სიახლეები

საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 28 დეკემბერს  შეწყვიტა საქმე №852 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

№852 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეიარაღებულ ძალებში გადასულ პირებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ეთვლებათ სამხედრო სამსახურის სტაჟში. მოსარჩელემ აღნიშნული ქმედება განახორციელა, 2005 წელს. შესაბამისად, ზემოხსენებული პირებისაგან განსხვავებით, მას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურები წლები არ ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში, რის გამოც ვერ იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

2017 წლის 16 ნოემბერის შუამდგომლობით, მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იწვევს კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტას.

დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.