გაუქმდა. მათ შორის შეღავათიანი პირობებით ერთჯერადი კრედიტის მიღება და სხვა. მოსარჩელეთა აზრით, აგრეთვე გაუარესდა იმ ვეტერანების მდგომარეობაც, რომლებიც პენსიის მირების უფლებას სამსახურში ყოფნის პერიოდში ინარჩუნებდნენ. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,, სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში კომპენსაციის მიღების უფლება უწყდებათ.
მოსარჩელეთა განცხადებით, ასევე, არაკონსტიტუციურია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის სესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმად, გაუქმდა დასახელებული კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა ოფიცრებისათვის ნამსახურები წლების მიხედვით თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე დანამატების მიღების უფლებას. შეიცვალა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურის ყოველწლიური შვებულება განისაზღვრება მხოლოდ 30 კალენდარული დღის ოდენობით.
,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები გავრცელდა შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომის უუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე, მაშინ, როდესაც ძველი ნორმებით, სოციალური დაცვის ღონისძიებების მიღების უფლება ჰქონდათ გარდაცვლილის ოჯახის შრომისუუნარო მშობლებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, სტუდენტ შვილებსა და სხვა შრომისუუნარო წევრებს.
მოსარჩელეთათვის მიუღებელია ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლის ახალი რედაქციით იმ ნორმების გაუქმება, რომლებიც ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლების აკრძალვას დროებითი შრომისუუნარობისას. აასევე გაუქმდა ამავე კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საშვებულებო დახმარებები.
მოსარჩელეების განცხადებით შეიცვალა ასევე ,, პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის დებულებები, რომლებიც ითვალიწინებდა პოლიციელის სოციალურ დაცვას. ცვლილებაა ასევე შეტანილი ,,ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლში. აღნიშნული ცვლილებებით, მოსამსახურების შვებულების პერიოდი შემცირდა 30 დღემდე და ჩამოერთვათ წელთა ნამსახურებისათვის დანამატისა და საშვებულებო დახმარებების მიღების უფლება.
,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ამოღებით, გაუქმდა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის სუბსიდირების განხორციელება ცენტრალური ბიუჯეტიდან. აასევე, ,,შრომის კანონთა კოდექსიდან” ამოღებულ იქნა მე-80 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და უწყებებში დასაქმებულ პირთა ხელფასებსა და პენსიებზე დანამატების დაწესებას 50%-ის ოდენობით.
დასახელებული სადავო ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, მოსარცელეების აზრით, ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას ასევე საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს. კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-7, 22-ე, 25-ე, 28-ე და 30-ე მუხლებს. აასევე, ეკონომიკური, სოციალური და კულუტურული უფლებების შესახებ” სართაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, მე-8 მუხლის 3 პუნქტს, მე-9 მუხლის პირველ პუნქტს. ,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-13, მე-14 და მე-17 მუხლებს, რომლებიც ეხება ყოველი ადამიანის თანასწორობისა და სოციალური დაცვის უფლებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ- საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, პენსიონერების, სამხედრო და შინაგან საქმეთა მორგანოების მოსამსახურეების, საჯარო მოხელეების დარღვეული უფლებების აღდგენას. კერძოდ, სადავო კანონებში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე 2005 წლის 23 და 25 დეკემბრის საქართველოს კანონების საქმის არსებითი განხილვის გარეშე განმწესრიგებელ სხდომაზე არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 32-ე მუხლებთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების და მოსარჩელე მხარის განმარტებათა საუფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითდ განსახილველად მიღება- არმიღებასთან დაკავშირებული გარემოებები.
1. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო აქტები ეხება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების, ომისა და სამხედრო ძალების, ვეტერანების, პენსიონერების, პოლიციელების, დაზვერვის მოსამსახურეების, სამხედრო მოსამსახურეების, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, საჯარო მოსამსახურეების მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების – სოციალური დაცვის გარანტიებს, დასახელებულ პირთა სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, პენსიის ოდენობის განსაზღვრას, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აგრეთვე ეხება სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს. მაგალითად, 2005 წლის 23 დეკემბერს შევიდა ცვლილებები და დამატებები ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე8 მუხლით დადგინდა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნოლ პირთა კომპენსაციის გაანგარიშების ახლებური წესი, რომლის თანახმად, დასახელებულ მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგი პირობებით: ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0,75%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; ბ) 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; გ) 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1,25%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე; დ) 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1,5% ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა ასევე მანმადე არსებული დანამატები. გგუქმდა აღნიშნული კანონის მე-60 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ფასიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მონაწილეთათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლებას. სადავო აქტები ეხება ასევე ზემოთ დასახელებულ სხვა სოციალური შეღავათების დადგენის და მისი ოდენობის განსაზღვრის წესს.
2. მოსარჩელეთა მიერ საქართველოს კონსტიტუციის დასახელბულ დებულებებთან დაკვშირებით, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელე მხარე მოითხოვს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ,, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პრორესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს”. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სახელმწიფოს აკისრებს მოვალეობას, იზრუნოს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-
ეკონომიკური განვითარებისათვის. პირველი წინადადების თანახმად, კონსტიტუცია გულისხმობს რეგიონების ფაქტობრივ თანასწორობას, თანაბარი სოციალური პირობების თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის მეორე წინადადებაში მოთხოვნის შესაბამისად, მაღალმთჳანი რეგიონეის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნვესაყოფად კანონმდებელმა დაადგინა შეღავათები, რომლებიც ასახულია ,, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, გაატაროს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პილიტიკა თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, გააძლიეროს მაღალმთიან რეგიონებში სოციალურ- კულტურული აქტივობა, განავითაროს მრეწველობა, რაციონალურად გამოიყენოს ადგილობრივი რესურსები და დაასაქმოს მოსახლეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, ,, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილია შეღავათები. ხოლო რაც შეეხება მის ოდენობას, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს აღნიშნული საკითხის კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან შეღავათების და მისი ოდენობის დადგენა, ამ კონსკრეტულ შემთხვევაში, არ განეკუთვნება საკონსტიტუუციო სასამართლოს კომპეტენციას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში. შაარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით”. საქართველოში უმუშევრად დარჩენილ პირთა სტატუსს განსაზღვრავს და მათ დასაქმებას აწესრიგებს კანონი ,,დასაქმების შესახებ”. კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი წინადადება გულისხმობს არა მარტო უმუშევრის სტატუსის განსაზღვრას და სამუშაოს პოვნაში დახმარებას, ასევე პირის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას, მოხელეს, კომპენსაციის სახით, ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
4. მოსარჩელე მხარე ასევე მოითხოვს სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილებისა”. დასახელებული მუხლი უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას, როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ნორმას. ჲუმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნები, რომლებიც მას სხვებისაგან განასხვავებენ და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის ან ენის შენარჩუნებიასკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სადავო აქტები არ ეხება უმცირესობებს და საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს სადავო აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე, რადგან არ არსებობს სადავო აქტების მიმართება კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან.
5. სასარჩელო მოთხოვნა ასევე ეხება, სადავო აქტების კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თვისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან”. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლი არ ადგენს ქცევის განსაზღვრულ წესს, რამდენადაც არ შეიცავს აკრძალვას ან ნებართვას. შესაბამისად, ამ მუხლით არ არის განმტკიცებული რომელიმე უფლება. აამ მუხლით, ძირითადი უფლება თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. კონსტუიტუციურ სარჩელში აღნიშნული დავის საგნის კონსტიტუციურობის დადგენისას, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმსჯელოს მხოლოდ იმ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით უშუალოდ არ არის გათვალისწინებუ;ლი, მაგრამ გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ თვითონ უნდა დაასაბუთოს მისი ის დარღვეული უფლებები, რომელსაც კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებს და გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან. კონსტიტუციის პრინციპები შეიძლება იყოს დაწერილი და დაუწერელი. დდაწერილი პრინციპი გამოხატულია კონსტიტუციური ნორმებით, ხოლო დაუწერელი სამართლის პრინციპი მკაფიოდ არ არის გამოხატული სამართლის ნორმაში და გამომდინარეობს სამართლის ერთიანი სისტემიდან. მაგალითად, თანაზომიერების პრინციპი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება ჩარევა უფლებების სფეროში. სასამართლო მიიჩნევს, რომ თანაზომიერების პრინციპი უნდა დაიცვას კანონმდებელმა მოქალაქეთაა სოციალური დაცვის გარანტიების მოწესრიგებისას, რაც გულისხმობს, რომ უფლების შეზღუდვა გონივრულად უნდა შეესაბამებოდეს ძირითადი უფლებების მნიშვნელობას. ჲუფლების შეზღუდვა და ინდივიდისათვის დამდგარი ზიანი გონივრულად პროპორციული უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესისა. თანაზომიერების პრინციპი ბოჭავს ყველა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის კანონმდებელსაც. ამრიგად, კონსკრეტული მოქალაქეებისათვის პენსიის, დანამატების და დახმარებების დანიშვნა და მისი ოდენობის დადგენა, ხდება სახელმწიფოს ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მოიყვანა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა სადავო აქტების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
6. მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სადავო აქტების, განმწესრიგებელ სხდომაზე საქმის არსებითად განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობას, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 254-ე მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგენელ სხდომაზე გამოაქვს განჩინება სადავო აქტის მიუღებლობისა და სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ცნობილია არაკონსტიტუციურად.
7. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,, საკონატიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასატურებენ კონტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. კერძოდ, სადავო აქტების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან. ხოლო, ამავე კანონიუს მე-18 მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
8. მოცემული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღების ან არ მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გამოსარკვევ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელეთა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის შესწავლის საფუძველზე გამოარკვია, რომ სარჩელი შემოტანილია რამოდენიმე იურიდიური პირის მიერ ერთობლივად. აღნიშნული დასტურდება როგორც კონსტიტუციურ სარჩელზე დართული, შესაბამისი იურიდიული პირების წესდებათა ასლებით, ისე სარჩელის შემოტანის დროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობითაც.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი აწესრიგებს იურიდიული პირების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტიუს ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ…საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომდარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი”. დასახელებული მუხლის ნორმა უკვე განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 25 ივლისის №1/14/335 განჩინების შესაბამისად, ,,ორგანული კანონის ამ დებულების სიტყვასიტყვითი განმარტებიდან ჩანს, რომ იურიდიულ პირს, როგორც მოსარჩელეს, უფლება აქვს იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლების დარღვევაზე. ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმატიულ აქტებსა და მოსარჩელის უფლებებს შორის”.
გასაჩივრებული აქტები აწესრიგებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც ეხება გარკვეული კატეგორიის ფიზიკური პირების შესაბამის სოციალურ უფლებებს და არა მოსარჩელის, როგორც იურიდიული პირის უფლებრივ მდგომარეობას, რაც სადავო აქტებით შეუძლებელია მოწესრიგდეს. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგია ვერ მიიჩნევს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნას დაცულად და მოსარჩელე იურიდიულ პირებს, მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილ სუბიექტებად. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის ათანახმად, ,,კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ”.
კონსტიტუციურ სარჩელზე თან დართული რწმუნებულების შინაარსიდან მართალია ირკვევა, რომ იგი გაცემულია მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციებში გაწევრიანებულ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად და საკონსტიტუცო სასამრთლოში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, ეს გარემოება არ ცვლის ვითარებას. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია მოსარჩელე იურიდიული პირების და მათი წევრების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ფიზიკური პირების უფლებათა ერთმანეთთან გაიგივება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გამოხატა თავისი აზრი პირველი კოლეგიის 2005 წლის 25 ივლისის #1/14/335 განჩინებაში. ამრიგად, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში წარმოდგენილ სარჩელს არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მოსარჩელეთა უფლებრივ მდგომარეობას არც ის გარემოება ცვლის, რომ მათ როგორც იურიდიულ პირებს წესდებაში უწერიათ სადავო აქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების უფლებების დაცვა. სასამართლო კოლეგია კვლავ მიუთითებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პიუნქტის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სასამართლო კოლეგია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციურ სარჩელს საერთოდ და, მით უფრო, ასეთ განსაკუთრებულ შემთხევაში, როდესაც სარჩელი ეხება ადამიანის სოციალური დაცვის გარანტიების მოწესრიგებას, შესაბამისი არგუმენტაცია, დასაბუთება და საფუძვლიანობა მოეთხოვება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-41 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანო ნის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 366-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეხება - ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ”, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სამხედრო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” 2005 წლის 23 და 27 დეკემბრის საქართველოს კანონების, ,,პოლიციის შესახებ”, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”, ,,სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შეახებ”, ,,სადაზვევრო საქმიანობის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ”, ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის”, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, ,,ჩერნობილის, ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებში ,,ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” 2005 წლის 23 დეკემბრის კანონების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუცოიის 31-ე, 32-ე მუხლებთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით;
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, შეიმუშაოს და განიხილოს საკანონმდებლო წინადადებები ერთი და იმავე კატეგორიის, დამსახურებისა და წოდების პირთა, თანაბარი სოციალური უზრუნველყოფის მიზნით;
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,
2. ოთარ ბენიძე,
3. ლამარა ჩორგოლაშვილი,
4. ზაურ ჯინჯოლავა.