სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვიურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს შეხვდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვიურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ეკჰარდ პახეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეკჰარდ პახესთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ნიშანდობლივია, რომ ეკჰარდ პახე მოწვეული ლექტორის რანგში სტუმრობდა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას. იგი სტუდენტებს ესაუბრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კონტროლის სისტემურ მახასიათებლებზე.