ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

2020 წლის 9 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარე კაირატ მამის შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბის ფარგლებში მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში თანამშრომლობის ისტორია აქვთ. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი ინსტიტუციებს შორის განვითარდეს ორმხრივი თანამშრომლობა.