სიახლეები

ევროპარლამენტარების ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპარლამენტის წევრები: საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ.

დელეგაციის წევრებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და თავმჯდომარის მოადგილეებმა - ვასილ როინიშვილმა და მანანა კობახიძემ უმასპინძლეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა დელეგაციის წევრებთან საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი, მათ შორის, შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და სასამართლო ხელისუფლების როლს  სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე.