სიახლეები

თეიმურაზ ტუღუში სამუშაო ვიზიტით ბელორუსში იმყოფება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ ტუღუში სამუშაო ვიზიტით ბელორუსში იმყოფება. მინსკში საერთაშორისო კონფერენცია „კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების როლი კანონშემოქმედებით და კანონაღსრულების პროცესში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით" მიმდინარეობს. კონფერენციას ესწრება ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰერდის კიერულფ-თორგეირსდოტირი, სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების, ბელორუსის მთავრობისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.