სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა #740 და #764 კონსტიტუციურ სარჩელებზე

ა.წ. 22 ივლისს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეებზე „გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ“ (740) და „ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე პარლამენტის წინააღმდეგ“ (764) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 333-ე, 362-ე მუხლები; „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი, 166-ე მუხლი, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 259-ე მუხლი.