საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გერმანიის ელჩს საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში შეხვდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გერმანიის ელჩს საქართველოში ჰიბერტ ქნირშს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს უმასპინძლა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, საკონსტიტუციო სასამართლოს როლს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესში.

ზაზა თავაძემ და სტუმრებმა ასევე ისაუბრეს ინსტიტუციის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე საკონსტიტუციო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით და, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღწევების შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე;

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობის აშშ-ში ვიზიტს შეეხო, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და ერთობლივ პროექტებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერას სასამართლოს მიმართ. მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები.