საერთაშორისო ურთიერთობები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში ნატალია ვუტოვასთან. შეხვედრა დისტანციური ფორმატით შედგა.

მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, გათვალისწინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა, როგორც ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ნატალია ვუტოვას მხარდაჭერისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.