სიახლეები

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს XVII კონგრესის ფარგლებში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებიდან მოწვეული სტუმრებისთვის, 29 ივნისს ბათუმში, პიაცაზე საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს XVII კონგრესის ფარგლებში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებიდან მოწვეული სტუმრებისთვის, 29 ივნისს ბათუმში, პიაცაზე საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა. მასპინძლობდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ევროპელი სტუმრებისთვის ცნობილი და პოპულარული სიმღერები შეასრულეს - ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნინო ქათამაძემ, სოფიო ნიჟარაძემ და ზვიად ბოლქვაძემ. მათ აკოპმანიმენტს უწევდა  ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.  კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის ქორეოგრაფიული ანსამბლი  „ხორუმი“. 2 საათიანი კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, ბათუმში, 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს XVII კონგრესი იმართება, რომლის ფარგლებშიც, ოფიციალური ნაწილის გარდა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც შესრულდა რაც ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.