საქართველოს მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/2/394 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, |
თარიღი | 2 მარტი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ჯონი ხეცურიანი - წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩილიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „ბადრი ნანეტაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილების კონსტიტუციუტობა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიამრთებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ბადრი ნანეტაშვილი, მოსარჩელის წარმომდეგენელი როინ ხიჯაკაძე, მოპასუხე - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ გვარამია, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი ბათარ ჩანქსელიანი.
I
1. 2006 წლის 4 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის № 394) მომართა მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილმა. შაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2006 წლის 7 ივლისს გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საკონსტიტუცი სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწეასრიგებელი სხდომა ჩატარდა 2006 წლის 20 და 25 ივლისს. 2006 წლის 31 ივლისს №2/9/394 საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილის კონსტიტუციური სარჩელი „ ბადრი ნანეტაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 2006 წლის 9 ოქტომბრის №59 საორგანიზაციო პლენუმზე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების ახალი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებული კონსტიტუციური სარჩელები განმეორებით განაწილდა 2006 წლის 14 ნოემბერს. №394 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ახალ შემადგენლობას.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-40 მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლებში.
3. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიიჩნევს, რომ „ბადრი ნანეტაშვილის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ პუნქტს და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს. მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს ბადრი ნანეტაშვილს არგანუხორციელებია ის კანონდარღვევები, რაც მითითებულია პარლამენტის სადავო დადგენილებაში და საფუძვლად დაედო მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს ბადრი ნანეტაშვილს არ დაურღვევია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები, რაგდანაც საქართველოს პაელამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარედგინა კანონმდებლობის სრული დაცვით დადებული ხელშეკრულებები არ იყო დეკლარირებული, მცდარია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა და არც საწარმოს წარმოადგენდა მესამე პირებთან ურთიერთობაში, რადგან თავისი წილი სამართავად ჰქონდა გადაცემული სხვა პირისათვის და არც საზოგადოების დირექტორი იყო. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ არ არის სარწმუნო იმ პირთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურბენ საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ნანეტაშვილის მიერ საწარმოს ხელმძღვნელობითი და წარმომადეგნლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, რადგანაც შესაბამისი მოლაპარაკებები ასახულია ხელშეკრულებაში და ამ ხელშეკრულების თანხმად, ბადრი ნანეტაშვილი მოლაპარაკებაში არანაირი ფორმით არ მონაწილეობდა.
II
1. 2007 წლის 20, 22, 27 ტებერვალს და 2 მარტს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ღია სასამართლო სხდომები. კოლეგიამ დაიწყო №394 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, მოისმინა მომხსენებელი მოსამართლის მოხსენება საქმესთან დაკავშირებით, მოსარჩელესა და მოპასუხის განმარტებები..
2. 2007 წლის 28 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით მომართ მოსარჩელე ბადრი ნანეტაშვილმა. განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარგებლობს რა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით, უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვს, შეწყდეს საქმის განხილვა.
3. „საკონსტიტუციო სმართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სწორედ ამ მიზანს ისახავს მოსარჩელე ბადრი ნანეტაშვილის მიერ 2007 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილი განცხადება. მოსარჩელის უარი სასარჩელო მოთხოვნაზე იწვევს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შედეგს, საქის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №394 (საქართველოს მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ჯონი ხეცურიანი