საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ირინე იმერლიშვილი და მანანა კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, თურქეთის ქალაქ ანკარაში გაემგზავრნენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ირინე იმერლიშვილი და მანანა კობახიძე, თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, თურქეთის ქალაქ ანკარაში გაემგზავრნენ. ისინი მონაწილეობენ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 56 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის მექანიზმის ხუთწლიანი გამოცდილების შეფასებას ეძღვნება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და აზიის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები და რელევანტური ინსტიტუტების წარმომადგენლები. ასევე ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო

კონფერენცია 24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიმართება.