სიახლეები

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.

კონკურსი ცხადდება მედიის ყველა ტიპის ჟურნალისტებისთვის: ტელევიზია, რადიო, ბეჭვდითი და ელექტრონული მედია.

კონკურსის მიზანია ქართულ მედიასა და საზოგადოებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თემატიკაზე დაიბეჭდა, გამოქვეყნდა და ეთერში გავიდა 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე.

კონკურსის ზოგადი კრიტერიუმებია: პრობლემის აქტუალობა, წერის, გადმოცემის სტილი, საზოგადოებრივი სარგებელი, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვა, ორიგინალურობა და სიახლე, შემოქმედებითი მიდგომა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:

• საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი ;
• საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი;
• საუკეთესო საგაზეთო სტატია;
• საუკეთესო ინტერნეტსტატია, საუკეთესო ბლოგი.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2016 წლის სექტემბერში. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

საკონკურსო ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტთა საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი.

ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ ან გამოგზავნოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფისში არა უგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოს 18 საათისა. მისამართი: ბათუმი, 6010, მ. აბაშიძის ქუჩა 16/18. ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების ელექტრონულად წარდგენა შემდეგ მისამართზე: ninoeremashvili@yahoo.com.

საკონტაქტო პირი: პროექტ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“ პიარ-მენეჯერი ნინო ერემაშვილი.