საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში მიემგზავრება

ამა წლის 18-22 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (IACL) მიწვევით, მიემგზავრება სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში, რათა დაესწროს კონსტიტუციური სამართლის მე-10 მსოფლიო კონგრესს.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური სამართლის მე-10 მსოფლიო კონგრესის მხარდამჭერები არიან კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლო. კონგრესში მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური ინსტიტუტების წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით. კონგრესი მიზნად ისახავს საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების განხილვასა და გლობალური გამოწვევებისათვის ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარესთან და წევრებთან.