სიახლეები
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი
დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ფიქრათ მამადოვი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა.
დელეგაციის წევრებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მანანა კობახიძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისთვის და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით ტარდება.