სიახლეები

13 თებერვალს, 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს

ა. წ. 13 თებერვალს 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს (რეგისტრაციის N757).

მოსარჩელე მოითხოვს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების ექსპერტთა მეშვეობით შეფასების წესებისა და პირობების, აგრეთვე, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.