სიახლეები

გარდაიცვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასამართლოს ყოფილი წევრის, ბატონი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გარდაცვალების გამო.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი 1996 წლის 7 ივლისს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2004 წლის 28 სექტემბერს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

2001 წელს კონსტიტუციური კონტროლის შექმნასა და დამკვიდრებაში, სახელმწიფო მოხელეთა დამოსახლეობის სამართლებრივ აღზრდაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.