სიახლეები
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებსა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. როს უილსონმა პატივისცემა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ და დადებითად აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.
ზაზა თავაძემ მადლობა გადაუხადა როს უილსონს მხარდაჭერისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს შორის წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.