სიახლეები
ა.წ. 30 სექტემბერს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილებები შემდეგ კონსტიტუციურ სარჩელებზე
ა.წ. 30 სექტემბერს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილებები შემდეგ კონსტიტუციურ სარჩელებზე:
N611 (მოსარჩელე - შპს „მადაი“შპს „პალიასტომი 2004“; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; დავის საგანი - „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი)
N614,616 (მოსარჩელე - გიგა ბარათაშვილი,კარინე შახპაროინიანი; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; დავის საგანი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის N583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი)
N675,681 (მოსარჩელე - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება)
N596 (მოსარჩელე - ნათია ყიფშიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მუხლის პუნტქი 27, პუნქტი 37)