სიახლეები

ზაზა თავაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. ზაზა თავაძე 27 იანვარს ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს მიწვევით სასამართლოს სამუშაო წლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ხვალ, 26 იანვარს კი დაგეგმილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს   პრეზიდენტის,  გუიდო რაიმონდის  პირისპირ შეხვედრა.