სიახლეები

საზაფხულო სკოლა "კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი-2018" დაიწყო

23 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა,  რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის , USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”(EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმართება.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის თემებზე.  მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; ასევე მოწვეული პროფესორები: იან კომარეკი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის პროფესორი;  რობერტ შაპირო - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი; ჰანს კრომბაგი - სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის კვლევის ცენტრის პროფესორი; ენდრიუ კოპელმენი-ნორზვესტერნის უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის პროფესორი; ეკჰარდ პახე - ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლიდან  ყოველწლიურად მართავს  საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩაიურიდიული ფაკულტეტის 25 საუკეთესო სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ  განაგრძონ საკუთარი საქმიანობა სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების გზით.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს   სხვადახვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.

საზაფხულო სკოლა ოფიციალურად 2 აგვისტოს დასრულდება.