საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში "კონსტიტუციონალიზმის ახალი ათასწლეული".

კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებიან უცხო ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკეტი, განიხილება შემდეგი თემები: „საერთაშორისო თანამედროვე ტენდენციები საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმირებისა და განვითარებისთვის;“ „სასამართლოს ხელისუფლების როლი ხელისუფრლების შტოთა შორის: ახალი გამოწვევები და გადაწყვეტილებები“; „საერთაშორისო ხელშეკრულებების გავლენა კონსტიტუციონალიზმის განვითარებაზე, კანონისა და ადამიანის უფლებების უზენაესობაზე“; „ეფექტური მართლმსაჯულების სისტემა და მონიტორინგი“.

ასევე კონფერენციის ფორმატით გათვალისწინებულია დისკუსია.

საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად 3 ნოემბერს დასრულდება.