სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა საქართველოსა და ავსტრიის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა საქართველოსა და ავსტრიის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.

ღონისძიებას ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა და ქართველმა მუსიკოსებმა, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაგალითია.