საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მიწვევით ქალაქ ვენაში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მიწვევით ქალაქ ვენაში გაემგზავრა, სადაც 9-10 აპრილს მონაწილეობას ღებულობს "გლობალური სასამართლო კავშირი" (Global Judicial Integrity Network) პროექტის გახსნაში.

ღონისძიებას ესწრებიან გაროს წევრი 160 ქვეყნის საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, ასევე, რელევანტური ინსტიტუტების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა (UNODC) კანონიერების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, დაარსა დოჰას დეკლარაციის გლობალური პროგრამა, რომელიც მოიცავს "გლობალურ სასამართლო კავშირს (Global Judicial Integrity Network) და რომლის მიზანია გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემას გლობალურ დონეზე მიუერძოებლობის გაძლიერებასა და კორუფციის პრევენციაში.