სიახლეები

კრისტიან ურსეს ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე ესტუმრა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. მხარეებმა, ასევე, დადებითად აღნიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ გაძლიერების კომპონენტს ითვალისწინებს.

კრისტიან ურსემ, რომელიც ასრულებს საქმიანობას საქართველოში, პატივისცემა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და დადებითად აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა კრისტიან ურსეს მხარდაჭერისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში შეტანილი ღირებული წვლილისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ასევე, მადლიერება გამოხატა კრისტიან ურსეს მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობის მიმართ და წარმატებები უსურვა მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.