სიახლეები
გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის მიწვევით იტალიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
გიორგი პაპუაშვილი 11-12 მარტს ვენეციის კომისიის მიწვევით იტალიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის 106-ე პლენარულ სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსთან, რუსეთთან, პოლონეთთან, ალბანეთთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები განიხილება.
12 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიუროს მეათე შეხვედრას დაესწრება, სადაც საუბარი შეეხება მსოფლიო კონფერენციის მომავალ შეხვედრას და იქ მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.
გიორგი პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე ვენეციის კომისიამ მიიწვია.