სიახლეები

ა.წ. 21 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 627 -ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ. 21 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 627 -ე (მოსარჩელე - მარიკა გაბესკირია; მოპასუხე - საქ. მთავრობა; დავის საგანი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქ. მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები) კონსტიტუციურ სარჩელზე.