ჯონი ფირცხელავა საქართველოოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1523 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ჯონი ფირცხელავა |
თარიღი | 6 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტი;
ბ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ (თანდართული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ;
გ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;
დ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსMIA20 01292993 „დადგენილება“საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას-ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. პუნქტი სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისსაყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტები: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები: 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავი- რუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ (თანდართული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. პუნქტი სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისსაყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტები: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები: 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრუ ლო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო- სვა ნეთის მთავარი სამმართველო №ეპ832433 * ელექტრონული საჯარიმო ქვითრი; 2020წლის 17 აპრილი. ფიზიკური პირის 3000 ლარით დაჯარიმების შესხებ. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. პუნქტი სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისსაყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტები: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები: 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო MIA 2 20 01292993 „დადგენილება“.საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ; 2020წლის 12 ივნისი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. პუნქტი სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისსაყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტები: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: 1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები: 2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. 3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ
ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტია
დმინისტრაციული პასუხისმგებლობას -ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის ოდენობით. 2.საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ (თანდართული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისდადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო- სვანეთის მთავარი სამმართველო №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითრი; 2020წლის 17 აპრილი. ფიზიკური პირის 3000 ლარით დაჯარიმების შესხებ;საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო MIA 2 20 01292993 „დადგენილება“.საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ; 2020წლის 12 ივნისი. ოთხივე აქ დასახელებული აქტის მიზეზით ვარ დაზარალებული მოქალაქე, რადგან -გავხდი მსხვერპლი აქ დასახელებული აქტების და მათი გამომცემი პირების მიზეზით:მოცემულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელე სადავოდ
ვხდი უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლების დარღვევას, შესაბამისად მსგავსი
ფორმით უფლების დარღვევის შემთხვევაში სახეზე გვაქვს „რეალური მსხვერპლის“ კატეგორია და დასტურდება ჩემი, როგორც მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გათვალისწინებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში - „დარღვე ულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების საფუძვლებს, რომელთაგან არცერთი გარემოება სახეზე არ ა რის.კონსტიტუციური სარჩელი ფორმით სრულ შესაბმისობაშია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის
მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს აქვს კონსტიტუციური შესაძლებლობა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდ გახადოს ნორმატიული აქტი კონსტიტუციის მე-2 თავში მოთავსებული მუხლებთან მიმართებით. ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. სარჩელის არსებითად მიღების დასაბუთებაში დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება კონსტიტუციის მე-2 თავთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას და ის არ სცდება მე-2 თავის საზღვრებს, რადგანაც ჩვენს მიერ დასახელებული ყველა მუხლი, რომელსაც არღვევს სადავოდ გამხდარი ნორმატიული აქტები მოთავსებულია კონსტიტუციის მეორე თავში და თითოეული მათგანი ადგენს უფლებაში ჩარევის ფორმალურ საფუძვლებს, რომლის დარღვევის ფაქტსაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სასამრთლო საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური ან იურიდიული პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობასსაქართველოსკონსტიტუციის
მეორეთავითაღიარებულიადამიანისძირითადუფლებებთან დათავისუფლებებთანმიმართებით;,საკონსტიტუციო სასამართლოსშესახებ” საქართველოსორგანულიკანონის 39-ემუხლისპირველიპუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისშესაბამისად;
ჩვენს შემთხვევაში ასევე დარღვეულია იგივე მუხლის ე) პუნქტი, არარსებობს ჩვენი სარჩელის საკონსტიტუციო
სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები;
საქართველოს ორგანული კანონის 39 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო
სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია
უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებები და თავისუფლებანი.
კონსტიტუციური სარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართლოს შესახებ კანონის საქართველოს
ორგანული კანონის 313მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის მოთხოვნებს და დასაშვებია
რადგან:-წარმოდგენილია კანონით დადგენილი როგორც ელექტრონული ისე ქაღალდის ფორმით;
-შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
-მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
-სადაო საკითხები სადაო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
-სადაო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს და სადაო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის
გარეშე; ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებულია გასაჩივრებული ნორმატიული აქტების უშუალო კავშირით, ჩემს სამართებლივ ინტერესებთან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს
თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე
თავით აღიარებული მათი უფლებანი .
ჩემი უფლებები დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის #1დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
და საქართველოს მთავრობის 181 დადგენილებით, რადგან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა აღმოჩნდა გამოუვალ
სიტუაციაში იმის გამო რომ საქართველოს მთავრობამ არ შექმნა სათანადო პირობები ცხელი ხაზი რამდენიმე ნომრის მითითებით და მხოლოდ 112-ზე გავხდით დამოკიდებული, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სულ დაკავებული იყო და შეუძლბელი იყო სასაწრაფო დახმარების დროულად გამოძახებაც, რის გამოც იძულე ბული გავხდით თავად გვეძებნა გამოსავალი სასაწრაფო დახმარების გასაწევად მიმდებარე ქუჩებში მოგვეძებნა ექიმები და მოგვეყვანა დასახმარებლად:
ასევე არ იყო შექმნილი ცხელი ხაზი , სადაც შესაძლებლობა მოგვეცემოდა დაგვერეკა, გვეთქვა მარშრუტი და გადაადგილე ბაზე როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით არ შეგვქმნოდა პრობლემები, თუ პატრული გაგვაჩერებდა და ამის გამო მე გავხდი მსხვერპლი, რადგან წამლების შესაძენად გამოსულმა და დისტანციურად რიგში მდგომმა ვერ მოვასწარი საგანგებო რეჟიმის დაწყებამდე სახლში დაბრუნება საკუთარი ტრანსპორტით , რადგან სხვა სახის ტრანსპორტის მოძარაობა შეზღუდული იყო პატრულმა კი არც იკითხა თუ რატომ ვარღვევდი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას, მკითხა მხოლოდ ნებართვათუ მქონდა, რომ ვმგზავრობდი და მე უპასუხე რომარ მაქვს და ვაპირებდი ამეხსნა, რომ სახლში მეჩქარებოდა და წამოვიწყე საუბარი, მაგრამ პატრულმა საბუთები ჩამომართვა და პირდაპირ საჯარიმო 3000 ლარიანი ქვითარი გამომიწერა, მიუხედა- ვად იმისა რომ ავარული ციმციმა მქონდა ჩართული და ისე მივიჩქაროდი სახლში ჩემი ავადმყოფების დასახმარებლად:
ამ ოდენობის საჯარიმო ქვითრით ისედაც დევნილობაში მყოფი და სახელმწიფოსგან 45 ლარიანი დახმარების მქონე
პირს შემელახა პატივი და ღირსება, რადგან გაუგონარი , ჯარიმა დამეწერა, მაშინ, როდესაც ისედაც დევნილობაში მყოფი ძლივს ვირჩენდი თავს, შემელახა ჯანმრთელობა ნერვიულობით იმაზე თუ როგორ უნდა გადავიხადო 3000 ლარის ოდენო-ბის ჯარიმა?! სახელმწიფო და მთავრობა ასეთ დღეში არ უნდა გვაყენებდეს და უკიდურეს მდგომარეობაში არ უნდა გვაგდებდეს პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილებები?! სად 45 ლარიანი შემწეობა სახელმწიფოსგან, სად 150 ლარიანი საარსებო მინიმუმი, ქვეყანაში არსებული უმუშევრობა, უხელფასობა და სად 3000 ლარიანი ჯარიმა ფზიკურ პირებზე ხაზინის შესავსებად?
მე როგორც იურისტი, როგორც დევნილი ღირსებაშლახული ვარ პრეზიდენტის და მთავრობს ამ გადაწყვეტილებით,
მიუხედავად იმისა, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდა როგორც დეკრეტი, ისე მთავრობის დადგენილება #181,
მიუხედავად ამისა იმ დროს დაწესებული ჯარიმას მოქალაქეებს მაინც აკისრებენ გადასახდელად, დაზარალებული
ერთერთი იმ ათასთაგან მე თავად ვარ და შესაბამისად მოგმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან
ჩვენნაირ მდგომარეობაში ჩაყენებულია ათასობით ადამიანი,უფლებების შეზღუდვასთან ერთად ფინანსური
დარტყმით მოყენებული მორალური და ფსიქოლოგიური ტრავმიდან ჯერაც არ ვარ გამოსული და მადგას სულიერი
ტკივილი იმის გამოც რომ დევნილებს სახელმწიფომ 45 ლარიანი შემწეობა დაგვიწესა, ხოლო ჯარიმის სახით პრეზი- დენტმა და მთავრობამ კი 3000 ლარი ფიზიკურ პირზე გადასახდელად, ხომ უნდა ეფიქრა როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობის წარმომადგენლებს მათი ასეთი გადაწყვეტილება და ამ ოდენობით ჯარიმის დაწესება მითუმეტეს საგანგებო მდგომარეობის დროს გაუსაძლის ტრავმას მიაყენებდა ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს?! და სხვა ფაქტობრივი გარემოებები რომელსაც ქვემოთ ავსახავ გახდა ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის მთავრი მიზეზი: სხავა სასამართლოებში თავს დაცულად ვერ ვიგრძნობდი და პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს მოგმართეთ, რომ დავიცვა ჩემი დარღვეული უფლებები:ჩემი კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონ- სტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს:უფლებამოსილი ვარ შემოვიტანო საკონ- სტიტუციო სარჩელი, რადგან სადაო სამართლებრივი აქტებით წამერთვა საკუთარი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის და მათი სიცოცხლის გადარჩენის უფლება, რადგან იძულებული ვიყავი ჩემი ოჯახის ორი წევრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასახსნელად საგანგებო წესები დამერღვია, რადგან დისტანციურად მომიწია წამლების შეძენისათვის რიგში დგომამ, ვითხოვე, რიგში მდგომი ადამიანების წინაშე ბოდიშის მოხდით გადამეცა წამლების სია და
ფული წამლების შესაძენად რიგში პირველივე მდაგრი ადამიანისთვის, მეთხოვა ჩემი წამლებიც შეეძინა, ვცდილობდი, რომ არ მომსწრებოდა 12 საათი რომ დროულად მიმეწსრო ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის დასახსნელად, მეგონა 12 საათამდე მოვასწრებდი წამლების ყიდვას, მაგრამ დაახლოებით 28 წუთი დამაგვიანდა, როგორც კი წამლები გადმომეცა ავტომანქანა ავარიული ციმციმას ჩართვით დავძარი და მინდოდა მიმესწრო ჩემი ოჯახის წევრების გადასარჩენად, ამ დროს პატრულმა გამაჩერა და მკითხა ნებართვა თუ მქონდა, ვუპასუხე არა და დავაპირე მდგომარეობის ახსნა, მაგრამ საბუთებ გამომართვა და ყოველგვარი კითხვისა და ახსნა-განმარტების გარეშე პირდაირ გადმომცა 3000 ლარიანი საჯაიმო ქვითარი, რის გამოც თავადაც ძალიან ვინერვიულე და მეც ცუდად გავხდი და სახლში მისულს წამლებით მასულიერებდნენ. საგანგე- ბო წესების დარღვევა გამოიწვია დისტანციურად რიგებში დგომამ. სამართალდარღვევა გამოწვეული იყო უკიდურესი აუცი ლებლობით და ოჯახურ მდგომარეობათა დამთხვევის გამო, ჩვენი უფლებების შეზღუდვამ, პირადად მე და ჩემი ოჯახი და- აზარალა: გავასაჩივრე იმავე დღესვე ელექტრონული ქვითარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, რადგან
დისტანციურად მოქმედებისთვის ადგილზე საპატრულო პოლიციაში პირობები არ იყო შექმნილი/გთხოვთ იხილოთ
საჩივარი რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის:/
ზუგდიდის რაიონული სასამართლოსთვის რომ მიგვემართა ადმინისტრაციული სარჩელით საქმეს თბილისში
გადააგზავნიდნენ, რადგან სადაო აქტები რომელსაც აქ ვასაჩივრებ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს
პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გამოცემულია, ხოლო საპატრულო პოლიციაში მიღებული დადგენი
ლება კი ჩემი უფლებების დარღვევით არის გამოცემული, შესაბამისად, გადავწყვიტეთ რომ ჩემს საქმეზე საკონსტი
ტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს: სრულიად მიუღებელია დევნილობაში მყოფი პირისთვის, ქვეყნად არსე
ბული უმუშევრობის ფონზე და თვითდასაქმებასაც რომ ვერ ვახერხებთ მოქალაქეები3000 ლარის ოდენობის
ჯარიმის გადახდაზე პასუხისმგებლობის აღება, მაშინ როდესაც სახელმწიფოსგან დახმარების სახით 45 ლარი გეეძლევა, პროფესიით იურისტი ვარ და დასაქმების საშუალება არ არის და თვითდასაქმებასაც ძლივს ვახერხებთ პურის ფული რომ გამოვიმუშაოთ, ამ დროს 3000 ლარის ოდენოით ჯარიმის დაკისრება თითოეული ჩვენს მდგომარებაში მყოფი პირის ფლებების დარღვევაა და მათ შორის შეილახა ჩემი პატივი და ღირსება და ჩემი უფლებებიც, როდესაც საქათველოს მთავრობის განკარგულებით შეიზღუდა ჩვენი უფლებები, რის გამოც შესაძლებელი იყო ამ შეზღუდით ჩვენი ოჯახის ორი წევრის სიცოცხლე ფატალურად დამთავრებულიყო ფორმალური მხარის მოწესრიგებისთვის რომ მეყურა;
- ამიტომ უნდა არსებულიყო ქვეყანაში 112-ის გარდა ცალკე გახსნილი ცხელი ხაზი, რა დროსაც, მოქალაქე დარეკავდა, მიუთითებდა მარშრუტს წამლების შესაძენად აფთიაქამდე და ისევ სახლში დაბრუნებაზე სატრანსპორტო საშუალებით და არ მოხდებოდა ჩემი დაჯარიმებაც. სახელმწიფოს და მთავრობას უნდა ეზრუნა, ან მუნიციპალიტეტში ყოფილიყო ცხელი ხაზი გახსნილი მსგავსი შეტყობინების მისაღებად ან საქართველოს მასშტაბით, რომ თავი დაგვეღწია ასეთი ოდენობით ჯარიმების დარიცხვისაგან; ოჯახში ორი ადამიანი გამიხდა ცუდად და 112-ზე ვერ ვრეკავდით დაკავების ზარი იყო სულ, და როდემდე უნდა გვეცადა ან ვისთვის უნდა მიგვემათთა დახმარებისთვის? ამიტომ იძულებული გავხდით ექიმი მეზობელი ქუჩიდან მოგვეყვანა , სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მისი გამოწერილი წამლების შესაძენად აფთიაქში წავსულვიყავი:
პროფესიით იურისტი ვარ, კანონმორჩილი და მესმის რას ნიშნავს კანონი დაარღვიო..მაგრამ არც პრეზიდენტის
დეკრეტი #1 და არც მთავრობის დადგენილება#181 არ შეიცავს მონაცემებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
გაწევის დროს როგორ მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც დახმარების გაწევის მიზნით სატრანსპორტო საშუალების
გამოყენება უწევს:არც ერთი ნორმალური ადამიანი არ გადადგამს ნაბიჯს კანონის წინააღმდეგ უკიდურესად
აუცილებელი მიზეზის არსებობის გარეშე კანონი დაარღვიოს და მიზანიმართულად ჯარიმა მოიპოვოს: ჩვენი უფლებების შეზღუდვით და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედების არარსებობის მიზეზით ჩვენ რატომ უნდა გადავიხ ადოთ 3000 ლარი, თუ სახელმწიფომ, პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ აქტებში არ ჩადო შეზღუდვების პარალელურად რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვის ბერკეტები, გადაუდებელი და კრიტიკული მდგომარეობის არსებობის დროს,რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თავი დაგვეცვა ამ ოდენონის ჯარიმების გამოწერისგან?!
ერთი წესის დარღვევა 3000 ლარი ღირს და ამდენწლიანი დევნილობაში უსახლკაროდ ყოფნა და ქირით ცხოვრება
45 ლარით არის შემწეობის სახით სახელმწიფოს მიერ დარიცხული თავს დამცირებულად ვგრძნობ; თან ჩემი ოჯახის
წევრები ინვალიდობის სტატუსით და პენსიებზე მყოფები არიან და სახელმწიფო ამ საგანგებო რეჟიმის და ქვეყანაში
მიმდინარე ინფლაციის დროს დაგვეხმარა წინმსწრებად პენსიების დარიცხვით და არა განსაზღვრული კომპენსაცი-
ებით, როგორც ეს ხდებოდა დემოკრატიულ სხვა ქვეყნებში. როგორ გადავიხადო 3000 ლარიანი ჯარიმა? აბა გათვა-
ლეთ 45 ლარიან შემწეობას და 150 ლარიან საარსებო მინიმუმს რამდენჯერ აღემატება დაწესებული 3000 ლარიანი
ჯარიმა: სახელმწიფო და მთავრობა ჩვენი უფლებების დამცველი უნდა იყოს, ჩვენ კი აქ ასახულ ნაწილში სრულიად
დაუცველები ვართ და შეურაცხყოფილები ამ 3000 ლარიანი ჯარიმით, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოა
უფლებამოსილი ის არაკონსტიტუციურად ცნოს და დაიცვას საკუთარი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ქვეყანაში
არსებულ უმძიმეს სოციალურ ფონთან პირისპირ აღმოჩენილი ადამიანების მიმართ ასეთი შუსაბამო ჯარიმებისგან:
სადაო აქტების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
სადაო აქტების კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუწყვიტავს.
სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
დაცულია კანონით დადგენილი სარჩელის შეტანის დადგენილი ვადა.
გთხოვთ მიიღოთ ჩემი სარჩელი განსახილველად. მიუხედავად იმისა, რომ მე ამოწურული არ მაქვს ყველა
შესაძლო ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი, რადგან ჩემი საკითხი პირდაპირ საკონსტი ტუციო სასამართლოს განსჯადია, სხავა სასამართლოებში კი ისევ ხელახლა დაზარალებას ვერ ავცდებოდი. თან პი- რადად ჩემი გადასაწყვეტია, რომელ სარჩელს სად შევიტან და როგორ დავიცავ ჩემს უფლებებს.
1) საჩივრით მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, იმის გამო რომ ელემენტალურად საპატრულო პოლიციის
დეპატამენტში ზუგდიდში არ იყო დისტანციურად მიმართვის საშუალება მოგვარებული და მოქალაქეებს გვიწევდა
ცენტრში მხოლოდ საფოსტო გზავნილით დოკუმენტაციის გადაგზავნა და ამ სახით მიმართვით და შემდგმ რეგიონში
გადმოგზავნით საჩივრების გადაგზავნა/გადმოგზავნა, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო ადგილზეც ყოფილიყო ეს
პრობლემა დისტანციური მოქმედებისთვის მთავრობის მიერ მოგვარებული - ამ ნაწილშიც დავზარალდი და
დაირღვა ჩემი უფლებები: როცა მეზღუდება გადაადგილება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პირობები,
რომ შეზღუდვის არსი გამართლებული იყოს.?!
2)იმის გამო რომ სახელმწიფომ თავის სტრუქტურულ ერთეულებში ვერ მოაგვარა დისტანციური მიმართვის
უზრუნველყოფა, ამით ასევე შეილახა ჩვენი უფლებები, რადგან მაშინ როდესაც ტრანსპორტი გაჩერებული იყო
და ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა გვიწევდა ადამიანებს ფოსტაში გასასავლელად, იძულებული ვხდებოდით
სახლიდან გამოვსულიყავით და საგანგებო ვითარებაში ქუჩაში სიარული გვიწევდა, მაშინ მითხარით შეზღუდვის არსი?!
3) თან საფოსტო გზავნილებში თანხების გადახდაც გვიწევდა, მაშინ როდესაც ინტერნეტით შესაძლებელი იყო
უპრობლემოდვე მოგვეგვარბინა საჩივრის გადაგზავნა/გადმოგზავნის პროცედურა. დისტანციურად მუშაობა არავის
არ აუკრძალავს, ამდენად, საპატრულო პოლიციაც იყო უფლებამოსილი დისტანციურად ემუშავათ და დოკუმენტაცია ადგილზევე მიეღოთ:
ჩემი კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკისათვის რადგან „მე ვარ
მსხვერპლი“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული #1დეკრეტის და საქართველოს მთავრობის#181
დადგენილების ფონზე დაწესებული შეზღუდვების; ჩემი კონსტიტუციური სარჩელი მაგალითი იქნება სახელმწიფო
მოხელეებისათის, საჯარო სამსახურის მოხელეებისათვის სამართლებლივი უფლებების შემზღუდავი აქტების
გამოცემისას იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის პრინციპებიდან
გამომდინარე და ჩვენი უფლებების დარღვევის მსგავსად მომავალში მაინც არ დაარღვიონ სხვა ადამიანის
უფლებებიც, ხოლო ჩვენს დარღვეულ უფლებებზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს სათანადო
გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენსავე ქვეყანაში მოქალაქეები ვიყოთ დაცულები.
ადამინაის უფლებების შეზღუდვაზე ორიენტირებული აქტები ისე უნდა იყოს გამოცემული, რომ არ ილახებოდეს
პირის უფლებები, არ ილახებოდეს პირის ღირსება, არ ილახებოდეს საჭირო და გადაუდებელი მოქმედების კანონმდებ- ლობის დაცვით განხორციელების უფლება, რომ მოქალაქეს მიეცეს საშუალება დაეხმაროს ოჯახს და ოჯახის წევრებს, რომ იხსნას მათი სიცოცხლე. ამიტომ ადამიანი იძულებული ხდება ოჯახი დააყენოს პირველ პლანზე და შემდეგ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი და მთავრობის დადგენილებები, როცა სათანადი სერვისები არ არის შექმნილი და ისე არის შეზღუდვები დაწესებული. სადაო აქტები რომელიც არ შეიცავს ჩვენს მდგომარეობაში ჩავარდნილი პირის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ მონაცემებს და რეგიონში არ იყო შექმნილი პირობებიც, რომ შეზღუდვები უპრობლემოდ ჩავლილიყო ასეთი შემზღუდავი აქტები მითითებული სადაო ნორმებიდან გამომდინარე
არაკონსტიტუციურად უნდა გახდეს ცნობილი.
რა კორონა ვირუსს მოუკლიხარ და რა დაუხმარებლობით და წამლებიის მიუღებლობით ფატალურ მდგომარეობამდე პიროვნების მიყვანას. ფაქტია რომ საქართველოს მთავრობა მოუმზადებელი შეხვდა ამ საგანგებო რეჟიმს, არ იყო გახსნილი შესაბამისი დანიშნულებით ცხელი, ხაზი, ხოლო 112-ზე ზარის გაშვება და შედეგის მიღწევაც შეუძლებელი იყო, რადგან ხაზი სულ იყო გადატვირთული, რის გამოც ჩვენც ვიზარალეთ; რომ არ ყოფილიყო ცხელი ხაზი გადატვირთული და მიეღოთ ჩვენი შეტყობინება, სასაწრაფო დახმარების ბრიგადა იქნებოდა სახლში ავადმყოფების დასახმარებლად გამოძახებული და მათ მიერ შექმნილი ბლანკი მექნებოდა, .რომ არ დამრიცხოდა გადასახდელად პატრულის მიერ 3000 ლარიანი ჯარიმაც; წამლების შეძენის ქვითარიც გადავაგდე, რა ვიცოდი, რომ პატრული დამაკავებდა;
უფლებადამცველი: „დაჯარიმების დღესვე მოვახდინეთ საინფორმაციო საშუალებებში მასალების გაშვება და ამ
სახითაც გამოვხატეთ პროტესტი: პატრულში წარდგენილი იყო საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ
გავრცელებული ინფორმაცია ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მიეწოდა საპატრულო პლიციას
საჩივარს თანდართულად: ეს რეგულაციები 17 აპრილს იმ დროს გამოქვეყნდა როცა მე უკვე დამაჯარიმეს: რეგულაციებში მითითებულია რომ სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილება დასაშვებია,მაგრამ არ არის განსაზ- ღვრული ავტომანქანითაც დასაშვებია თუ არა, და მხედველობაში ისიც არის მისაღები, რომ მთავრობამ არ დასვა კრიტიკული და სასწრაფო დახმარების დროს ავტომობილით მოძრაობა არ იყოს აკრძალული: მოსახლეობა
მოპედებით, მოტოცილებით და ველოსიპედებით არ იყო უზრუნველყოფილი და ამ ვითარების გათვალისწინე-
ბითაც ამ საშუალებებს ვერ შეიძენდა ქვეყანაში შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარეც, რაც არასწორია და
ჩვენი უფლებების შემლახავია, რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს:
მთავრობის დადგენილებაში და რეგუაციებში ასევე არ არის ჩადებული შშმ პირების მდგომარეობის ასახვით
რეგულაციები დარეგულირებული: 1-ლი და მე-2 ჯგუფის შშმ პირებს, რომლებიც საკუთარი ფეხით ვერ გადადადგილდებიან და მათ ტრანსპორტით მოძრაობაც აუკრძალო, ნამდვილად მიუღებელია: აბა ნახეთ მთავრობის რეაგულაციაში შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით რაიმე სახის ბერკეტი თუ არის ჩადებული?! ასევე არასწორია რეგულაციებში ასახული შემდეგი ჩანაწერი: რომ სამედდიცინო მომსახურებაზე გაცემული უნდა იყოს ცნობა, მაგრამ ამ ცნობის აღებას, რიგებში დგომას, ფორმალური მხარის მოგვარებას,გადაადგილებას ფეხით ცნობის ასაღებად შეძლებს 1 და მე-2 ჯგუფის შშმ პირი? რატომ არ იყო დაშვებული გადადაგილება შშმ პირის დამადასტურებელი ცნობით, ფლეშკით, რომელიც უვადოდ არის გაცემული იმიტომ რომ დაავადება ქრონიკულია და განკურნებას არ ექვემდებარება? რაში დასჭირდა მთავრობას სამედიცინო დახმარების გასაწევად ამდენი ფორმალურობების დაწესება, რა ახალაღებულ ცნობაში სხვა დიაგნოზი ჩაიწერებოდა თუ რა?
რაც შეეხება ელექტრონული ნებართვების მოპოვებას, ესეც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, არ შეიძლება
ხალხი სიღატაკეში გყავდეს და ინტერნეტით სარგებლობას და კომპიუტერებით ცნობის აღებას რომ სთავაზობდე:
რა თქმა უნდა ვისაც ეს საშუალებები აქვს გამოსაყენებლად კი, მაგრამ ვისაც არა აქვს იმან რა ქნას? მაგალითად
გასაჩივრებული მასალების „ვაიბერით“ გადაგზავნა მოითხოვეს და ასეთი ტელეფონი, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს,ჩვენს დგომარეობაში მყოფ დევნილების უმეტესობას არ აქვს: ამის გამო მომიწია ფოსტით მასალების გადაგზავნამ: ამას არ ჯობდა ადგილზე შეექმნათ სერვისი, სადაც მომსახურებას მორიგეობით გასწევდა პატრულის წარმომადგენელი დისტანციურად ერთი ფანჯრის პრინციპით?
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლი რამდენიმე სახისაა: რეალური
მსხვერპლი,პოტენციური მსხვერპლი და ჰიპოთეტური მსხვერპლი. მე კი ვარ რეალური მსხვერპლი. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალური მსხვერპლის კატეგორია მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც დასტურდება,რომ კონკრეტული რეგულირებით განხორციელდა მოსარჩელის ძირითადი უფლებებით ან თავისუფლებებით დაცული სფეროს შეზღუდვა;მოცემულ შემთხვევაში როგორც საქართველოს ერთერთი დაზარალებული მოქალაქე კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ ვხდი უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლების დარღვევას, შესაბამისად მსგავსი ფორმით უფლების დარღვევის შემთხვევაში სახეზე გვაქვს „რეალური მსხვერპლის“ კატეგორია და დასტურდება ჩემი, როგორც მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გათვალისწინებულია„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში - „დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“
საყურადღებოა, რომ დაირღვაუფლებებისშეზღუდვისკონსტიტუციითდადგენილისტანდარტი:
- პრეზიდენტისმიერ, რომელმაცუფლებებისშეზღუდვისკანონსიტუციითმისთვისმინიჭებულიუფლება-
მოსილება, მთავრობასგადაანდო;- პარლამენტისმიერ, რომელმაცდაამტკიცაპრეზიდენტის#1დეკრეტი, რომლითაც გადანდობა განხორციელდა;- საქართველოს მთავრობის მიერ, რომელსაც გააჩნდა გონივრულისაფუძველიიმისგანსა ჭვრეტად, რომ მას არ გააჩნდა უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმური უფლებამოსილება და დელეგირებით ეს პრობლემა ვერ გადაილახებოდა.ქვეყანაში განხორციელებული შეზღუდვებითმოსახლეობას გვადგას მორალური, ფსიქოლოგიური, ფინანსური ზიანი და ზარალი, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მაგალითი უნდა მისცეს ხელისუფლებას, რომ დაუშვებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა, თუ ის ზიანს აყენებს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას და მათ შორის შეილახა ჩემი, უფლებები.
1. არკონსტიტუციურადუნდაიქნასცნობილისაქართველოსმთელტერიტორიაზესაგანგებომდგომარეობისგამოცხა
2. დებასთანდაკავშირებითგასატარებელღონისძიებათაშესახებჩემს შემთხვევაში საქართველოსპრეზიდენტის N1 დეკრეტისმე-8 მუხლის 1 პუნქტი ფიზიკური პირის 3000 ლარით დაჯარიმების ნაწილში და ასევემისსაფუძველზეგამოცემულიდაასევესასარჩელომოთხოვნაშიდასახელებულინორმატიულიაქტები, ვინაიდან ისინი გამოცემული არის ფორმალური კონსტიტუციური მოთხოვნების დარღვევით, ეწინააღმდეგებაკონსტიტუცითგარანტირებულძალაუფლებისდანაწილებისპრინციპსდა ჩემთან ერთადვე ლახავსათასობით ჩემნაირ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამინისუფლებებს.პრეზიდენტის #1 დეკრეტიით დარიცხული ჯარიმა 3000ლარი;წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსის მუხლი 27: ჯარიმასთან ციტატა:„მოქალაქეებისათვის,და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები.3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი არღვევს საქართველოს კონსტიტუცია თავი მეორე; ადამიანის ძირითად უფლებებს მე-9 მუხლის მე-2 ნაწილს, რადგან არაადამიანურია და დამამცირებელი ასეთი ჯარიმის გამოყენება ფიზიკური პირის მიმართ; ფიზიკური პირები მოიცავს მოქალაქეებს და თანამდებობის პირებს: ჯარიმა პრეზიდენტმა ალბათ დააწესა 3000 ლარის ოდენობით თანამდებობის პირების მაღალი ხელფასების გათვალისწინებით და დაივიწტყა ფიზიკური პირების მეორე კატეგორია საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც არ გააჩნიათ ხელფასები, არ არიანდასაქმებულები, ხოლო თვითდასაქმებით არც ერთი პირი მოაგროვებს თვეში 3000 ლარს; ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ესმოდეს რა დღეშია საქართველოს დაუსაქმებელი და დევნილობაშიმყოფი მოსახლეობა და დაწესებული ჯარიმები ტვირთადარ უნდა აწვებოდეთ რიგით მოქალაქეებს, რადგან ფიზიკურ პირებს საქართველოში პრეზიდენტის მიერ დაწესებული ჯარიმისოდენობის ხელფასები სინამდვილეში არა აქვთ ; დევნილების შემწეობა 45 ლარია, საარსებო მინიმუმი კი 150 ლარი, ასეთ პირობებში 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაწესება ადამიანის ღირსების შემლახავი და დამამცირებელია და უნდა მოხდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა; საყურადღებოა რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში პრეზიდენტის მიერ დაწესებული ჯარიმის ოდენობისელემენტალურად ხელფასი არ აქვთ; შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტის #1 დეკრეტი თავად არღვევს კონსტიტუციას და კანონს, დამამცირებელია ასეთი ჯარიმის გამოყენება, რადგან ილახება საქართველოს კონსტიტუციის თავი მეორე ადამინაის ძირითადი უფლებები ფიზიკური პირის ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი და პრეზიდენტის დეკრეტი#1-ის მე-8 მუხლის 1 პუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი.რადგან მიუხედავად იმისა რომ დეკრეტი #1 და საქართველოს მთავრობის დადგენილება#181 ძალადაკარგულად გამოცხადდა. ის მაინც ზიაანსაყენებს იმ მოქალაქეებს რომლებიც მისი ძალაში ყოფნის დროს დაჯარიმდნენ, რაც ასევე არაკონსტიტუციურია და უნდა გაუქმდეს იმ დროს დაწესებული ჯარიმებიც, რადგან ათასობით დაჯარიმებულ პირს შვება მიეცეს და იხსნას საკუთარი ოჯახები ამ ოდენობით ჯარიმების გადახდისაგან. ეს ნაწილი არ უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ მოახლოებული არჩევნების დროს პიარისათვის და მანამდე უნდა გაუქმდეს:
სარჩელის არსებითად მიღების დასაბუთებაში დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეეხება კონსტიტუციის მე-2 თავთან დაკავშირებულ უფლებამოსილებას და ის არ სცდება მე-2 თავის საზღვრებს, რადგანაც ჩვენს მიერ დასახელებული ყველა მუხლი, რომელსაც არღვევს სადავოდ გამხდარი ნორმატიული აქტები მოთავსებულია კონსტიტუციის მეორე თავში და თითოეული მათგანი ადგენს უფლებაში ჩარევის ფორმალურ საფუძვლებს, რომლის დარღვევის ფაქტსაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელი. ვართ საქართველოს მოქალაქეები, საკონსტიტუციო სასამართლოს მივიჩნევთ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების თუ კანონიერი ინტერესების დაცვის ეფექტურ მექანიზმად.
თუკი კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მომწესრიგებელი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გამართულ და ჯეროვან ფუნქციონირებას, ისევე როგორც, საქმის განხილვის და გადაწყვეტის პროცესი სათანადოდ ვერ ხორციელდება, თავად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, როგორც სამართლებრივი ბერკეტი აზრს კარგავს და საფრთხე ექმნება კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას. ვინაიდან, თუ „არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის...არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა...შეზღუდული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის 1/466 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების დროულად, ჯეროვნად და ეფექტურად განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფლებების სრულყოფილი დაცვა უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის 3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.4).
(„საკონსტიტუციოსამართალწარმოებისშესახებ“ საქართველოსკანონისმე–14 მუხლის დარღვევას ჩვენი მხრიდან ადგილი არა აქვს ყველა ფაქტი, არგუმენტი ,მტკიცებულებბები, ვიდეომასალა იურიდიულად ძალისმიერია, სიყალბეს ადგილი არა აქვს, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების საფუძველი ფაქტიურად არ არსებობს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ჩვენ მიერწარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის მიზანია არაკონსტიტუციურობის აღმოფხვრა, რაც დღეს კონკრეტულ ზიანს აყენებს მოსარჩელეს და ათიათასობით სხვა ადამიანსაც. ჩვენი მიზანია, შეფასება მიეცეს რამდენად კონსტიტუციურია საქართველოს პრეზიდენტის #1 დეკრეტის მე-8 მუხლი1 პუნქტი საგანგებო მდგომარეობის დროს „ჩვენი შემთხვევით“ გათვალისწინებული ფიზიკური პირის/მოქალაქეების/ დაჯარიმება 3000 ლარით: ასევე მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რომლებიც არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებდაკოვიდ 19-თან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე ვრცელდებოდა, და რომელმაც კონკრეტული ზიანი მიაყენნა ჩვენს ოჯახს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მოსარჩელეს და ასევე ათიათასობით სხვა ადამიანს;
სარჩელისმიზანი ასევეა ის, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, განისაზღვროს საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებების შეზღუდვის სწორი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც გახდება გზამკვლევი მოქმედი თუ მომავალი ხელისუფლებებისთვის. არც პრეზიდენტის დეკრეტი #1 და არც საქართველოს მთავრობის #181 დადგენილება არ შეიცავს შშმ პირებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემამსუბუქებელ ბერკეტებს, როგორც გადადადგილების ისე სამედიცინო დახმარების გაწევის ნაწილში:
სადავო ნორმები კი, მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ოთხივე სადაო აქტი შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) საქართველოს პრეზიდენტის#1 დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტი; ფიზიკური პირის ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი; 2020 წლის 21 მარტი; - წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 27: ჯარიმასთან ციტატა:„მოქალაქეებისათვისდა თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები“.საყურადღებოა რომ მუხლი 27 ჯარიმა ფიზიკური პირები ასევე დაყოფილია: მოქალაქეებად და თანამდებობის პირებად:ფიზიკურ პირებს/მოქალაქეებს/ საქართველოში პრეზიდენტის მიერ დაწესებული ჯარიმის ოდენობის ელემეტაალურად ხელფასი არ აქვთ;დასაქმებულები არ არიან და თვითდასაქმებით შეუძლებელია 3000 ლარი ჯარიმის ოდენობის ხელფასი მოიპოვო, შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტის #1 დეკრეტი თავად არღვევს დასახელებულ კანონს და თანამდებობის პირების ხელფასებით განსაზღვრავს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით და არ ითვალის წინებს დაუსაქმებელ რიგით მოქალაქეებს, დამამცირებელია ასეთი ჯარიმის გამოყენება, რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან ილახება საქართველოს კონსტიტუციის თავი მეორე ადამინაის ძირითადი უფლებები ფიზიკური პირის ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი და პრეზიდენტის დეკრეტი#1-ის მე-8 მუხლის 1 პუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ის ზიანს აყენებს როგორც მოსარჩელეს ასევე მოსარჩელის მდგომარეობაში აღმოჩენილ ათიათასობით მოქალაქე და მათ ოჯახებს. ამდენად, 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი არღვევს საქართველოს კონსტიტუცია თავი მეორე; ადამიანის ძირითად უფლებებს მე-9 მუხლის მე-2 ნაწილს, რადგან არაადამიანურია და დამამცირებელი ასეთი სახდელის გამოყენება/მოქალაქე/ ფიზიკური პირის მიმართ, რადგან ამ კატეგორიის ფიზიკურ პირებს საქართველოში პრეზიდენტის მიერ დაწესებული ჯარიმის ოდენობის ხელფასები არა აქვთ; დევნილების შემწეობა 45 ლარია, საარსებო მინიმუმი კი 150 ლარი, პენსიები 220 ლარი, ქვეყნად უმუშევრობაა და დასაქმებულია მხოლოდ მოსახლეობის 10 პროცენტი და 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაწესება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ღირსებისშემლახავი და დამამცირებელია და უნდა მოხდეს დეკრეტი#1-ის მე-8 მუხლის 1 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მაშინ როდესაც დევნილის დახმარება 45 ლარია, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 150 ლარი: სახელმწიფოს არ მოუხდენია საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით მოსახლეობისთვის კომპენსაციით დახმარების გაწევა და კრიტუკულ პერიოდში წინმსწრებად პენსიის ჩარიცხვით შემოიფარგლა მხოლოდ, ამ ოდენობით ჯარიმის დაწესებაზე პრეზიდენტს ხელი არ უნდა მოეწერა ამ დეკრეტისთვის, რადგან ამით შეილახა ჩვენი სახელი, პატივი, ღირსება, უფლებები, მოგვადგა ტკივილი, ნერვიულობა, რადგან გაუგონარია ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა 3000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს; საქართველოს პრეზიდენტმა სიღატაკეში მყოფ საკუთარ ხალხს დაუწესოს უკიდურესი აუციებლობით საგანგებო წესის დარღვევაზე 3000 ლარი,და საკუთარი ჭერის გარეშე დევნილობაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მთავრობა შემწეობის სახით 45 ლარს უწესებდეს შეურაცხყოფილები ვართ:
მინდა გითხრათ რომ პრეზიდენტის დეკრეტი#1-თ შეგველახა პატივი და ღირსება და აღმოვჩნდით დამამცირებელ გარემოებაში, რისი უფლებაც პრეზიდენტს არ აქვს რადგან ჩვენ გვიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ადამიანის ღირსება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დაცულია; არავის არა აქვს უფლება, მათ შორის პრეზიდენტს დამამცირებელ გარემოებაში გვამყოფოს და სახელმწიფო ხაზინაში მისამართად ერთ უკიდურესი აუცილებლობით დამდგარ დარღვევაზე 3000 ლარის გადახდა მაიძულოს: საკონსტიტუციო სასამართლო არის უფლებამოსილი პრეზიდენტის #1 დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტი გადაიხედოს და არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს,ხოლო ამ დეკრეტის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლდნენ დაჯარიმებული მოქალაქეები, რომ გვეშველოს ჩვენც და ჩვენს მდგომარეონბაში მყოფ ათიათასობით ადამიანს.დაუშვებელია დეკრეტი უკვე ძალადაკარგულუ იყოს, ხოლო მისით მოყენებული ზიანი გადასახდელად იყოს დაწესებული დეკრეტის მოქმედების დროს დაჯარიმებული პირების წინააღმდეგ:ბ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალებოდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (გარდა მოტოციკლისა ) გადაადგილება. - ეს ნაწილიც არის გადასახედი,რადგან აღნიშნული არ შეიცავს იმ საგანგებო და კრიტიკულ მდგომარეობაში დასაშვები იყოს ავტომობილითაც გადადადგილებაშშმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით: ასევე არ შეიცავს შშმ პირების გათვალისწინებით ტრანსპორტის გამოყენების მონაცემებს: რა ქნას 1 და მე-2 ჯგუფის მქონე შშმ პირებმა, რომელთაც ფეხით გადადგილება არ შეუძლიათ, ველოსიპედითა და მოპედებითაც ვერ ივლიან და დაუდგათ გასვლის უკიდურესი აუცილებლობა? რა პასუხს აძლევს მთავრობა და პრეზიენტი აქ დასახელებულ კატეგორიას, რომლის უფლებებიც დააარღვიეს? ხომ უნდა იყოს შეღავათბი დადეგენილებაში გაწერილი, რომ არ მოხდეს ასეთი ადამიანების არც შეზღუდვა და დაჯარიმებაც? როგორც პრეზიდენტის მიერ გამოცემული #1 დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტი, ისე საქართველოს მთავრობის #181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი და ამ აქტებით დამდგარი შედეგები ელექტრონული ქვითარი 3000 ლარის მითებით და საპატრულო პოლიციის დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან არ შეიცავს შშმ პირების დაცვისთვის სათანადო ბერკეტებს გადაადგილების ნაწილში: შეღავათების გათვალისწინება უნდა იყოს ჩადებული კანონში, რომ საჭიროებისას მოქალაქემ ეს შეღავათები გამოიყენოს: ყველაფერი რომ აუკრძალო ადამიანს, და ისედაც შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირს, დაუშვებელია და აშკარად საფრთხის შემცველია ისედაც ჯანმთელობაშერყეული შშმ პირებისთვის: შეზღუდვებმა ჩვენი ოჯახი კინაღამ ფატალურ მდგომარეობამდე მიიყვანა. წამლების შეასძენად გასული პირიც დააჯარიმესს და კიდევ უარეს დღეში ჩაგვაგდეს:
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის მიზანია ფორმალური არაკონსტიტუციურობის აღმოფხვრა, რაც დღეს კონკრეტულ ზიანს აყენებს როგორ მე ისე ათიათასობით სხვა ადამიანს. ჩვენი მიზანია, შეფასება მიეცეს რამდენად კონსტიტუციურია მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რომლებიც დღეს არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე ვრცელდება, და რომელმაც კონკრეტული ზიანი მიაყენა როგორც ოჯახს ისე მოსარჩელეს, ისევე როგორც ათიათასობით სხვა ადამიანს; სარჩელის მიზანი ასევეა ის, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, განისაზღვროს საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებების შეზღუდვის სწორი კონსტიტუციური სტანდარტი, შშმ პირების ნაწილშიც, რომელიც გახდება გზამკვლევი მოქმედი თუ მომავალი ხელისუფლებებისთვის.
საყურადღებოა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქმედებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 18.უკიდურესი აუცილებლობით, რა დროსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ე.ი. იმ საფრთხის ასაცილებლად რაც ემუქრებოდა უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ მისი ოჯახის ორ წევრს ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე და არანაირად არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებით და 3000 ლარიანი ჯარიმიით მოყენებული ზიანი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი, რადგან გამორიცხული არ იყო უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი შშმ პირების სიცოცხლე მედიკამენტებით დაუხმარებლობით ფატალურად დამთავრებულიყო.
/ჯანმრთელობის უკიდურესი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რომელიც საჩივარს თანდართული იყო არის მტკიცებულება აქ ასახული სამართალდარღვეავათა კოდექსი მუხლი 18 „უკიდურესი აუცილებლობის “ გამამართლე ბელი, რაც შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა შეეფასებინა გადაწყვეტილბის მიმღებ პირს რომელმაც გამოსცა დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,,,მაგრამ არ მოხდა მტკიცებულებების მხედველობაში მიღება და არ დაკმაყოფილდა საჩივარი: პატრულმა ისიც ვერ აღიქვა რატომ იყო შშმ პირის ცნობაზე 2012 წელი მითითებული: 2019 წელი მითითებული 1998 წელი მითითებული 2018 წლის ფორმა #100 მტკიცებულებაში ჩადებული და რადგან განახლებული 2020წლის მდგომარეობით არ იყო მიწოდებული, ჩათვალა რომ ეს ცნობები ძველია და ახალი თარიღებით არ არის მოწოდებული და საპატიოდ არ შეიძლება ჩაითვალოსო. პატრულის მიერ ცნობაში ასხაული ჩანაწერები რომ წაეკითხა და საქმის არსში გარკვეულიყო, ასეთ ჩანაწრრს დადგენილბაში არ ჩააწერებდა. ჰბედურება ის გახლავთ, რომ არ წაუკითხავს და არ გაცნობია ამ მტკიცებულებებს: მაგალითად რას ნიშნავდა რომ შშმ პირის სტატუსის ამსახველი 2012 წლის ფლეშკა იყო წარდგენილი და ეს იმაზე მიუთითებდა რომ 2012 წლიდან პირისთვის უვადოდ იყო შშმ პირის ცნობა გაცემული და ჯგუფი მნიშვნელოვნად შეზღუდული ნიშავდა მე-2 ჯგუფს: ეს ცნობა მუდმივია და არ იცვლება, რომ 2020წლის მდგომარეობით წარგვედგინა, რადგან ეს არის შეზღუდვის სტატუსის მტკიცებულება, რა დროსაც ამ ფლეშკის გაცემის ვადა არ იცვლება, რადგან პირის სტატუსთან არის დაკავშირებული: იგივე არის 2019 წლის გოგოლა ჯიშკარიანის შშმ პირის ცნობა, რომელიც გაცემულია 2019 წელს და მიკუთვნებული აქვს მკვეთრად გამოხატული“ შშმ პირის სტატუსი, ამ ცნობის გაცემის თარიღიც არ იცვლება და მუდმივია: 1998 წლის საარქივო ცნობით მტკიცდებოდა რომ 1993 წლიდან დასტურდება რომ ჯონის მამა ჯამბული ფირცხელავა ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი აფხაზეთიდან გადმოყვანილი; და ჯანმრთველობაშერყეულია დღემდე ორი ტყვია სხეულში აქვს და ამოღებას არ ექვემდებარება: პატრული კი ამ ცნობის შინაარსის არსშიც არ ჩაწვდა და აქ ასახული მტკიცებულებები ვადაგასულად ჩათვალა და შემამსუბუქებელ მდგომარეობად არც ერთი მათგანი არ შეაფასა; ასევეა სხვა მტკიცებულებებიც შეუფასებლად დატოვებული მხოლოდ თარიღების გამო;:
ეს ყველაფერი იმისი ბრალია რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვა მომხდარი არის ცალმხრივად და უკვე გადაწყვეტილებამიღებულზე მიმიწვიეს მე როგორც უფლებადამცველი და არ მომეცა საშუალება დამეცვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონმდებლობის დაცვით რადგან სხდომა არ ჩატარებულა და ერთპიროვნულად მაცნობა პატრულ-ინსპექტორმა; ადმინისტრაციული საქმის განხილვა ადმინისტრაციაში როდესაც ხდება, ერთი კვირით ადრე დოკუმენტაცია უნდა იყოს გაცვლილი მხარეებისთვის, მაგრამ მიუხედავად ჩემი წერილობითი მიმართვისა პირდაპირ საჩივარშივე მქონდა ჩადებული გადმოეცათ ჩემთვის სამკერდე ვიდეომასალა და სხვა მტკიცებულებები თუ არსებობდა რამე პირის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ნაწილიც დაირღვა და ჩემი 22 ივნისის წერილობითი მიმართვის საფუძველზე 23 ივნისს გადმომეცა „ცდ“დისკით ვიდეომასალა სასამართლოში წარსადგენად:
საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორმა სამართალდამრღვევი პირის მიმართ პირდაპირ ჯარიმა გამოიყენა სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი26. „გაფრთხილების“ გამოყენების გარეშე და თავად დაარღია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 24-ის /ადმინისტრაციული სახდელების სახეობა/ 1 ნაწილის ა) პუნქტი: „გაფრთხილება“ ეს ნორმა კანონით იმიტომ არის დაწესებული რომ პირველ შემთხვევაზე პატრულმა გამოიყენოს „გაფრთხილება“, ხოლო თუ პირი ერთხელ უკვე არის „გაფრთხილებული“ და დაუშვა ხელმეორედ სამართალდარღვევა, ამ დროს უნდა იყოს ჯარიმა სახდელად გამოყენებული: საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ყველა პირობა აქვს იმისათვის რომ შემთხვევის ადგილზევე გადაამოწმოს სამართალდამრღვევის პირადი მონაცემები და შესაბამისად გამოიყენოს სახდელის სახეობა, მათ შორის ჯარიმა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 26. გაფრთხილება. როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა გამოაქვთ წერილობითი ფორმით კანონმდებლობით გათვალისწინებილ შემთხვევებში, გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესითაც;იმის გამო, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის განმხილველმა პირმა სზაკ 96-ე მუხლის შესაბამისად არ შეაფასა მტკიცებულებები, ჯონის მდგომარეობა ჩათვალა რომ დაჯარიმებულ პირს არ გააჩნია შემამსუბუ ქებელი გარემოებები, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები:
23 ივნისს გადმოცემულ პატრულის სამკერდე ვიდეოთი გადაღებულ ვიდეოფაილში კარგად ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოძრაობდა „საავარიო ციმციმა ჩართული,“ როცა პატრულმა გააჩერა მაშინაც არ არის საავარიო ციმციმა გამორთული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა გამოწვეული იყო სამართადარღვევათა კოდექსი მუხლი 18 „უკიდურესი აუცილებლობით;“ საყურადღება რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვაზე რეგულაციის დაწესების დღესვეა 17 აპრილს პირი დაჯარიმებული: საყურადღებოა ისიც, რომ იმ დროს არ იყო დაწესებული უფლების გათვალისწინებით ცნობების გაცემა დაწესებული და პატრული ითხოვს ნებართვაზე ცნობას, რაც პირს არ გააჩნია, დაჯარიმებული პირი ცდილობს უთხრას რომ სახლში მიიჩქრის და გადაუდებელი მდგომარეობა აქვს, მაგრამ პატრულს მიაქვს დოკუმენტაცია და უსიტყვოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აჯარიმებს პირს. კადრზე ასევე ჩანს თუ როგორ აწვდის პატრულ-ინსპექტორი პირდაპირ გამოწერილ ჯარიმას, ასახელებს პრეზიდენტის დეკრეტს და სათანადო მუხლს, უხსნის რომ 10 დღიანი ვადა აქვს გასაჩივრების და ასე მთავრდება მათი ურიერთობა; არ ეკითხება პირს, რამ გამოიწვია მისი მდგომარეობა, რომ დაერღვია საგანგებო წესი, რაც პატრულის ეთიკური ნორმების დარღვევაზეც მიუთითებს. კანონმდებლობა თუ ითვალისწინებს ჯერ „გაფრთხილებას“ და შემდეგ„ჯარიმის“ გამოწერას, და საჯარიმო ქვითარი თავად მუთითებს პირი არ არის სამართალდამრღვევი და მას აქვს 100 ქულა, არ ყოფილა დაჯარიმებული, საკითხავია რატომარ შეასრულა პატრულმა საკუთარი ვალდებულება „საავარიო ციმციმა ჩართული“ ავტოსატრანსპორტო მძღოლისთვის შეასბამისად მიეცა „გაფრთხილება“: ქვითრით, ან სხვა წერილობითი ფორმით;„საავარიო ციმციმას დანიშნულება“ პატრულს ყველაზე უკეთესად უნდა ესმოდეს, რომ პირი ავარიულს იყენებს უკიდურესი აუცილებლობის დროს. პატრულს არ უნდა ესმოდეს რა დროს იყენებს მძღოლი ავარიულს და ამის შემდეგ მაინც ხომ იყო შესაძლებელი პირდაპირ ჯარიმა პირის მიმართ არ გამოეყენებინა?! საქმეში არ დევს გაფრთხილების გამოწერის მტკიცებულება: ქულების რაოდენობა 100 ქულა და დარღვევა 0 ქულა;არ უნდა იყოს შემამსუბუქებელი გარემოება?
ახლა რაც შეეხება ჯარიმას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მუხლი 27. ასევე ითვალისწინებს ჯარიმას: ამ ნაწილში მკაფიოდ არის მითითებული, რომ მოქალაქეებისათვის და თნამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები:
ახლა საკითხავია ფიზუკურ პირზე 3000 ლარიანი ჯარიმა რა ოდენობის ხელფასის შესაბამისადაა გათვლილი?! საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაშვებული „მოქალაქეების უფლებების“ დარღვევა ამ ოდენობის ჯარიმის გამოყენების ნაწილში, ასევე მთავრობის დადგენილების აქ დასახელებული სადაო მუხლი ჯიქურ და პირდაპირ გამოიყენა ყოველგვარი „გაფრთხილების “გარეშე საპატრულო პოლიციამ: ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს საჯარიმოების პირდაპირ „გაფრთხილების“ გამოყენების გარეშე პირისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერას: მითუმეტეს როცა საქმე ეხება 3000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირისთვის დასარიცხ ჯარიმას:
პატრულმა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მოძრაობდა ავარიული ციმციმათი, -ამას ყურადღება არ მიაქცია და შემამსუბუქებელ გარემოებადაც არ ჩათვალა ეს მდგომარეობა, პირი სატარანსპორტო საშუალებას მართავდა სასკ მუხლი 18 უკიდურესი აუცილებლობით, არც უფიქია რომ პატრული წამოეწეოდა და გაჩერებას მოსთხოვდა, რომ გააჩერა ავტომანქანა მაშინაც ციმციმა არ გამოურთავს, რადგან ეს არის ნიშანი იმისა, რომ მას გადადაგილება უწევდა განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, პატრულმა ყოველგვარი მიზეზის დადგენის გარეშე პირდაირ გამოწერა 3000 ლარიანი ჯარიმა და გადასცა პირს: ქვითრის გადმოცემის შემდეგ რაიმე სახის ახსნა-განმარტების გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, თან სასაწრაფოდ უნდა მიმესწროოსაკუთარი ოჯახის წევრებისთვის, რომ ფატალურად არ დამთავრებულიყო მათი სიცოცხლე, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ამ ოდენობის ჯარიმის გამოწერით კინაღამ გული გაუჩერდა და სახლში მისული ისიც მოსასულიერებელი გახდა:საქართველოს ადმინისტრა ციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 34/ადმინისტრაციული სამართალდარღვისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებაც იყო პატრულისთვის საჩივრის ფორმით მიწოდებული, რომელიც მიუთითებდა რომ ოჯახური გარეოებათა დამთხვევის გამო იყო ჩადენილი სამართალდარღვევა უკიდურესი აუცილებლობით: და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იცავდა სასკ 34-ე მუხლის მესამე ნაწილის შემამსუბუქებელიგარემოება, თუმცა პატრულმა დადგენილებაში არც ერთი მათგანი არ ასახა და 3000 ლარიანი ჯარიმის ძალაში გადასახდელად დატოვებით ხელმეორედ მიაყენა მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა პირმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ დაჯარიმებულ პირს:
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხსმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს არც იმ დროს როცა გააჩერეს და ჯარიმა გამოუწერეს და არც შემდეგ ადგილი არ ჰქონია;საჯარიმო ქვითარში ასახულია რომ პირს შესამცირებელი ქულა 0 უწერია დარჩენილი კი 100 ქულა აქვს: რაც იმაზე მიუთითებს, რომ პირი არ არის სამართალდამრღვევი და შესაძლებელი იყო პატრულს ჯარიმა არც გამოეწერა და გაფრთხილება მიეცა: მითუმეტეს როცა საჯარიმო ქვითარი გასაჩივრდა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ და საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს ეს ნაწილი თავად უნდა გადაემოწმებინა და ყველა ბერკეტი ჰქონდა იმისათვის რომ ჯარიმის გადახდისგან პირის გათავისუფლება მოეხდინა და დადგენილება „გაფრთხილების“ გამოყენებით შეეცვალა, მაგრამ 3000 ლარის გადახდის ვალდებულება ძალაში დატოვა;
პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს გაუსაძლისი ტრავმა კი არ უნდა მიაყენოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს გაუგონარი და შოკისმომგვრელი 3000 ლარიანი ჯარიმის დაწესებით, არამდ ეს ჯარიმა უნდა ყოფილიყო თუნდაც საარსებო მინიმუმთან შეფარდებული: მოსახლეობა რომ დაუსაქმებელია, ხელფასები არა აქვთ, თვითდასაქმებული კი 4000 და 5000 ლარს ვერ მოიპოვებს ფიზიკური შრომით,ოჯახისთვის საზრდოს ძლივს შოულობს ადამიანი დევნილობაში და სიდუხჭირეში ცხოვრების დროს და 3000 ლარიან ჯარიმას როცა აწესებდა პრეზიდენტი და მთავრობა, მაშინ როდესაც ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი აქვს, რატომ არ იფიქრა საკუთარ ხალხზე? საკუთარი ხელფასიდან გამოიყვანა ხელფასის ერთი მესამედი, როგორც მუხლი 27. ჯარიმის ნაწილი განმარტავს? საიდან მოიტანოს დევნილმა კაცმა ასეთი დიდი ხელფასი, მისი ერთი მესამედით განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი გადასახდელად?, პროცენტიანი ფული რომ ისესხოს ბანკიდან, ხელფასი უნდა გქონდეს, რაც დაუსაქმებელ მოქალაქეებს არა აქვთ: დაუშვათ იშოვა ფული, რომ ჯერ ჯარიმა გადაიხადოს, ხოლო შემდეგ პროცენტები იხადოს, სახლში საჭმელი არ ჭამოს? მითხარით რა გააკეთოს? მსგავს შემთხვევაში ითქმის, რომ საქართველოს მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტის,საქართველოს მთავრობის და საქართველოს კოსტიტუციით დაცულია? დევნილი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, ნოლიდან იწყებს ცხოვრებას, საკუთარი ჭერი არ გააჩნია, ქირით მცხოვრებია, განათლება უმაღლესი აქვს, საკუთარი პროფესიით სამსახური არა აქვს, რომ იურისტად იმუშაოს, სახელმწიფო შემწეობის სახით 45 ლარს უხდის, მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი 150 ლარითაა განსაზღვრული, რა ქნას ამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა მითუმეტეს მაშინ, როცა პრეზიდენტის დეკრეტი #1-ით 3000 ლარიანი ჯარიმაც გადასახდელად ეკისრება? სად არის აქ ადამიანის უფლებები, სახელი , პატივი, ღირსება დაცული თუ საკუთარი პრეზიდენტი, საკუთარი ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი თავად არღვევს შენს უფლებებს და თავისუფლებებს და დამამცირებელ გარემოებაში გამყოფებს?! სწორედ რომ საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი დაიცვას მოქალაქეები ამ უმსგავსობისგან:
გ) №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითრი; 2020წლის 17 აპრილი. რაც შეეხება ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს,საჯარიმო ქვითარი არ შეიცავს მონაცემებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ:- საჯარიმო ქვითარი შეიცავს მონაცემებს საქართველოს პრეზიდენტის #1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესახებ: ამ სახით: „დეკრეტი 001-08-1“მაგრამ არ შეიცავს საჯარიმო ქვითარი საქართველოს მთავრობის #181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესახებ მონაცემებს: პრეზიდენტმა დეკრეტით თავისი მოვალეობები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით გადასცა საქართველოს მთავრობას და დეკრეტის შესრულებაზე პასუხისმგებელია მთავრობა, მაშინ საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ზემოთდასახელებული დადგენილების შესახებ მონაცემებსაც, რაც ასევე არაკონსტიტუციურია.- პატრულმა „დადგენილებით“ განსაზღვრა, რომ დადგენილების გასასაჩივრებლად 10 დღიანი ვადის დაცვით უნდა მიმართოს პირმა კონკეტულად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს!- მე , როგორც იურისტი პრეტენზიას გამოვხატავ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილოს პატრულის მიერ გამოცემული სადაო „დადგენილება“ და გადასახდელად დამიტოვოს პრეზიდენტის დეკრეტზე და მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გადასახდელად 3000ლარი, როცა ზემოთადასახელებული აქტებით მომადგა ზიანი და ზარალი და საპატრულო პოლიციიის მიერ მიღბულ დადგენილებასთან ერთად უნდა გავასაჩივრო როგორც იურისტმა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტი ფიზიკურ პირზე 3000 ლარის დარიცხვის ნაწილში, მთავრობის #181-ე დადგენილებასთან ერთად და არა მხოლოდ პატრულის მიერ გამოცემული „დადგენილება“? ამიტომ ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი პატრულის მიერ გამოცემული „დადგენილება“ როგორც ჯარმის დაკისრების, ისე მისი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრების ნააწილში: უნდა ყოფილიყო მითითებული სასამართლო და პატრულის დადგენილებით უკვე ხელმეორედ დაზარალებული პირი თავად გასაზღვრავდა საერთო სასამართლოებიდან რომელ სასამართლოს შეარჩევდა თავისი უფლებების დასაცავად და ამისი შეზღუდვის უფლებაც პატრულს არა აქვს, როცა აქტების კონსტიტუიურობის დადგენა არდადგენასთან გვაქვს საქმე და იმ დარღვევებზე რაც არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი მოქალაქეების მიართ დაშვებული, ჩემი მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი გამართლებულია და საკონსტიტუციო საამაღთლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე სტიმულს მისცემს სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს:
- საქმე იმაში გახლავთ რომ მარტო პატრულის მიერ გამოცემული „დადგენილების“ გასაჩივრებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ისევ მე დავზარალდებოდი, რადგან სასამართლო მიმითითებდა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტზე და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ #181 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-6 პუნქტის,„ბ“ქვეპუნქტზე, ისე როგორც მიმითითა პატრულმა და არ მოახდენდა სხვა სადაო აქტების შეფასებას არაკონსტიტუციურად ცნობას და სადაო აქტების შეჩერებას: ვერ მოახდენდა ჩვენი უფლებების დაცვას, რადგან ამისი უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამიტომ პატრულს უნდა მიეთითებინა დადგენილებაში მიგვემართა სასამართლოსთვის და არ უნდა ყოფილიყო მითითებული ზუგდიდის რაიონული სასამართლო, მაშინ როდესაც ამ აქტების არაკონსტიტუციურად შეფასება, მათი არაკონსტიტუციურად ცნობა დასახელებულ სასამართლოს არ შეუძლია და გრძელვადიანი დავა მომიწევდა რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გავლით თუ მიუთითებდი მოპასუხეებად საქსრთველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს და შესაძლებელი იყო ადგილმდებარეობის განსაზრვრის მიზეზით საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გადასულიყო, რაც ჩენს მდგომარეობასი აღმოჩენილი მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი არ იყო.
- არ არის განმარტებული საჯარიმო ქვითარზე, დეკრეტის გამომცემი პირის დასახელება: რომელმაც გამოსცა დეკრეტი: რომლის შესაბამისადაც დაჯარიმდა პირი; რაც ასევე დარღვევაა, რაც პატრულს არ უნდა დაეშვა:მაშინ , როდესაც სხვის მიერ ჩადენილ დარღვევაზე ჯარიმებს აფორმებ, საკუთარი დარღვევების აღქმაც უნდა შეგეძლოს:- საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სარჩელის წარმოების და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარმოების დროს კანონიერად გამოცემული პატრულის ელექტრონული ქვითრით ჯონი ფირცხელვასთვის დაკისრებული 3000 ლარიანი ჯარიმა რომ გასაჩივრდეს, არ უნდა მოვახდინოთ საქართელოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული #1 დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტის და საქართელოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ნაწილში გამოცემული 181 დადგენილების გასაჩივრება ? როგორ მოგვეწვია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქტების გამომცემი ქვეყნის პირველი პირები: მოპასუხედ მათი დასახელებით სასამართლო იძულებული გახდებოდა საქმის მასალები მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გადაეცა, რაც ჩვენთვის ასევე არ იყო ხელსაყრელი;
- სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საჯარიმო ქვითრით სრულყოფილი მონაცემები იყოს მოწოდებული საგანგებო მდგომარეობის, კანონების და შესაბამისად ვადების შესახებ; 3000 ლარიანი ჯარიმის გამოწერის წინაპირობები პრეზიდენტის დ#1 დეკრეტის მერვე მუხლი სრულად უნდა იყოს გასაჩივრებული ჯონი ფირცხელავას საქმის განხილვის ნაწილში, რადგან ამ 3000 ლარიანი ჯარიმის გამოწრა მოხდა საგანგებო პირობების დროს სწორედ ამ დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტზე დაყრდნობით:.კონსტიტუციური სარჩელის არსში ღრმად რომ ჩაწვდეთ უნდა მოვყვე დეტალურად რაც გადაგვხვდა და როგორ და რა ვითარებაში აღმოვჩნდი დაჯარიმებული 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითრით: რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას გადაწყვეტილებაში რომ ჩემი მდგომარეობა სინამდვილეში გამოწვეული იყო სასკ მუხლი 18-ით უკიდურესი აუცილებლობით და სასკ მუხლი 34-ის მესამე ნაწილით რადგან სინამდვილეში დარღვეა დამდგარი არის ოჯახური მდგომარეობათა დამთხვევის გამო და ამაზე მეტყველებს წარდგენილი მტკიცებულებებიც:
ჯონი ფირცხელავა: 17 აპრილს ჩემი ოჯახის ორი წევრის 85 წლის ბებია ცუდად რომ გახდა, მამიდამ ვერ აიტანა დედის ცუდ მდგომარეობაში ხილვა და ისიც ცუფდად გახდა. დაახლოებით 11საათსა და 30 წითზე გამოვედი ქალაქში ჩემი კუთვნილი ავტომანქანით აფთიაქში სასაწრაფოდ წამლები რომ შემეძინა. რამდენიმე აფთიაქს მივმართე, რომ კანონი არ დამერღვია და 12 საათამდე დროულად სახლში დაბრუნება მომესწრო, მაგრამ იმის გამო რომ დისტანციის დაცვით უშვებდნენ აფთიაქში მოქალაქეებს რიგში დგომამ მომიწია, წამლების შეძენის გარეშე სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი: აფთიაქიდან 12.25 წუთზე გამოვედი, სასწრაფოდ ჩავჯექი მანქანაში ავარიული ციმციმა ჩავრთე და სახლისკენ გამოვემართე, რა დროსაც 17 აპრილი 2020წ. 12.32 წუთზე პატრულ ინსპექტორმა ლადო თოდუამ ქ. ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე გამაჩერა. გამომიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.*ep832433*, რომელიც ფიზიკურ პირებზე საგანგებო მდგომარეობის დროს მოძრაობის დარღვევის გამო რაც ითვალისწინებს ადმინისტრაცულ პასუხისმგებლობას 3000 ლარიან ჯარიმას.
*ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოხდა საგანგებო მდგომარეობის დროს ავტოსატარანსპორტო საშუალების შეზღუდვის 1 დღესვე;:*საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობა მქონდა ჩემი ოჯახის ორი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო: ერთი არის „მკვეთრად გამოხატული“1 ჯგუფის შშმ პირი: მეორე არის „მნიშვნელოვნად გამოხატული“ მე-2 ჯგუფის შშმ პირი. ქრონიკული დაავადებებით:/ავადობის მტკიცებულებები ჯგუფის განსაზღვრის ნაწილში ცნობები საქმეს თანდართული იყო, სასაწრაფო დახმარების რამდენჯერმე ადრეც გამოძაების დოკუმენტაცია, სადაც ასევე მითითებულია პაციენტის მდგომარეობა საქმეს თანდართული იყო: ჯანრთელობის ფორმა #100, სადაც ასახულია დიაგნოზი და მითითებული ქრონიკული დაავადება გულის გონორიოზი და სხვა საქმეს თან ერთვოდა: ასევე ჯონის მამის მდგომარეობის ამსახველი საარქივო ცნობა იყო წარდგენილი სადაც ასახულია რომ ის ცეცხლსასროლი იარღით იყო აფხაზეთის სასაზღვრო ზოლზე დაჭრილი და დღემდე ორი ტყვია აქვს სხეულში საქმეს თან ერთვოდა, ჯონის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი ავადმყოფობის გამო ისიც არის შშმ პირი საპენსიო მოწმობა საქმეს თან ერთვოდა,- პატრულმა კი ისინი შემამსუბუქებელ გარემოებად არ შეაფასა: და თვითონ წავიდა სასკ მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა: სასაკ 34-ის მესამე ნაწილი: ოჯხში შქმნილი გადაუდებელი და უკიდურესი მდგომარეობა?! საჯარიმო ქვითარზე ასახული 100 ქულა და დარღევა „0“ ესეც შემამსუბუქებელი გარემოება იყო: ავტოსატრანსპორტო საშუალება„ საავარიო ჩართული“ მძრაობდა და გაჩერების დროსაც არ გამორთულა ციმციმა და ვიდეომასალით ესეც დასტურდება, ესეც შემამსუბუქებელი გარემოება იყო: დაჯარიმებული პირი არის უმაღლესი განათლებით წარდგენილი იყო იურისტის დიპლომი, დადგენილების გამომცემ პირს ხომ უნდა ეფიქრა, რომ იურისტი კაცი სამართალდარღვევას არ ჩაიდენდა, რომ არა უკიდურესი აუცილებლობა? ხელმძღვანელ პირს პრეტენზია არ გაჩენია იმაზე თუ მისმა თანამშრმელმა სასკ 26-ე მუხლით „გაფრთხილება“ არ ჰქონდა გამოყენებული და ისე იყო პირდაპირ ჯარიმა და სახდელი 3000 ლარი დაკისრებული:; ხოლო რაც შეხება ჯარიმის ოდენობას, რა დროსაც კანონი უთითებს რომ ჯარიმა უნდა იყოს შრომის ანაზღაურების ერთ მესამედზე ნაკლები: უფრო სწორად საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებამა და დადგენილების გამომცემმა პირმა „ნების გამოხატვა“ არ მოახდინა,სამოქალაქო კოდექსის მუხლი 52 განმარტავს „ ნების გამოვლენის განმატებისას: „ ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“.- ანუ პატრულმა არ მოინდომა რომ ჯარიმისგან უდანაშულო პირი გაეთავისუფლებინა და დარღვევა „გაფრთხილებით“ შეეცვალა.
* რომ არა ჩემი ოჯახის ორი წევრის სიცოცხლის გადასარჩენად აფთიაქში გამოსვლა, დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ექნებოდა, დარღვევა ერთია, მაგრამ ოჯახის წევრების გადარჩენა მეორე; როცა ხედავ როგორ გიკვდება ორი ადამიანი და ესაჭიროება წამალი, ასეთ დროს ვერანაირი კანონი ვერ შემაჩერებს, რადგან ჩემი ოჯახის პრობლემის გადაჭრას ვახდენ პირველ რიგში, რადგან ამ დროს ჯარიმაზე არ ფიქრობს კაცი: ჩემი ქალაქში გამოსვლა უკიდურესი უაცილებლობით იყო გამოწვეული და მთავრობას უნდა ჰქონდეს ამოქმედებული კანონი, სადაც ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ფაქტორი იქნება გათვალისწინებული,მაგრამ არა აქვს:
*საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაშინ, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ისედაც ძალიან გვიჭირს, ვზივართ სახლში ყოველგვარი ფულადი თუ სურსათით დახმარებისა და მთავრობის მხრიდან კომპენსაციების მოწოდების გარეშე,გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩერებულია მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები, მთავრობას უნდა დაედგინა ცხელი ხაზი გადაუდებელი მდგომარეობის გათვალისწინებით,რომ ისე როგორც სხვა ქვეყნებში ჩვენთანაც კოვიდ 19 თან დაკავშირებით ცალკე ცხელი ხაზი ამოქმედებულიყო და დარეკვისა და სათანადო შეტყობინების შემდეგ ჯონის მდგომარეობაში აღმოჩენილი პირების წინააღმდეგ არ მოხდებოდა საჯარიმო ქვითრის გამოწერა და ეს იქნებოდა შეღავათი უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მოქალაეებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება: მოქმედებდა მხოლოდ 112 და იქაც შეუძლებელი იყო დარეკვა, რადგან ხაზი იყო გადატვირთული და ამით ჩვენც მოგვადგა ზიანი.
*საქართელოს კონსტიტუციით თითოეული მოქალაქის უფლებები უნდა დაიცვას სახელმწიფომ, თუმცა თავადაც აცხადებს რომ ამისი საშუალება არა აქვს, ხოლო სხვა ქვენებიდან შემოსული დახმარებები როდის მოაღწევს თითოეულ ჩვენთაგანამდე ესეც უცნობია და დღემდე ირღვევა ჩვენი უფლებები 45 ლარიანი შემწეობით, 150 ლარიანი საარსებო მინიმუმით და 3000 ლარიანი ჯარიმით:
* საჯარიმო ქვითრების 3000ლარის ოდენობით გამოწერის დროს მთავრობას არა აქვს შეღავათები დაწესებული მოსახლეობის გადაუდებელი დახმარების გათვალისწინებით: როგორ მოიქცეს მოქალაქე, რომელთაც რამდენიმე მძიმე ქრონიკული დაავადება აქვთ. თუ თვითონ სახელმწიფო არ გვეხმარება არც ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციის და წამლებზე ფასების მომატების დროს: არც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს;პენსიონერებზე დასარიცხ პენსიებს რიცხავს წინმსწრებად თავი რომ გადავირჩინოთ და მეტი არაფერი არ გვაქვს, სახელმწიფოს მხრიდან ირღვევა ჩვენი უფლებები, დევნილის შემწეობა არის 45 ლარი და არ ხდება ამ დახმარების საარსებო მინიმუმამდე გატოლებასაარსებო მინიმუმი გათვლილია 150 ლარზე, ხოლო ჯარიმები ფიზიკურ პირებზე 3000ლარზეა დაწესებული შეღავათების გათვალისწინების გარეშე, თუ საკუთარ სახლში ორი ადამიანი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს წამლებით, თვითონ ფეხით ვერ გადადადგილდებიან, ოჯახის წევრებიც არ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, თქვენ შეძლებთ მომაკვდავ ადამიანებს წამალი არ მოუტანოთ და შორიდან უყუროთ კრიტიკულ მდგომარეობას, მაშინ როდესაც იცი რომ წამალი იხსნის მათ სიცოცხლეს?
*პატრულიც უნდა ითვალისწინებდეს, ქვეყანაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობას, ჩასაფრებული კი არ უნდა იყოს რომ მარტო ჯარიმები გამოწეროს და ადმინისტრაციული სამაღთალდარღვევასთან კოდექსის შესაბამისად „გაფრთხილება“ არ გამოიყენოს და როცა ხედავს, რომ სატრანსპორტო საშუალება ასეთ დროს მოძრაობს საავარიო ციმციმაჩართული, უნდა იყოს პირველ რიგში ადამიანი და უნდა იკითხოს, რამე ხომ არ გვიჭირს, თუ რამ გამოიწვია კანონის დარღვევა და ქუჩაში ტრანსპორტით გამოსვლა და პირველ რიგში „გაფრთხილება“ უნდა გაუფორმოს მოქალაქეს, ხოლო თუ განმეორდება ხელმეორედ კანონდარღვევა მაშინ უნდა იყოს ჯარიმის გამოწერის აუცილებლობა; ისედაც კრიტიკულ მდგაომარეობაში მყოფი მოსახლეობა კიდევ უფრო გაუსაძლის პირობებში არ უნდა ჩააყენოს პატრულმა, სახელმწიფომ და მთავრობამ, ჩვენი კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული სხვა დემოკრატიული და ცივილური ქვეყნების მსგავსად, მაგრამ არ არის და ჩვენი უფლებები ამ ნაწილშიც დარღვეულია.
* როგორც ჯონის უფლებადამცველი ვაცხადებ, რომ ოჯახის ორი წევრის სიცოცხლის გადასარჩენად ჯონის მოქმედება არ უნდა იყოს კანონით დასჯადი. სახელმწიფოსაც უჭირს და ვერ გვიცავს და სათანადო უზრუნველყოფას ვერ გვიკეთებს, ოჯახის წევრებმაც რომ ვერ დავიცვათ ერთმანეთი, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს; კანონი უნდა იყოს ამოქმედებული კრიტიკული მდგომარეობების გათვალისწინებით კანონის დარღვევის მექანიზმების საპირისპიროდ მოქალაქის ინტერესების დაცვის ბერკეტებიც უნდა იყოს ამოქმედებული, ამდენად , თვითონ სახელმწიფოს აქვს ჩვენს წინააღმდეგ კანონები დარღვეული და ჩვენც იძულებული გავხდით თვითნებურად გვემოქმედა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა;
* უკიდურესი მდგომარეობის გათვალისწინებას საჯარიმო სანქციებიც უნდა ითვალისწინებდეს, რაც მთავრობას გამოცხადებული საჯარომო სანქციების დაწესებასთან ერთად არა აქვს და ირღვევა ჩვენი უფლებები და ახლა სასამართლოებშიც უნდა ვიდაოთ, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული: ჯარიმები შემოვიდეს ხაზინაში და ხალხს ქვა უხლია თავში ასე არ უნდა იყოს: სახელმწიფომ, მთავრობამ , პატრულმა დამამაცირებელ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და არ უნდა შეულახოს ღირსება მაშინ, როდესაც პირველ რიგში ხალხზე ზრუნვაა სახელმწიფოს უპირვეესი დანიშნულება და არა მათი 3000 ლარიანი ჯარიმის დაწესებით შოკში ჩაგდება?!
* სხვა საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში ასევე გამოიყენება სსსკ-ის მე-2 მუხლის 1 ნაწილი.რომელიც განმატავს, რომ ყოველი პირისთის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა და ჯონი და ჩვენ ადამიანები ვისი სიცოცხლის გადარჩენის გამოც მოხდა საგანგებო რეჟიმის 17 აპრილს 12 საათიდან ამოქმედების გამო ჯონისთვის 3000 ლარის საჯარიმოს გამოწერა, მოგმართავთ როგორც ჯონის, ისე ჩვენი კანონით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად.
*საკონსტიტუციო სასამართლო და მოსამართლეები არის უფლებამოსილი თავისი შინაგანი რწმენით, კონსტიტუციური სარჩელით მიწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, არაკონსტიტუციურად ცნოს სჯარიმო ქვითარი ან 3000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს „გაფრთხილება“ და ეს უსამართლო დავა ამ ნაწილში დასრულდეს. უნდა მოხდეს საჯარიმო ქვითრის არაკონსტიტუციურად ცნობა:
*რომ ყოფილიყო მოქალაქეებისთვის გადაუდებელი მდგომარეობის გათვალისწიებით ამოქმედებული 112-ის გარდა სხვა ცხელი ხაზი, ჯონი დარეკავდა ცხელ ხაზზე , განაცხადებდა, რომ ოჯახში შქმნილი უკიდურესი მდგომარეობიდან გამომდინარე უწევს ქალაქში აფთიქებში წამლების შესაძენად გასვლა, ცნობილი იქქნებოდა მარშრუტი, არ მოხდებოდა 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითრის გამოწერა და არ მოგვიწევდა სასამართლოში დავა. პატრულში საჩივრის წარმოებით აქ ასახული მდგომარეობის გათვალისწინებით დადგენილების გამოცემა არ მოხდებოდა ამიტომ მოგმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც უმაღლეს ორგანოს არაკონსტიტუციურად ცნოთ დასახელებული სადაო აქტები, გადაგვიჭრათ სადაო საკითხი და აგვათავისუფოთ 3000 ლარიანი ჯარიმისაგან.
4)რაც შეეხება პატრულის მიერ MIA 2 20 01292993 საპატრულო პოლიციის დადგენილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2020წლის 12 ივნისი მიმაჩნია, რომ ეს დადგენილებაც სამართალდარღვევებით არის გამოცემული:პატრულის მიერ დადგენილებაში ასახულია მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, სადაც არსად არ ფიგურირებს, რომ ავტომანქანას ავარიული ციმციმა ჰქონდა ჩართული, რადგან მისი სატარანსპორტო საშუალებით მოძრაობა აუცილებლობით იყო გამოწვეული: სამკერდე ვიდეოთი გადაღებული ფაქტობრივი მასალა, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობით მოძრაობდა მძღოლი, დადგენილებაში ასახული არ არის: ასევე პატრულმა თარიღების გამო არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც თარიღების განახლებაზე არ იყო დამოკიდებული; სხვა ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
1. 2020 წლის 17 აპრილს, 12 საათსა და 34 წუთზე ქ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქეჯონი ფირცხელავა გადაადგილდებოდა ,,MERCEDES-BENZ E 240" მარკის, სახ. სანომრე ნიშნითFF471FS ა/მობილით, რის გამოც პატრულ-ინსპექტორების მიერ მოხდა მისი შეჩერება დადაჯარიმება;2. საჩივრის ავტორის მიერ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების ფაქტიდადასტურებულია პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერისა საპატრულო ა/მობილზედამონტაჟებული კამერის მიერ განხორციელებული ჩანაწერებით (თან ერთვის საქმისმასალებს);3. საჩივრის ავტორი ჯონი ფირცხელავა საჩივარში ადასტურებს ა/მობილით გადაადგილებისფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო ა/მობილითმედიკამენტების შეძენის მიზნთ;4. 2020 წლის 21 მარტის საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის შესაბამისად საქართველოსმთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 17 აპრილს მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, ანალიზისა დაურთიერთშეჯერების საფუძველზე სამინისტრო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილიადმინისტრაციული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო სადაოდ ვხდით სიტყვა სამინისტროსშენიშვნა: ამ ნაწილში სამინისტრო კი არ უნდა იყოს ჩადებული, არამედ საპატრულო პოლიციის დასახელება, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა ქვემდგომმა ორგანომ და არა ზემდგომმა სამინისტრომ: -საყურადღებოა რომ საჩივარი სამინისტროს არ განუხილავს და ის განიხილა საპატრულო პოლიციის დეეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველომ კერძოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ლაშა გაბელიამ ერთპიროვნულად, საჩივრის განხილვის პროცედურების დარღვევით, თუმცა ხელი დადგენილებისთვის მოწერილი აქვს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსს. კერძოდ დარღვევაავა, როდესაც :ა) საჩივრის განხილვას ახდენს ერთი პირი და არა რამდენიმე პატრულისგან შემდგარი ჯგუფი, მხარის მონაწილეობით:ბ) საჩივრის განხილვას სხდომის სახე უნდა მიეცეს, რა დროსაც უფლებადამცველსაც საკუთარი მოსაზრებების, მტკიცებულებებზე მსჯელობების, ფაქტის და გარემოების გარშემო მსჯელობით მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს, რომ არ დადგეს ის შედეგი რაც დადგა მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში:დ) თან საჩივრის განხილვაზე უნდა არსებობდეს აუდიოტექნიკური ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება რომ პატრულმა კანონმდებლობის დაცვით განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი:-რაც არ არსებობს: და როგორც უფლებადამცველი უკვე ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას სათანადო პირობების არარასებობის გამო მე ხელს ვერ შეუშლიდი და გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებდი:ე) პატრულ-ინსპექტორმა პირდაპირ განმიცხადა რომ საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან არ არსებობდა წამლების შეძენის მტკიცებულება:ვ) და მე ამის შემდეგ ჩემი პოზიცია არც დამიფიქსირებია, რადგან ეს არ იყო განხილვა, რა დროსაც რამდენიმე პირი იხილავს საქმეს, უფლებადამცველს ეძლევა საშუალება წარადგინოს თავისი პოზიცია, დაიცვას მტკიცებულებებით და ფორმალურად ვიყავი უკვე გადაწყვეტილ საქმეზე მიწვეული მონაწილეობის მისაღებად,ზ) თან მიუხედავად იმისა რომ გამოთხოვილი მქონდა საჩივრის ფორმითვე საქმის განხილვამდე გაეცვალათ ჩემთვის მტკიცებულებები, რომ ჩემი აზრი გამომეხატა სხდომაზე ,ამისი გადმოცემაც არ მომხდარა და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას პატრულს ვერ შევაცვლევინებდი:თ) როგორ შეიძლება პატრულმა სათანადო განხილვის გარეშე წინასწარ აცნობოს მხარეს რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა?ამის მტკიცებულებას წარმოადგენს 22.ივნისი 2020წ. განცხადება საპატრულოს ვიდეომასალის გამოთხოვის თაობაზე, სასამართლოში მაინც გამომეყენებინა ისინი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ადსაცავად: რითაც ასევე დაირღვა ჩვენი უფლებები:
პატრულმა დადგენილებაში ასახა: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ა) ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?!ბ) ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში?!გ) ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას?!დ) არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები?!ე) მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი?!ვ)არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.“ -თუმცა არ ასახა დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კონკრეტული მიზეზი, იმიტომ რომ არც საჯარიმოს გამოწერის და არც საჩივრით მიწოდებული მასალებით არ მოუხდენია აესახა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც რეალობაში ჰქონდა ჯონის და არსებობდა საქმეში: ა) მაგალითად, რომ მოძრაობდა განსაკუთრერბული მდგომარეობიდან გამომდინარე,ამის ნიშნად ჩართული ჰქონდა ავარიული ციმციმა, რასაც პატრულმა ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ გამოუწერა საჯარომო ქვითარი:ბ) ასევე არ მოუხდენია იმ მტკიცებულებათა გამოკვლევა, რაც ჯონის ოჯახურ მდგომარეობას ავადმყოფი წევრების ყოლას ასახავდა და მხედველობაში იყო მისაღები, რადგან საქმეზე თანდართული იყო უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების შშმ 1 „მკვეთრად შეზღუდული“ ჯგუფის და მე-2 ჯგუფი „ მნიშვნელოვნად შეზღუდული“ პირის ცნობები; რომლის შეფასება არ ,მომხდარა: ამ დოკუმენტების გაცემის თარიღებზე განაცხადა პატრულმა რომ წარმოადგინა ვადაგასული დოკუმენტაცია...გ) ქრონიკული დაავადებების ამასხველი სამედიცინო ფორმა #100-ები, სადაც მითითებული იყო ქრონიკული დაავადებების არსებობა და პატრულს მხედველობაში უნდა მიეღო ეს დოკუმენტაცია, რადგან ასეთი ავადმყოფები ყოველ წუთს ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ, რადგან ყოველ წუთს მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ასეთ დროს ახალი ცნობების წარდგენაც არ საჭიროებს სავალდებულოობას, რადგან თავად ჯგუფი მიუთითებს ყველაფერზე და რომ ის დაავადებები, რის გამოც ავადმყოფს მიენიჭა 1 ჯგუფი, განკურნებას რომ არ ექვემდებარებოდა ეს დაავადებები, ჯგუფიც არ იქნებოდა მიცემული:დ)თან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ისე თუ გამოწრე, რომ სამართალ დამრღვევისთვის მიზეზი არ გიკითხავს, თან საჩივარი და საჩივარს თანდართული მტკიცებულებების არსშიც თუ ვერ ჩაწვდი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება მხედველობაში თუ არ მიიღე,ვიდეოფირით ასახული მასალა, რა დროსაც ჩანს რომ მანაქანას„ავარიული ციმციმა“ აქვს ჩართული თუ შეფასების დროს არ გამოიყენე და დადგენილებაში შემამსუბუქებელ გარემოებად არ ასახე, ან რატომ იყო საქმეს თანდართული საარქივო ცნობა გაცემული 1998 წელს, სსიპ საგანგებო სიტუაციებისკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სამედიცინო ბარათი,რომელზეც თურმე მონაცემები არ იკითხება, არც გაცემის თარიღიო. - სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ ის რაც ამ ცნობაში იყო ასახული რომ ჯონის მამა აფხაზეთის ომში ცეცსლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი და დღმდე ორი ტყვია სხეულში აქვს და ამოღბას არ ექვემდებარება, მიუთითებდა ჯონის ოჯახის უკიდურეს მდგომარეობაზე, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო და ჯარიმის დაუკისრებლობა და „გაფრთხილებით“ შეცვლა;ე)იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულების სახით თანდართულ რეგულაციებში ამოხაზული იყო ადგილი, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინოო მომსახურების მისაღებად გადაადგილება დასაშვებია: გადაადგილება ასევე ნებადართულია თანმხლებ პირთანაც, მაგრამ პატრულმა ასახა რომ ჯონიმ თქვა წამლების შესაძენად იყო გამოსული, მაგრამ გვერდი აუარა შემამსუბუქებელი გარემოეების შეფასებას და ძალაში დატოვა 3000 ლარი გადასახდელად, რითაც კანონებისადმი უპატივცემულობა და პირის დამამცირებელ გარემოებაში ჩაყენებას ჩაუყარა საფუძველი და დაარღვია დაჯარიმებული პირის უფლებები;
ვ) დადგენილებაში ასევე მითითებულია შემდეგი: აღნიშნულიდან გამომდინარე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ლადო თოდუას მიერ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nეპ832433 გამოცემულია „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.“ ..ამგვარად, უნდაითქვასრომ, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის მიერ დაირღვა„უფლებებისშეზღუდვის“კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტები:- უშუალოდ პრეზიდენტისმიერ, რომელმაც უფლებების შეზღუდვის კანონსიტუციით მისთვის მინიჭებულიუფლებამოსილება, პარლამენტის დახმარებით მთავრობასგადაანდო;- თავად პარლამენტისმიერ, რომელმაცდაამტკიცაპრეზიდენტისდეკრეტი #1, რომლითაცპრეზიდენტის უფლების გადანდობაგანხორციელდა და უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს მთავრობას;- თავად საქართველოს მთავრობის მიერ, რომელსაც გააჩნდა გონივრულისაფუძველიიმისგანსაჭვრეტად, რომ მას არ გააჩნდა „უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმურიუფლებამოსილება“დადელეგირებითესპრობლემა ვერგადაილახებოდა. ვინაიდანისინიგამოცემულიარისფორმალურიკონსტიტუციურიმოთხოვნებისდარღვევით, ეწინააღმდეგებაკონსტიტუცითგარანტირებულძალაუფლებისდანაწილებისპრინციპსდაშესაბამისად ლახავს„ადამინისუფლებებს“. მათ შორის შეილახა ჩენი უფლებებიც: ზემოთგანვითარებულიმსჯელობიდანდაარგუმენტებიდან გამომდინარე გამომდინარე, არკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოსპრეზიდენტის N1 დეკრეტისმე-8 მუხლის 1 პუნქტი. ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარიანი ჯარიმის დაწესების შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 27: ჯარიმა მოქალაქეებისთავის და თანამდებობის პირებისათვის სამართადდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები: გაურკვეველია ფიზიკური პირებისთვის დაწესებული 3000 ლარიანი ჯარიმა ვისი შრომის ანაზღაურების შესაბამისად განსაზღვრა პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ და დაააწესა ფიზიკური პირებისთვის გადასახდელად, მაშინ როდესაც საქართველოში არ არსებობს ფიზიკური პირი, რომლის შრომის ანაზღაურება იყოს 5 და 6 ათასი, მისი ერთთი მესამედი შეადგენდეს საჯარიმოდ დაწესებულ 3000 ლარს?!ამდენად, დეკრეტი #1-ის მე-8 მუხლის 1 პუნქტზე გამოცემული საქართველოს მთავრობის #181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ პუნქტი და მისსაფუძველზეგამოცემული ელექტრონული *ეპ 832433*საჯარიმო ქვითარი3000 ლარის დაკისრების აქტი, საპატრულო პოლიციის „დადგენილება,“ რა დროსაც ასევე შესაძლებელი იყო გასაჩივრების შემდეგ საპატრულო პოლიციაში ჯარიმის დაკისრების ვალდებულება მოეხსნათ პირის მიმართ და შემოფარგლულიყო სასკ მუხლი 26 „ გაფრთხილებით“, პატრული მივიდა და ძალაში დატოვა 3000 ლარიანი ჯარიმა და პირი აიძულა გრძელვადიანი დავებისკენ და მიუთითა სასამართლოსკენ, მაშინ როდესაც თავად იყი უფლებამოსილი კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო: სასამართლოც მიიღებდა თუ არა პირის სასარგებლოდ „გაფრთხილება“ გამოეყენებინა ან სასამართლო თავად მიიღებდა კი გადაწყვეტილებას დაჯარიმებული პირისთვის ჯარიმა შეეცვალა გაფრთხილებით: დღეს სასამართლოებშიც ილახება ადამიანის უფლებები და გამორიცხული არ არის ეს ჯარიმა სასამართლოსაც გადასახდელად დაეტოვებინა პირისთვის!!! საბოლოოდ უნდა დაიდოს დასკვნა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული „დადგენილების“ არაკონსტიტუციურად ცნობასთან და აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით:დასკვნა:ფაქტობრივი გარემოება1. საპატრულო პლიციის გადაწყვეტილების მიმღბმა პირმა არ გაითვალისწინა რომ პირის მოქმედება საგანგებო რეჟიმის დარღვევის დროს იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 18 „უკიდურესი აუცილებლობით “ გამოწვეული:/ დასახელებული მუხლი იცავს პირს და მის უფლებებს, ხოლო ხელმძღვანელი პირი ამ მდგომარეობას დადგენილებაში შეფასების გარეშე ტოვებს და ისე აქვს ხელი მოწერილი დადგენილებაზე;ფაქტობრივი გარემოება2. საჩივრით წარედგინა საპატრულო პოლიციას დაჯარიმებული პირის ოჯახური მდგომარეობის ამსახველი სურათი, ახსნა-განმარტება რა დროსაც ოჯახის ორი შშმ პირი გახდა ცუდად და აუცილებლობას წარმოადგენდა პირი გამოსულიყო ავტოსატარანსპორტო საშუალებით მედიმკამენტების შესაძენად, რომ დახმარებოდა თავის ავადმყოფებს: ასეთ დროს პატრულს ჰქონდა სათანადო მდგომარეობის ამსახველი კანონით დაშვებული მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემამსუბუქებელი გარემობა სასკ მუხლი 34-ის მე-3 პუნქტი: სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო: რაც ხემძღვანელმა პირმა პირის შემამსუბუქებელ გარემოებად არ ჩათვალა და ამ კანონმდებლობის წინააღმდეგ იმოქმედა, რა დროსაც თავად დაარღვია კანონი, როცა ჯარიმა გადასახდელად დატოვა და არ შეცვალა ის „გაფრთხილებით“;ფაქტობრივი გარემოება3. დაჯარიმებული პირი თავად არის პროფესიით იურისტი, და ამის მტკიცებულება დიპლომის ასლი პატრულისთვის იყო მტკიცებულების ნაწილში გადაცემული, ხელმძღვანელი პირი უნდა მიმხვდარიყო რომ იურისტი კაცი , რომ არა უკიდურესი აუცილებლობა, რომელიც შექმნილი იყო ოჯახურ გარემოებათ დამთხვევის გამო, რაც პატრულს აძლევდა კანონით დაშვებულ შესაძლებლობას შეეცვალა ჯარიმის ნაწილი „გაფრთხილებთ“ - „ნება“ გამოეხატა და ჯარიმა „გაფრთხილებით “ შეევალა:-პატრულმა ესეც არ შეაფასა და მუხლი 26-ის წინააღმდეგ თავად წავიდა:
ფაქტობრივი გარემოება4. პატრულმა ასევე არ შეაფასა სხვა მტკიცებულებები პირის ოჯახური მდგომარეობის ამსახველი და პირის მოქმედების განმსაზღვრელი სასკ მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობის ამსახველი დამატებითი მტკიცებულებები: კერძოდ, დაჯარიმებული პირის ოჯახის სამი წევრი: 85 წლის ბებია: მკვეთრად შზღუდული“ 1 ჯგუფის მქონე : დედა -მნიშვნელოვნად შეზღუდული და საპენსიო ასაკამდე ავადობის პენსიაზე მყოფი : მამიდა შშმ პირი მე-2 ჯგუფი „მნიშვნელოვნად გამოხატული“ სტატუსის მქონე: მამა- საარქივო ცნობით ასევე არის ცეცხლსასროლი იარაღით აფხაზეთის ომში დაჭრილი პირი და ორი ტყვია დღმდე სხეულში აქვს , ამოღებას არ ექვემდება: შესაბამისად წარდგენილი იყო ფორმა #100: განუკურნებელი ქრონიკული დაავადებების ასახვით; სასაწრაფო დახმარების რამდენჯერმე გამოძახების მტკიცებულებები, რაც საერთო ჯამში იძლეოდა სურათს, რომ პირს მართლა შეექმნა უკიდურესი აუცილებლობა ოჯახის წევრების ავადობიდან გამომდინარე და იძულებული იყო მედიკამენტებით დახმარება გაეწია და აფთიაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებით წასულიყო, რადგან ეს იყო რეგულაციის დაწესების 1 დღე და დაჯარიმება მომხდარი არის სწორედ ამ დროს: აქაც პატრულმა არ გამოხატა „ნება“რომ პირისთვის სამართალდარღვევის ჯარიმის ნაწილი „გაფრთხილებით“ შეეცვალა: თან რეგულაციით დადგენილია რომ სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პირი შეზღუდული არ არის იმოძრაოს და ესეც შემამსუბუქებელი აგემოებაა, რასაც პატრულმა გადაწყვეტილების მიღების დროს ყურადღება არ მიაქცია ;ფაქტობრივი გარემოება5. რაც შეეხება თავად ელექტრონულ ქვითარს სადაც ჯარიმა 3000 ლარის გარდა მითითებულია ასევე პირის უფლების დამცველი ქულები, რა დროსაც პირს ასახული აქვს 100 ქულა და არც ერთი დარღვევა და რომ არა სასკ მუხლი 18 უკიდურესი აუცილებლობა პირი არ ჩაიდნდა სამართალდარღვრვას აქაც საპატრულო პოლიციის ხელძრვანელმა პირმა „ნება“ არ გამოიჩინა, მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა და უდანაშულო პირს სახდელად 3000 ლარიანი ჯარიმა „გაფრთხილებით“ არ შეუცვალა: -ამ დროსაც გადაწყვეტილების მიმღები პირი წავიდა სამართადაარღვეავთა კოდექსის მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა წინააღმდეგ და არ გამოიყენა პირის მდგომარეობის შესაფასებლად კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა:ფაქტობრივი გარემოება6. მხედელობაში იყო მისაღები ისიც რომ პირი მოძრაობდა სატარანსპორტო საშუალებით უკიდურესი აუცილებლობით და თავად მის ავტომანქანას „ავარიული ციმციმა“ ჰქონდა ჩართული და ისე მოძრაობდა გზაზე პრიორიტეტი რომ მიცემოდა და მიესწრო მედიკამენტებს მისი ოჯახის წევრებიის გადასარჩენად: - პატრულმა ესევ არ ჩათვალა შემამსუბუქებელ გარემოებად აქაც არ გამოხატა „ნება“ ემოქმედეა გადაწყვეტილების მიღების დროს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებით, მაგრამ როგორც დაჯარიმებული პირის ისე კანონების და საკუთარი თავის მიმართ გამოიჩინა უპატივცემულობა, გამოავლინა გულგრილობა პირის მიმართ და აქვე უნდა ჩავდოთ სამოქალაქო კოდექსის მუხლი 52. ნების გამოვლენის განმატება : ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან:“-რაც ასევე არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა: სახეზეა ფაქტი, რა დროსაც მტკიცებულებების შესწავლა და მდგომარეობასთან შეჯერება და სთანადო შეაფასება არ მოხდა:ფაქტობრივი გარემოება7. საპატრულო პოლიციას პირის იდენტიფიცირება მოხდენილი ჰქონდა და თავად პირს ჰქონდა ამისთვის პირადობის მოწმობის ასლიც წარდგენილი, გარდა იმსა რომ ტექნიკური პასპორტითაც იყო პატრულის მიერ პირი იდენტიფიცირებული, რომ ის იყო აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი პირი, აქ ასახული ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობით შეჭირვებული პირი, რომელიც ამ ჯარიმის გარეშეც იმყოფებოდა უკიდურეს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, ხომ შეეძლო დადგენილების გამომცემ პირს: კანონებისადმი პატივისცემა გამოეჩინა, ადამიანობა გამოეჩინა, სამასახურებრივი მოვალეობა კანონმდებლობის დაცვით შეესრულებინა და აქ ასახული მუხლები : მუხლი 18; უკიდურესი აუცილებლობა: მუხლი 34-ის მესამე პუნქტი:/ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება/ სასკ მუხლი 26 „გაფრთხილება“: სასკ მუხლი 35 /დამამძიმებელი გარემოების არარსებობა დაჯარიმებული პირის საქმეში/ კანონმდებლობის დაცვით გამოეყენებინა და პირისთვის ამ ჯარიმის გადასახდელად დატოვებით ისევ მორალური ზიანი არ მიეყენებინა? ამდენი შემამსუბუქებელი გარემოებები თუ არსებობს საქმეში და 3000 ლარიან ჯარიმას ისედაც უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ პირს გადასახდელად უტოვებ და შენ ხელთ არსებულ იმ ნორმას რაც დაჯარიმებამდე პირის მიმართ უნდა გამოიყენოს პაატრულმა „გაფრთხილება“ არ იყენებ: საპატრულო პოლიცის ხელმძრვანელი პირი რით გამოირჩევი იმ რიგითი პატრულ-ინსპექტორისაგან რომელმაც ასევე არ გამოიყენა „გაფრთხილება“ და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „ავარიული ციმციმაჩართული“ პირი ჯიქურ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების თუ მდგომარეობის შეფასების გარეშე დააჯარიმა 3000 ლარით; ფაქტობრივი გარემოება8. მტკიცებულებებში ასევე იდო საინფორაციო საშუალებებით გამოქვეყნებული კომენტარები 3000 ლარიან საჯარიმო ქვითართან და დაჯარიმებული პირის ოჯხური მდგომარეობის ფაქტობრივი გარემოებების ასხავით; მასალა საინფორმაციო საშუალებებში დაჯარიმების დღესვე იყო გაშუქებული, რაც ასევე არ იქნა ხედველობაში მიღებული;ფაქტობრივი გარემოება9. ასევე საქმეში იდო წერილობითი მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი, რა დროსაც დარღეული იყო ჩვენი უფლებები იმის გამოც რომ ცხელი ხაზები არ იყო ამოქმედებული და მხოლოდ 112-ზე უნდა დაგვერეკა, რა დროსაც სულ დაკავების ზარები იყო და ვერ ვახდენდით სამედიცინო დახმარების გასაწევად სასაწრაფო დახმარების გამოძახებას: ყველა ფაქტობრივი გარემოება, ყველა მტკიცებულება საერთო ჯამში მიუთითებდა იმაზე რომ დაჯარიმებული პირის სამათალდარღვევა გამოწვეული იყო ადმინისტრაციულ სასამთალდარღვევათა კოდექსის მუხლი 18: „უკიდურესი აუცილებლობით“ და სრული უფლება ჰქონდა დადგენილების გამომტან და ხელმომწერრ პირს 3000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალა პირის მიმართ „გაფრთხილებით“; ხელმძრავნელი პირი, რომელიც მტკიცებულებებს ვერ აფასებს, შექმნილ მდგოამრეობას ვერ აფასებს, კანონებისადმი უპატივცემულობას იჩენს და საჭირი ჟამს პირის უფლებების დასაცავად არ იყენებს იმ ბერკეტებს არც უნდა გამოიყენოს ასეთ დროს, მაშინ რა დროსაც კანონმდებლობა გაძლევს საშუალებას და ყველა პირობა არსებობს ჯარიმა შეცვალო „გაფრთხილებით“ და სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შეგწევს ად ისედაც უკიდურეს მდგომარეობაში არმოჩენილი დაჯარიმებული პირის უფლებების ისევ ხელახლა შელახვას ახდენ და სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახდენ, ასეთი პირი ხელმძღავნელი არ უნდა იყოს: დადგენილებაში არ არის ასახული სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის მონაწილეების სახელი9ი და გვარები, ერთპიროვნულად მიღებული და კანონდარღვევებით შდგენილი დადგენილება ასევე არაკონსტიტუციურად უნდა შეფასდეს და შეჩერდეს მისიმოქმედება 3000 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში. მეტად საინტერესოა ხაზი გაესვას იმ გარემოებასაც , იცავს თუ არა პარული ადამიანის უფლებებს და საქართელოს პოლიციის ეთიკურ კოდექსს: კერძოდ,
დაიცვა თუ არა საპატრულო პოლიციამ საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი:ეთიკის კოდექს ითავი 1. პოლიციელის საქმიანობის პრინციპები 1.1. პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაშიგანუხრელადიცავსეთიკისკოდექსითდადგენილკანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანისძირითადიუფლებებისადათავისუფლებებისპატივისცემის, სამართლიანობისადამიუკერძოებლობისპრინციპებს. რაც ჩვენს შემთხვევაში აშკარად დარღვეულია, როგორც პატრულ-ინსპექტორის ლადო თოდუას, ისე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირების: ლაშა გაბელიას და აკაკაი ხასაიას მხრიდან:რადგან არ მომხდარა ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, არ დაუცავს სამართლიანობა, არ დაუცავთ მიუკერძოებლობა, რითაც ისევ შეილახა დაჯარიმებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები:ეთიკის კოდექსი1.7. პოლიციელითავისისაქმიანობისასუნდახელმძღვანელობდესთანაზომიერებისპრინციპით. კონკრეტულისიტუაციისგათვალისწინებით,კანონითმინიჭებულიშესაძლოსაშუალებებიდანპოლიციელმაუპირატესობაუნდამიანიჭოსადამიანისთვისნაკლებიზიანი მომტანსაშუალებას. როდესაც სამართალდამრღვევის პირად გედგა პროფესიით იურისტი: როდესაც მას სასკ მუხლი 18; უკიდურესი აუცილებლობით: როდესაც წინ გედგა პირი მუხლი 34-ის მე-3 პუნქტის შესაბამისად ოჯახურ გარემოებათადამთხვევის გამო და წარგედგინა სათანადო მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები: პირი მოქმედებდა მუხლი19. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშიც რა დროსაც კანონმდებლობა ითვალისწინებადა არ დაკისრებოდა ადმინიტრაციული პასუხისმგებლობა, კი მართალია დაარღვიაპრეზიდენტის დეკრეტი #1მაგრამ გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ზომიერების ფარგლები; ადმინისტრაციული სახდელი მუხლი24. რა დროსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლებოდა გამოყნებული ყოფილიყო მუხლი 26. „გაფრთხილება“ და როდესაც სამართალდამცავი პრი თავად ხედავ, რომ ჯარიმა დაწესებულია 3000 ლარი, მაშინ როდესაც ჯარიმა შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები და წინ გიდევს 3000 ლარიანი ჯარიმა,მოკრძალებული მიდგომა იყო საქმისათვის საჭირო, საქმის მასალების შესწავლა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ერთმანეთთან შეჯერებით უნდა ყოფილიყო „ნება“ მიუკერძოებელი ნაბიჯი შეეცვალათ სჯარიმო „გაფრთხილებით;ეთიკის კოდექსი1.8. პოლიციელმაპატივიუნდასცესყველაადამიანისპიროვნულღირსებას, მოეპყრასმათსამართლიანადდამიუკერძოებლად...: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაჯარიმებული პირის მიმართ თანაზომიერება და კონკრეტული სიტუაციის ამსახველი მდგომარეობა, რომ ნაკლები ზიანი მიეყენებინათ და უპირატესობა მიენიჭებინა ადამიანისთვის, მოპყრობოდა მას სამართლიანად და მიუკერძოებლად ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს მაინც, პოლიციის ხელმძღვანელ პირს ეს ეთიკური ნორმა პირის მიმართ არ გამოუყენებია და კიდევ ერთთხელ დაარღვია დაჯარიმებული პირის უფლებები, მაშინ როდესაც 3000 ლარიანი ჯარიმა გადასახდელად დაუტოვა და კანონით დასაშვები ნორმა მუხლი 26 „გაფრთხიებით “ არ შეცვალა, მაშინ როდესაც ყველა ბერკეტი არსებობდა პირის უფლებები დაცული ყოფილიყო და ხელახლა ზიანი არ მიეყენებინათ და სასამრთლოებისკენ არ უნდა ებიძგათ; თავად ადმინისტრაციული ორგანო როცა არის გადაწყვეტილების მიმღები ხელმძღანელ პირს უნდა შეგეძლოს საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება და არ უნდა ახდენდე პირისთვის ახალი ზიანის მიყენებას;ეთიკის კოდექსი 1.5. პოლიციელმაპატივიუნდასცესადამიანისუფლებებსადაძირითადთავისუფლებებს. სად არის დაჯარიმებული პირის მიმართ საპატრულო პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემა გამოხატული, მაშინ როცა კანონმდებლობა გაძლეს უფლებას რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების შეფარდებით პირი იხსნა ამ ჯარიმისგან და შეუფარდო „გაფრთხილება“ და ამას არ აკეთებ, როცა ყველა ბერკეტი არსებობს ჯარიმის შეცვლის და ძალაში რომ გაქვს დატოვებული, ითქმის რომ სასახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად გაქვს შესრულებული და პირის უფლებები და თავისუფლებები გაქვს დაცული?ეთიკის კოდექსი: 1.6. პოლიციელიუნდაიცავდესადამიანისუფლებებსადაძირითადთავისუფლებებს, • ღირსებისპატივისცემას და არ უნდა აყენებდე პირს დამამცირებელ გარემოებაში და მიკერძოებულად ლახავდე მის უფლებას, რაც გააკეთა საპატრულო პოლიციის ხელმძღავნელმა პირმა რომელმაც ხელი მოაწერა დადგენილებას 3000 ლარიანი ჯარიმის გადასახდელად დაკისრების ნაწილში:ეთიკის კოდექსი− პოლიცია წარმოადგენს საზოგადოების სამსახურ ში მდგომ სახელწიფო ორგანოს, რომელიც კანონის განუხრელი დაცვითუზრუნველყოფსთითოეულიმოქალაქისთავისუფლებასადაუსაფრთ ხოებას; − კანონისუზენაესობისპრინციპისაქართველოსპოლიციისსაქმიანობისძირითადი საფუძველია; − დაჯარიმებული პირის საქმეში ვერ ითქმის, რომ პოლიცია საზოგადოების სამსახურში მყოფია და იცავს კანონის უზენაესობას, რაც უნდა იყოს პოლიციის საქმიანობის ძირითადი საფუძველი, დაჯარიმებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ პოლიციას ეთიკის ეს ნორმები არ დაუცავს, პირიქით ყველა ბერკეტი არსებობდა სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით: 18;უკიდურესი აუცილებლობა 19. აუცილებელი მოგერიაბა34 მუხლის მე-3 პუნქტი /შემამსუბუქებელი გარემოებები; მუხლი 26 გაფრთხილება; მუხლი 27ჯარიმა; მუხლი 35;არ არსებობდა დამამძიმებელი გარემოება, რომლის წინააღმდეგ მიიღო „დადგენილება“ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა პირმა და პატივი არ სცა დაჯარიმებული მოქალაქის მდგომარეობას, კანონის უზენაესობას და არ გამოუჩენია მოქალაქის უფლებების დაცვა, პირიქით მიაყენა ზიანი რა დროსაც თავისი მისაღები გადაწყვეტილების გადანდობა მოინდომა სასამართლოსთვის და უბიძგა უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ დევნილობასი მყოფ და სიდუხჭირეში მცხოვრებ დევნილ პირს გრძელვადიანი დავებისკენ, რაზედაც ჩემი კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინაე ვერ ითქმის, რომ პატრული საზოგადოების სამსახურშია და არ დაურღვევია ჩვენი უფლებები:
თან მოგვეცა 10 დღიანი ვადა გავასაჩივროთ ელექტრონული ქვითარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და არა სხვა სასამართლოში, რომ ხელსაყრელი ყოფილიყო პატრულისთვის პატრულ-ინსპექტორ ლადო თოდუას პოზიციის გამართლება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერვე დადგენილების გამოცემის გამართლება და 3000 ლარიანი ჯარიმის დაწესება და ისევ ხელახლა ჩვენი უფლებების შელახვას ვარჩიეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოგვემართა, რადგან ზუგდიდის რაიონული სასამართლო ვერ გადაწყვეტდა საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისაღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ბ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას და ძალაში დატოვებდა 3000 ლარიან ქვითარს და მოგვიწევდა სხვა სასამართლო ინსტანციების მოვლაც, თან დავის საგნის ღირებულების 3% პირველ ინსატნციაში ბაჟის სახით გადავიხადო, 4% სააპელაციოში და 5% საკასაციო სასამართლოში ,ამისი ფუფუნება ისედაც გაჭირვებულ პირობებში მცხოვრებ ჩვენს ოჯახს არა აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ კონსტიტუციური სარჩელი წარგვედგინა, დასახელებული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობაზე მასალები წარგვედგინა, სხვა ხელისშემშლელი მიზეზებიც აგვესახა, რის გამოც მოხდა დაჯარიმება და საკონსტიტუციოსასამართლო არის ის ადგილი, სადაც პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შეასაბამისად ფიზიკურ პირზე დაწესებული 3000ლარიანი ჯარიმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოგვეხდინა, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 27. ჯარიმასტან: კერძოდ, განმატება: „მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები;“
საქართველოს პრეზიდენტი თავად წავიდა საქართველოში მოქმედი სამართალდარღვევათა კოდექსის წინააღმდეგ, როცა დეკრეტის მე-8 მუხლის 1 პუნქტით ფიზიკურ პირზე 3000 ლარიანი ჯარიმა დააწესა: საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ასევე დასახელებული კოდექსის წინააღმდეგ წავიდა საქართელოს პარლამენტიც, როცა ეს დეკრეტი ამნაწილში ამ სახით დაამტკიცა და საქართელოს მთავრობის #181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიც ზღუდავს თითოეული ჩვენთაგანის უფლებებსა და თავისუფებებს, და შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტი #1-ის და საქართელოს მთავრობის #181 დადგენილების გათვალისწინებით პატრულის მიერ ელექტრონული ქვითრის* ეპ.832433*-ის არაკონსტიტუციურად ცნობა უნდა მოხდეს, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაიცვას ჩვენი დარღვეული უფლებები და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება დაგვეკისრება გადასახდელად 3000 ლარი თუ არ დაგვეკისრება და შეგვეცვლება ჯარიმით ან საერთოდ შეჩერდება მისი მოქმედება, რადგან ფიზიკურ პირს იმდენი დარღვევა არ აქვს ჩადენილი რადგან მოქმედებდა უკიდრესი აუცილებლობით, ხოლო პრეზიდენტი თავის უფლებებში შეზღუდული არ იყო და ისეთი დეკრეტი არ უნდა გამოეცა, რომელიც მოსარჩელის მსგავასდ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს დააზარალებდა; ქვეყნის სამმა წამყვანმა უწყებამ პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ უპატიებელი დანაშაული ჩაიდინეს„კოვიდ 19 “-ის გამო „სახლში გამოკეტილი“ მოქააქეების წინააღმდეეგ და სახლმწიფო ხაზინის შევსება გაუგონარი ჯარიმების დაწესებით გადაწყვიტეს, მაშინ როდესაც ამ საგანგებო მდგომარეობაში სახელმწიფოსგან ელემენტალურ დახმარება არ ყოფილა და გადავიტანეთ კრიტიკული პერიოდი. საქართველოს კონსტიტუცია, თავიმეორე. ადამიანის ძირითადიუფლებებიმუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა1.პუნქტი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.იგივე მუხლის მე-2. პუნქტით დაუშვებელია ადამიანისწამება, არაადამიანურიანდამამცი რებელიმოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეები კი არ უნდა დააზარალოს თავიანთი გადაწყვეტილებებით, არამედ, პირიქით ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეებს ამ კრიზისული პერიოდის გადატანაში და ამ დროს როცა 3000 ლარიანი ჯარიმის დაწესებით დეკრეტს გამოსცემს პრეზიდენტი და კანონდარღვევით გამოცემულ დერეტს აკანონებს საქართველოს პარალმენტი და საქართველოს მთავრობა, ამით ილახება ჩვენი პატივი, ღირსება, ადგილი აქვს სულიერ წამებას და დამამცირებელ მოპყრობას, როცა სახელმწიფოს მხრიდან დევნილის შემწეობა შეადგენს 45 ლარს, საარსებო მინიმუმი განისაზღვრება ქვე ყანაში 150 ლარით,ქვეყანაშიუმუშევრობა არის და ჯარიმები იწერება 3000 ლარის ოდენობით და პატრული ულმობლად იყენებს ამ საჯარიმოებს ხაზინის შესავსებად, გამოდის რომ ქვეყნის სამი დიდი უწყება გვაზარალებს და არაადამიანური და დამამცირებელია სასჯელის ამ სახით გამოყენება მორალურ და ფსიქოლოგიურ ზიანთან ერთად ფინანსურ ზიანსაც გვაყენებს, როცა იძულებულს გვხდის სასამართლოებში ვიდაოთ და საქმეების განხლვისათვის ბაჟი გადავიხადოთ, იმისათვის რომ მივაღწიოთ ამ სამი უწყების მიერ გამოცემული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, რასაც სხვა სასამართლოებში ვერ მივაღწევდით; თან რადგან მოპასუხედ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა მიუთითო, საქართელოს პარლამენტი,საქართელოს მთავრობის ადმინისტრაცია და საპატრულო პოლიცია,საქმის გადაგზავნა მოხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოგვიწევდა მგზავრობის ხარჯების გაღებაც; ის რაც ხელისუფლებას უფასოდ აქვს , ე.ი გათვავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან, ჩვენ ამ ყველაფერში ფინანსები გვეხარჯება, რომელიც კარგია რომ გვქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს და ძლივს გაგვაქვს თავი, რაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს და ჩვენი შეალხული უფლებების დაცვა მოახდინოს: ასევე საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება 1.პუნქტი ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის,საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.-მაგრამ როცა სახელმწიფო შეზღუდ ვებს აწესებს ეს შეზღუდვები ისე უნდა იყოს დაწესებული რომ მოქალაქეები ამ შეზღუდვებით გაუსაძლის პირობებში არ უნდა ვვარდებოდეთ; -სათანადო ცხელი ხაზები რომ ყოფილიყო 112-ის მსგავსად გახსნილი, 112-საც არ დააწვებოდა სხვა მიმართვებზე პასუხის გაცემა, ხაზიც არ იქნებოდა დაკავებული და ჩვენც არ ვიქნებოდით დაჯარიმებული, რადგან წინასწარ გადავრეკავდით ცხელ ხაზზე , შეავტყობინებდით მარშრუტს სახლიდან აფთიაქმდე და ისევ სახლში და არ ვიქნებოდით დაჯარიმებული;მუხლი 28. ჯანმრთელობისდაცვის უფლებაა 1.პუნქტი.მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილიაკანონით.თუმცა ცხელი ხაზი 112 ვერ გამოვიყენეთ, იმის გამო რომ სულ დაკავებული იყო და ვერგამოვიძახეთ სასწრაფო დახმარეა, რის გამოც მეზობლად მცხოვრები ექიმების მოძიება დაგვჭირდა და მათი დახმარებით გადავარჩინეთ ოჯახის წევრები:ამდენად ჩვენ ოჯახის წევრებს ერთმანეთზე ზრუნვა საქაზრთელოს კონსტიტუციით აკრძალული არ გვაქვს და ჩვემი დაჯარიმებაც ამ შედეგების მიზეზით დადგა, წინააღმდეგ შემთხვევასი როგორც პროფესიით იურისტი და კანონმორჩილი ადამიანი მიზანმიმართულად დანაშაულს დნამდვილად არ ჩავიდნდი; მუხლი 4. სამართლებრივისახელმწიფო1-ლი პუნქტი საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.იგივე მუხლის მე-2.პუნქტი სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებუ ლუფლებებსა და თავისუფლებებს, როგორცწარუვალდაუზენაესადამიანურღირებულებებს. ხელისუფლების გან ხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაო და ღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. - სწორედ ამიტომ მოგმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს , მხედველობაში მიიღოთ ჩვენ მიერ ასახული და ახსნა-განმარტების სახით ჩადებული მდგომარეობა და დაგვიხსენით ამ 3000 ლარიანი ჯარიმისგან: თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი არაკონსტიტუციურად ცნოს და შეაჩეროს სადაო აქტების მოქმედება ჩვენს შმთხვევასი ფიზიკურ პირზე 3000 ლარიანი ჯარიმის გადასახდელად დაკისრების ნაწილში:საქართელოს კონსტიუციის მუხლი 34.ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები მე-2.პუნქტი ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათაუფლებები.მე-3.პუნქტი ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.- მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მყოფი დევნილებისთვის რა დროსაც 45 ლარიანი შემწეობა გვაქვს სახელმწიფოსგან და საარსებო მინიმუმი 150 ლარი, 3000 ლარიანი ჯარიმის გადასახდელად დაკისრება ჩვენი უფლებების აშკარა დარღვევაა, დამამცირებელ გარემოებაში ჩაყენებაა და დასახელებული აქტები ამ ნაწილში არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს. თან საყურადღებოა რომ მარტო ჩვენ არ ვართ ამ სიტუაციაში მოხვედრილი, და იმ ათასობით ადამიანსაც უნდა ეშველოს, ამ სჯარიმებისგან განთავისუფლებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა