სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ეუთოს მისიის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სამართლებრივ ანალიტიკოსს, ელიზავეტ კარაგიანიდუსს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და პრაქტიკას საარჩევნო დავებთან მიმართებით. მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა მისიის წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებისთვის
![](https://constcourt.ge/image/614x440/614b2c9f1fcea.jpeg.jpg )
![](https://constcourt.ge/image/614x440/614b2ca27a640.jpeg.jpg )